მენიუს გახსნა
“საჯარო დასამუხტ სადგურებში არის სხვადასხვა ტიპის დამუხტვის შესაძლებლობა. ელექტრო ავტომობილების მფლობელებს შეუძლიათ სარგებლობა როგორც სახლის დამტენით, რომელიც საჭიროებს რამდენიმე საათს, ასევე სწრაფი დამუხტვის სერვისით 30 წუთში.”
დამუხტვა საცხოვრებელ სახლში
პირველი დონის დამუხტვისთვის სახლის პირობებში თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შტეფსელის როზეტი და ელექტრო ჩანგალი. ეს ითვლება ყველაზე გავრცელებულ დამუხტვის მეთოდად. დააერთეთ თქვენი ავტომობილი როზეტზე ღამით და დილით იგი უკვე დაგხვდებათ სრულად დამუხტული. სახლის პირობებში მეორე დონის დამუხტვაც არის შესაძლებელი სპეციალური დამტენი მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში. ზოგიერთი სახლის დამტენს აქვს ისეთი ჭკვიანი ფუნქცია, როგორიცაა ელექტრო ენერგიის დონის კონტროლი, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ინტერნეტ კავშირი.
დამუხტვა სამუშაო ადგილზე
სულ უფრო მეტი კომპანია სთავაზობს დღეს დამუხტვის შესაძლებლობას საკუთარ დასაქმებულებს ოფისის სადგომზე. ასეთი დამტენების სიჩქარე სახლის დამტენის ანალოგიურია. ელექტრო ავტომობილების მფლობელებისთვის ეს მეთოდი საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მათ საშუალება აქვთ დამუხტონ თავიანთი ავტომობილი სამუშაო საათებში კომპანიის ავტოსადგომზე.
დამუხტვა საჯარო დასამუხტ სადგურებში
დღესდღეობით სულ უფრო იზრდება ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების რიცხვი. ავტომობილის დამუხტვა შესაძლებელია კომერციული შენობების, სავარჯიშო დარბაზების, სუპერმარკეტებისა და მოლების ავტოსადგომზე. ზოგიერთი სადგურის მომსახურება უფასოა, ხოლო ნაწილი, ძირითადად სწრაფი დამუხტვის სადგურები, აღნიშნულ მომსახურებაზე გარკვეულ ტარიფს აწესებს. ელექტრო ავტომობილის ჩარჯერები უკვე გვხვდება ბენზინგასამართ სადგურებზე და ავტომაგისტრალზე განთავსებულ სერვის ცენტრებში, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ხანგრძლივი მგზავრობის ან გადაუდებელი საჭიროების დროს. არსებობს ასევე სპეციალური სატელეფონი აპლიკაციები დასამუხტი სადგურების ლოკაციის დასადგენად.
დონე 1: პირველი დონის დამუტვის გამოყენება შესაძლებელია ელექტრო სადენის მიერთებით 120 ვოლტიან როზეტთან. ეს არის ყველაზე ნელი დამუხტვის მეთოდი, რომლის გამოყენებაც რეკომენდირებულია ღამის განმავლობაში ძირითადად საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში.
დონე 2: ეს მეთოდი გამოიყენება როგორც სახლის პირობებში, ასევე დამტენ სადგურებში და გულისხმობს ელექტრო ავტმობილის 240 ვოლტიან ენერგიის წყაროზე დაერთებას. იგი იდეალურია რამდენიმე საათით ავტომობილის პარკირების დროს. სახლის პირობებში აღნიშნული მეთოდით ავტომობილის დასამუხტად საჭიროა სპეციალური მოწყობილობის მონტაჟი.
DC სწრაფი დამუხტვა: ეს მეთოდი იყენებს მუდმივ დენს ცვლადი დენის ნაცვლად, რომელიც ძირითადად სახლის პირობებში გამოიყენება. იგი იდეალურია ხანგრძლივი მოგზაურობებისას ან შეზღუდული დროის შემთხვევაში. სწრაფი დამუხტვის სერვისი ხელმისაწვდომია სპეციალურ საჯარო დასამუხტ სადგურებში.