ახალი Kia Ceed
ექსტერიერი
ყოველთვის მზად შთაბეჭდილების მოსახდენად
-
ძლიერი თვითმყოფადობა
მისი მკვეთრი და დინამიური ხაზები, რომლებიც ავტომობილის სპორტულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, შექმნილია ფრანკფურტში Kia-ს ევროპული დიზაინის ცენტრში. -
სპორტული ექსტერიერი
ორ ფენიანი წინა ცხაური, ფანჯრის ქრომირებული ხაზები და 17"-იანი ალუმინის დისკები, ავტომობილს სპორტულ იერს ანიჭებს.უკანა LED ფარები და გამონაბოლქვის მილების ქრომირება, მის ძლიერ ხასიათს კიდევ უფრო მეტ სიმკვეთრეს სძენს. -
ახალი ხილვადობა
თვალის მომჭრელი უკანა LED ფარების წყალობით, თქვენი ავტომობილი გზაზე შეუმჩნეველი არასოდეს დარჩება. ახალი Kia Ceed არის ის, რასაც აუცილებლად ყველა შეამჩნევს.
აღჭურვა
გამოსცადე მეტი. ისიამოვნე უფრო მეტად.
-
დახვეწილი ინტერიერი
ყველაფერი შექმნილია მძღოლის კომფორტისათვის. ინტერიერის ოფციები მოიცავს: შავი და ნაცრისფერი ქსოვილის და ტყავის შემცვლელის კომბინაციას, ან სრულად შავ ტყავს. -
სწრაფი გადაცემა
კიდევ უფრო სწრაფი გადაცემებისა და საწვავის ეფექტური მოხმარებისათვის,აირჩიეთ 6 სიჩქარიანი მექანიკური, ან 7 სიჩქარიანი DCT გადაცემათა კოლოფი. -
მართვის რეჟიმის არჩევა
kia ceed მართვის რეჟიმის არჩევა
-
JBL Premium ხმის სისტემა
ყოველი მგზავრობა არის იდეალური მუსიკის თანხლებით. -
ტელეფონის უსადენო დამტენი
აღარ არის საჭირო დენის წყაროს ძიება. დამუხტვისათვის, უბრალოდ მოათავსეთ თქვენი სმარტფონი ცენტრალურ კონსოლში განთავსებულ სპეციალურ დაფაზე. სულ ეს არის. -
თბობადი სავარძლები
ამინდი დისკომფორტს აღარ შეგიქმნით. ცივ ამინდში სავარძლები, საჭე და საქარე მინა სწრაფად თბება. ცხელ დღეებში კი წინა სავარძლების ვენტილაცია დამატებითი კომფორტია. -
Smart Key- ჭკვიანი გასაღები
Smart Key საშუალებას გაძლევთ გააღოთ კარი და დაქოქოთ ავტომობილი ღილაკზე მარტივი ხელის შეხებით. აღარ არის საჭირო გასაღების ძებნა ჩანთაში, ან ჯიბეებში. ფანჯრის დისტანციური კონტროლი მოსახერხებელი ოფციაა, თუ ფანჯრების დახურვა დაგავიწყდათ: უბრალოდ დააჭირეთ შესაბამისს ღილაკს გასაღებზე და ფანჯრებიდაიხურება.
უსაფრთხოება
ტექნოლოგია და უსაფრთხოება
-
მარტივი პარკირება
პარალელური, დახრილი ან პერპენდიკულური - ყველაფერი მარტივია Smart Parking Assist (SPA) დახმარებით. წინა, გვერდითი და უკანა სენსორების გამოყენებით ის მართავს მანქანას თქვენს ნაცვლად. თქვენ მხოლოდ უნდა აკონტროლოთ მუხრუჭი, აჩქარების პედალი და გადაცემათა კოლოფი. უკანა ხედვის კამერა წინა სენსორულ მონიტორზე გიჩვენებთ გამოსახულებას და გაძლევთ დინამიურ მითითებებს. -
ზოლში მოძრაობის ასისტენტი (LKA)
ზოლში მოძრაობის ასისტენტი (LKA), ზოლში მოძრაობისათვის იყენებს საქარე მინაზე არსებულ კამერას. ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, სისტემა იძლევა გამაფრთხილებელ ნიშანს. -
Smart Cruise Control (SCC)
კამერისა და რადარის გამოყენებით, Smart Cruise Control (SCC) -ს გააჩნია Stop and Go ფუნქცია, რომელიც აკონტროლებს სიჩქარესა და დისტანციას წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან. თუ წინა სატრანსპორტო საშუალება სიჩქარეს მოუმატებს, თქვენი Kia Ceed-იც შესაბამისად მოუმატებს. შენელების შემთხვევაში, კი თქვენი ავტომობილიც ანელებს, ან ჩერდება, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო დისტანცია.
-
Lane Following Assist (LFA)
ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ნახევრად ავტომატიზებული მართვის მიმართულებით. LFA აკონტროლებს აჩქარებას, დამუხრუჭებას და საჭეს, წინა მოძრავი სატრანსპორტო საშუალების შესაბამისად.ეს ფუნქცია საცობში ავტომობილის მართვას უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის. კამერის და სარადარო სენსორების მიხედვით, სისტემა ინარჩუნებს უსაფრთხო მანძილს წინ მოძრავ ავტომობილთან და აკონტროლებს,თქვენს ხაზებს შორის მოძრაობას. -
შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (FCA)
FCA იყენებს კამერას, რათა აკონტროლოს წინ მოძრავი ავტომობილები და შეჯახების რისკის შემთხვევაში, გაძლევთ ვიზუალურ გაფრთხილებას. იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ფეხით, ან ველოსიპედით მოსიარულედან გამომდიანრეობს, სისტემა ატყობინებს მძღოლს საჭეზე მცირე ბიძგების საშუალებით. ხოლო, მძღოლის რეაქციის არ არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად ამუხრუჭებს. -
მძღოლის ყურადღების კონტროლი(DAW)
DAW სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს მძღოლს კონცენტრირებაში. სისტემა ახორციელებს მონიტორინგს მძღოლის მართვის ხასიათზე და აკვირდება საჭის მოძრაობას, სიგნალს, აჩქარებას და მგზავრობის ხანგრძლივობას. თუ მძღოლის ყურადღების დონე დაბალია და შეინიშნება ისეთი საეჭვო ვითარება, როგორიცაა მაგალითად მძღოლის ჩაძინება, ავტომობილში ავტომატურად აქტიურდება აუდიო და ვიდეო გამაფრთხილებელი სიგნალი.