შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. აქვს თუ არა ელექტრო ავტომობილს ძრავი?

აქვს თუ არა ელექტრო ავტომობილს ძრავი?

“ელექტრო ავტომობილს ტრადიციული ძრავის ნაცვლად გააჩნია ელექტრო მოტორი, რომელიც იკვებება დამუხტვად ბატარეებში აკუმულირებული ელექტრო ენერგიით.”

ტრადიციული ძრავისგან განსხვავებით ელექტრო მოტორი იკვებება დამუხტვად ბატარეებში აკუმულირებული ელექტროენერგიით. ბენზინის ძრავში მიმდინარე პროცესები ტუმბო სისტემას მოგვაგონებს თავისი საწვავით, მაშინ როდესაც პროცესები ელექტრო ძრავში მთლიანად ელექტრიფიცირებულია. 

 

ელექტრო ავტომობილის მართვისას საერთოდ არ ისმის ძრავის ხმა, რადგან იგი მთალიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს. აქ არ არსებობს გადაბმულობის ქურო, გადაცემის კოლოფი, ტრანსმისია  ან გამონაბოლქვის მილები.      

 

არსებობს რამდენმე ფუნდამენტური განსხვავება ელექტრო და ტრადიციულ ძრავებს შორის. ელექტრო ძრავის ხარჯიანობა ანალოგიური ცხენის ძალების მქონე შიდა წვის ძრავზე ნაკლებია. ერთი მამოძრავებელი აგრეგატის არსებობის გამო ელექტრო ავტომობილების ექსპლოატაციის პერიოდი შედარებით დიდია. ზოგადად, კარგად მოვლილი ელექტრო ავტომობილის რესურსი 30 000 საათს შეადგენს მნიშვნელოვანი რემონტის საჭიროების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრო ძრავს ესაჭიროება ნაკლები ტექნიკური სერვისი, ვიდრე შიდა წვის ძრავს.  ელექტრო ძრავის ენერგო ეფექტურობა კი უზრუნველყოფილია მისი თვისებით მინიმუმამდე დაიყვანოს ენერგიის დანაკარგი გაჩერებისას ძრავის გათიშვით და დამუხრუჭებისას ბატარეის დამუხტვით. 

 

  • ელექტრო მოტორმა ჩაანაცვლა ტრადიციული ძრავა
  • ელექტრო ძრავა იღებს ენერგიას კონტროლერიდან, რომელიც თავის მხრივ იკვებება დამუხტვადი ბატარეებიდან. 

 ელექტრო ავტომობილს გააჩნია გაცილებით ნაკლები მოძრავი დეტალი, ვიდრე ტრადიციულ ავტომობილს. მას აქვს ერთი ძალური აგრეგატი - ძრავი, მაშინ როცა შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილში ასეულობით მოძრავი დეტალი გვხვდება. ელექტრო ავტომობილის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: ბატარეა, დამტენი პორტი, DC/DC კონვერტორი, ელექტრო ძრავი, შიდა დამტენი,  ელექტრონული მართვის ბლოკი, თბორეგულაციის სისტემა და ტრანსმისია. 

 

 მცირე რაოდენობის მოძრავი დეტალის არსებობა ელექტრო ავტომობილებში  განაპირობებს მის საიმედოობას და  გეგმიური სერვისის ნაკლებ საჭიროებას. ბენზინის საწვავზე მომუშავე ავტომობილი საჭიროებს მრავალი სახის ტექნიკურ მომსახურებას, როგორიცაა  ზეთისა და  ფილტრების შეცვლა, პერიოდული რეგულირება, გამონაბოლქვის სისტემის შეკეთება ასევე ისეთ კომპონენტების შეცვლა, როგორიცაა წყლის და საწვავის ნასოსი, ელ გენერატორი და სხვა. 

 

 

ბატარეა 

უზრუნველყოფს ელექტრო ავტომობილის ასამუშავებლად საჭირო ელექტროენერგიის აკუმულირებას. რაც მაღალია kW-ის მაჩვენებელი მით მეტია ბატარეის ტევადობა.  

 

დამტენი პორტი 

უზრუნველყოფს ავტომობილის დაერთებას გარე დენის წყაროსთან ბატარეის დასამუხტად 

 

DC/DC კონვერტორი 

ახდენს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გარდაქმნას დაბალი ძაბვის მუდმივ ენერგიად, რომელიც საჭიროა ავტომობილის ასამუშავებლად და ბატარეის დასამუხტად  

 

ელექტრო წევის ძრავა 

მოძრაობაში მოჰყავს საბურავები აკუმულატორის ბლოკიდან მიღებული ელექტროენერგიის მეშვეობით  

 

შიდა დამტები

ავტომობილში ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც ახდენა ცვლადი დენის გარდაქმნას მუდმივ ენერგიად და ინახავს მას ბატარეაში. ის ასევე აკონტროლებს ბატარეის მდგომარეობას, ტემპერატურას,  ძაბვას და ა.შ    

 

ელექტრონული მართვის ბლოკი

აკონტროლებს ელექტრო ბატარეიდან მომავალ ელექტროენერგიის ნაკადს, ასევე ელექტრო ძრავის სიჩქარესა და გამწეობას.   

 

თბორეგულაციის სისტემა (გაგრილება) 

უზრუნველყოფს ძრავისა და სხვა კომპონენტების  უსაფრთხო ტემპერატურის შენარჩუნებას  

 

გამწევი აკუმულატორების ბლოკი 

ინახავს ელექტროენერგიას ელექტრო გამწევი ძრავის ასამუშავებლად 

 

ტრასმისია

გადასცემს მექანიკურ ენერგიას ელექტრო გამწევი ძრავიდან საბურავებს მათ მოძრაობაში მოსაყვანად