შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რამდენი ხანი ძლებს ელექტრო ავტომობილის ბატარეა?

რამდენი ხანი ძლებს ელექტრო ავტომობილის ბატარეა?

“არსებული პროგნოზით ელექტრო ავტომობილების ბატარეამ 10-20 წელიწადი უნდა გაძლოს. ბატარეის სასიცოცხლო ციკლი შესაძლოა გაიზარდოს გადახურების, ასევე ჭარბი დამუხტვის ან განმუხტვის პრევენციით და სწარფი დამუხტვის მეთოდის ლიმიტირებით.”

 არსებული პროგნოზის მიხედვით ელექტრო ავტომობილის ბატარეის სასიცოცხლო ციკლი შეადგენს საშუალოდ 10 -დან  20 წლამდე. ელექტრო ავტომობილების სამოდელო რიგზე კია მომხმარებლებს სთავაზობს  გარანტიას 3 -დან 10 წლამდე ვადით ან 150 000 კმ / 100 000 მილის გარბენზე. გარანტიის პირობა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით.  დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კიას ტექნიკური მომსახურების გვერდზე ან სადილერო ცენტრებში.

ელექტრო ავტომობილების ლითიუმ იონის პოლიმერული ბატარეები რესურსის გარკვეულ ნაწილს კარგავენ  სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. თუმცა ბატარეის გამძლეობა თავის მხრივ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელია მათი ექსპლოატაციის ვადის გახანგრძლივება.    

 

თქვენი ავტომობილის ბატარეის ექსპლოატაციის გასახანგრძლივებლად გასათვალიწინებელი რჩევები: 

1) არ გააჩეროთ თქვენი ავტომობილი განსაკუთრებით ცხელი ან ცივი ტემპერატურის პირობებში დიდი ხნით, ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბატარეა ან შეამციროს მისი რესურსი

 

2) დამუხტეთ თქვენი ავტომობილი 20%-დან 80%-მდე ეფექტურ დიაპაზონში. ელექტრო ავტომობილების ბატარეა გაცილებით დიდხანს გემსახურებათ თუ მისი დატენვა არ მოხდება  სრულად, რადგან სითბოს რომელიც დამუხტვის დროს გამოიყოფა შეუძლია ბატარეის დაზიანება. ასევე სასურველია სრული განმუხტვის თავიდან არიდება.    

 

3) მინიმუმამდე დაიყვანეთ სწრაფი დამუხტვის მეთოდის გამოყენება, რადგან იგი იწვევს უამრავ ქიმიურ რეაქციას, რომლის დროსაც წარმოიქმნება  ჭარბი სითბური ენერგია, რაც თავის მხრივ ასუსტებს ბატარეის უნარს შეინარჩუნოს მუხტი