შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. რა არის ფლაგ-ინ (დატენვადი) ჰიბრიდი?

რა არის ფლაგ-ინ (დატენვადი) ჰიბრიდი?

“ფლაგ-ინ ჰიბრიდი აერთიანება ელექტრო მოტორსა და ბენზინის ძრავს, განსხვავებით ელექტრო ავტომობილისგან რომელიც მხოლოდ ელექტრო ძრავზე მუშაობს. მათი ბატარეა ტრადიციული ჰიბრიდებისგან განსხვავებით იმუხტება ელექტროენერგიის ქსელში.”

ფლაგ-ინ ჰიბრიდი არის ავტომობილი, რომელიც მუშაობს როგორც მის ბატარეებში აკუმულირებულ ელექტრო ენერგიაზე, ასევე შიდა წვის ბენზინის ან დიზელის ძრავზე. ბატარეის დამუხტვა შესაძლებელია მისი დაერთებით დამტენ პორტთან. ე.წ რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა ასევე გარკვეულწილად უზრუნველყოფს ბატარეის დატენვას, დამუხრუჭების დროს წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ელექტრო ენერგიად  გარდაქმნის გზით.  ფლაგ-ინ ჰიბრიდი მოძრაობაში მოდის ბატარეაში აკუმულირებული ელექტრო ენერგიის მეშვეობით, ხოლო მისი ამოწურვის შემდეგ ერთვება შიდა წვის ძრავი საჭირო ენერგიის უზრუნველსაყოფად. 

ფლაგ-ინ ჰიბრიდი

ფლაგ-ინ ჰიბრიდი მუშაობს ორივე, ელექტრო და შიდა წვის ძრავზე, თუმცა იგი ძირითადად მოძრაობისთვის იყენებს ელექტროენერგიას და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ ერთვება ბენზინის ან დიზელის ძრავი. დაცლილი ბატარეის დამუხტვა კი შესაძლებელია გარე ელექტრო ქსელთან მისი დაერთებით.     

 

ტრადიციული ჰიბრიდები

ტრადიციულ ჰიბრიდებს ასევე აქვს ბენზინისა და ელექტრო ძრავები, აგრეთვე ბატარეა. ავტომობილი იყენებს ორივე ძრავს, თუმცა  ფლაგ-ინ ჰიბრიდისგან განსხვავებით მათი ბატარეის დამუხტვა არ ხდება გარე ელექტროენერგიის ქსელთან დაერთებით, არამედ ისინი ავტომატურად იმუხტება მუხრუჭების ამოქმედებისას და ძრავის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ენერგიით.    

 

ელექტრო ავტომობილები

ელექტრო ავტომობილებს აქვს მხოლოდ ელექტრო ძრავი და ბატარეა, რომელიც ერთადერთი ენერგიის წყაროა საბურავების მოძრაობაში მოსაყვანად. შიდა წვის ძრავის არარსებობის გამო ეს ავტომომობილები საერთოდ არ გამოიმუშავებენ გამონაბოლქვ აირებს.  ფლაგ-ინ ჰიბრიდების მსგავსად მათი დამუხტვა შესაძლებელია ელექტრო დამტენის მეშვეობით.