შინაარსზე გადასვლა

FIFA-ს ოფიციალური ბურთის წარმდგენი

FIFA-ს ოფიციალური მატჩის ბურთის მატარებელი აქ, სადაც ბავშვობის ოცნებები დიდ ასპარეზზე გადიან

49-ე გუნდი, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ისტორიულ წამს ქმნის

Kia მსოფლიო ჩემპიონატის™ პირველივე, უმნიშვნელოვანეს წამს უდებს დასაბამს.


სანამ მთელი პლანეტის მზერა მოედნისკენაა მიპყრობილი, მსოფლიო ჩემპიონატი™ სტარტს სწორედ OMBC პროგრამით იღებს.
მატჩის ოფიციალური ბურთის წარმდგენი (OMBC) Kia-ს განსაკუთრებული პროექტია,
რომელიც ბავშვებს მწვანე მინდორზე უხმობს, რათა მათ მსაჯს ბურთი გადასცენ და მატჩის დაწყება ოფიციალურად ამცნონ მსოფლიოს.
Kia-ს მიერ პერსონალურად შერჩეული თითოეული ბავშვი მსოფლიო ფეხბურთის ეპიცენტრში ხვდება.

FIFA-ს ოფიციალური მატჩის ბურთის მატარებელი
მსოფლიო ჩემპიონატის™ 49-ე გუნდი
2026 წლის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატის™ მოახლოებასთან ერთად, OMBC პროგრამა ახალ გლობალურ ასპარეზზე ინაცვლებს და Kia OMBC Cup 2026™-ად გარდაიქმნება. ეს პროექტი მსოფლიო გამოწვევად იქცევა, რომელიც ათი სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ახლად დაარსებულ იუნიორთა ტურნირზე გააერთიანებს. ჩემპიონატის 48 ოფიციალური გუნდის მიღმა, ეს ბავშვები შეადგენენ სიმბოლურ 49-ე გუნდს, რომელიც Kia-ს მხარდაჭერით საფეხბურთო ისტორიის ახალ თავს დაწერს.
იქ, სადაც შესაძლებლობები იწყება
იქ, სადაც შესაძლებლობები იწყება არსებობს წამი, როდესაც სრულიად განსხვავებულ გარემოში გაზრდილი ბავშვები ერთ საერთო ოცნებას ირჩევენ და პირველად დგამენ გაბედულ ნაბიჯს. Kia OMBC Cup 2026™-ისთვის მომავალი სწორედ ამ არჩევანით იწყება. Kia ერთგულად უდგას გვერდით ბავშვებს მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში. საფეხბურთო ლეგენდების ხელმძღვანელობით, ისინი სწავლობენ პასუხისმგებლობის აღებას და მიღებული გამოცდილებით დღითი დღე იზრდებიან. ეს ისტორია არა საბოლოო მიღწევებზე, არამედ იმ მომენტზეა, როდესაც ისინი საკუთარი პოტენციალისკენ სწრაფვას იწყებენ. Kia მათთან ერთად გადის ამ გზას - კულისებს მიღმა დარჩენილი გამოწვევებიდან მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნამდე.
იქ, სადაც შესაძლებლობები იწყება
იქ, სადაც შესაძლებლობები იწყება
იქ, სადაც შესაძლებლობები იწყება
მსოფლიო ჩემპიონატის™ 49-ე გუნდი
ასპარეზი, სადაც ოცნებების გზები იკვეთება:
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული ბავშვები თავს ლოს-ანჯელესში იყრიან. აქ ყოველი მატჩი უბრალო კონკურენციაზე ბევრად მეტია. ეს არის მომენტი, როდესაც მოედანზე მათი შეუპოვარი ხასიათი, სიმამაცე და უსაზღვრო შესაძლებლობები თავს იჩენს. Kia OMBC Cup 2026™ ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ მონაწილეთა შერჩევა - ეს მათთვის არის პირველი დიდი საფეხბურთო სცენა, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეები თავიანთ ოცნებებს რეალობად აქცევენ.
ასპარეზი, სადაც ოცნებების გზები იკვეთება:
ლოკალური ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისკენ™ მიმავალ გზაზე
პირველი ნაბიჯი დიდი ოცნებისკენ
პირველი ნაბიჯი დიდი ოცნებისკენ

ათ ქვეყანაში ორგანიზებული ადგილობრივი კასტინგების შედეგად, თითოეული ქვეყნიდან 7 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეირჩევა. შერჩევისას მხოლოდ ტექნიკური უნარები არ არის გადამწყვეტ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ მენტალიტეტს, მომზადების დონესა და საქმისადმი თავდადებას.

განვითარება ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად
განვითარება ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად

ბავშვები მსოფლიოში აღიარებული საფეხბურთო ვარსკვლავების გვერდით ვარჯიშობენ, რომლებიც მათ მწვრთნელობასა და მენტორობას უწევენ. მუდმივი წვრთნის, პროფესიული მხარდაჭერისა და რეალური კონკურენციის პირობებში, ისინი ოსტატობასთან ერთად ხასიათსა და თავდაჯერებულობას ივითარებენ. ამ ასპარეზზე მთავარი ფასეულობა პიროვნული ზრდაა და არა უბრალო გამარჯვება.

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის™ საწყისი წერტილი
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის™ საწყისი წერტილი

Kia OMBC Cup 2026™ არის იუნიორთა უნიკალური ტურნირი, სადაც შერჩეული მოთამაშეები გუნდებად იყოფიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს დიდი გზა მხოლოდ პროექტში მოხვედრით როდი სრულდება, საფეხბურთო მოედანზე ისინი საკუთარ პოტენციალს ამტკიცებენ და განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან.

ბავშვები, რომლებიც რომლებიც FIFA მსოფლიო ჩემპიონატის™ სათავეებთან დგანან
2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის™ დიდ სცენაზე ბავშვები მოედანზე აბიჯებენ არა როგორც უბრალო მაყურებლები, არამედ როგორც მატჩის გახსნის მთავარი შემოქმედნი. მათი უშუალო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის™ ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია.
ბავშვები, რომლებიც რომლებიც FIFA მსოფლიო ჩემპიონატის™ სათავეებთან დგანან
შთაბეჭდილებები, რომლებიც საფეხბურთო მოედანს სცილდება

მუხტი, რომელიც სტადიონზე იბადება, მხოლოდ იქ არ რჩება. Kia, როგორც FIFA მსოფლიო ჩემპიონატის 2026™ ოფიციალური პარტნიორი, საფეხბურთო გამოცდილებას სრულიად ახალ მასშტაბს აძლევს უზადო მობილობიდან ნამდვილ, ადამიანურ კავშირებამდე.

ოფიციალური საავტომობილო მხარდაჭერა
ოფიციალური საავტომობილო მხარდაჭერა

Kia უკვე წლებია ზრუნავს ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების შეუფერხებელ მობილობაზე FIFA-ს საერთაშორისო ტურნირებზე. ბრენდი უზრუნველყოფს, რომ ჩემპიონატის ყოველმა წამმა უნაკლოდ და სრულყოფილ რიტმში ჩაიაროს.

პროგრამები მომავალი თაობებისთვის
პროგრამები მომავალი თაობებისთვის

იუნიორთა და ქალთა ჩემპიონატებიდან დაწყებული, ფუტსალისა და FIFA eWorld Cup™-ის ჩათვლით, Kia ერთგულად უჭერს მხარს ფეხბურთის მომავალს. ბრენდი მუდამ იქ დგას, სადაც უბრალო თამაში დიდ ოცნებად იქცევა.

FIFA Fan Festival
FIFA Fan Festival

მსოფლიო გულშემატკივრების გლობალური შკრების ადგილი სტადიონის კედლებს მიღმა. აქ Kia საფეხბურთო ვნებას, კულტურასა და დღესასწაულს ერთ მთლიანობად აქცევს და გულშემატკივარს მობილობაზე ორიენტირებულ ახალ ემოციებს სთავაზობს.

ბრენდის საგამოფენო ზონა
ბრენდის საგამოფენო ზონა

სივრცე, რომელიც მობილობის აწმყოსა და ხვალინდელ დღეს აღმოგაჩენინებთ. თავისი ახალი EV ხაზით, Kia აცოცხლებს ეკოლოგიური მდგრადობისა და ეფექტური ელექტრიფიკაციის უნიკალურ ხედვას.

OMBC უკვე დიდი ხანია ეპატიჟება პატარა ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის™ გახსნის საზეიმო წუთების შესაქმნელად. OMBC Cup-ი მათ პირად გამოწვევებს პიროვნული ზრდისა და განვითარების დიდ გამოცდილებად გარდაქმნის. სწორედ იმ წამს, როდესაც ისინი მოედანზე მატჩის ოფიციალურ ბურთს გამოიტანენ, თამაშიც ოფიციალურად იწყება. Kia მათთან ერთად აგრძელებს ამ თავგადასავალს 2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატზე™ და ზრუნავს, რომ მათი პირველი ნაბიჯები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

Kia მათთან ერთად აგრძელებს მოგზაურობას FIFA World Cup 2026™-ისკენ, რათა მათი პირველი ნაბიჯები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ნაწილად იქცეს.
OMBC დიდი ხანია ბავშვებს იწვევდა