შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ მუშაობს ელექტრო ავტომობილი?

როგორ მუშაობს ელექტრო ავტომობილი?

“ელექტრო ავტომობილი მოძრაობაში მოდის ელექტრო ენერგის მეშვეობით, რომელიც აკუმულირებულია დამუხტვად ბატარეებში. ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით მათ აქვთ ერთსიჩქარიანი ტრანსმისია, რადგან ელექტრო ძრავს შეუძლია მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტის გამომუშავება მინიმალურ სიჩქარეზეც კი.”

საბურავები ელექტრო ავტომობილებში მოძრაობაში მოდის ბატარეებში  აკუმულირებული ელექტრო ენერგიის მეშვეობით, ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებიც მუშაობენ წიაღისეულ საწვავზე. როდესაც ასეთ ავტომობილს უთავდება საწვავი, იგი საჭიროებს ავზის მარაგის შევსებას ბენზინ გასამართ სადგურზე. ელექტრო ავტომობილებში კი ენერგიის მარაგის შევსება ხდება ბატარეის დამუხტვის მეშვეობით მისი მიერთებით ელექტრო ენერგიის ქსელთან.  ფლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები მოიცავს ბენზინის ან დიზელის ძრავას, რომელიც კომბინირებულია ელექტრო მოტორთან, თუმცა მისი ბატარეა იმავე მეთოდით იმუხტება. 

 

რამდენადაც ელექტრო მოტორს შეუძლია მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტის გადაცემა მინიმალურ სიჩქარეზე, იგი ერთსიჩქარიან ტრანმისიასთან არის კომბინირებული, ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით, რომელიც საჭიროებს რამდენიმე საფეხურიან ტრანსმისიას.    შიდა წვის ძრავი გამოიმუშავებს კონკრეტულ სიმძლავრეს ძრავის ბრუნის კონკრეტულ დიაპაზონში, ამიტომ რამდენიმე სიჩქარის არსებობა უზრუნველყოფს ძრავის სიჩქარის ეფექტურ განაწილებას ტრანსმისიის საფეხურებს  შორის.

1) ელექტრო ძრავი: იყენებს ბატარეებში აკუმულირებულ ელექტრო  ენერგიას საბურავების მოძრაობაში მოსაყვანად  

2) ბატარეა: ინახავს ელექტრო ენერგიას, რომელიც საჭიროა ავტომობილის  ასამუშავებლად 

3) ტრანსმისია: ერთსიჩქარიანი გადაცემის კოლოფი, რომელიც გადასცემს მექანიკურ ენერგიას ძრავიდან საბურავებს მათ მოძრაობაში მოსაყვანად 

4) სამუხტი პორტი: რომლის მეშვეობით ავტომობილის მიერთება ხდება გარე დენის წყაროსთან 

5) დამტენი მოწყობილობა:  შემომავალ ცვლადი დენის ნაკადს გარდაქმნის და მიმართავს დამტენი მოწყობილობიდან ბატარეებისკენ დასამუხტად. ის აგრეთვე აკონტროლეს ბატარეის მდგომარეობას და დატენვის ხარისხს.       

6) გამაგრილებელი სისტემა: ინარჩუნებს სათანადო სამუშაო ტეპერატურას ავტომობილის შიდა კომპონენტებისთვის 

7) ელექტრო კონტროლერი: აკონტროლებს ძრავის მუშაობის სიჩქარესა და მაბრუნებელ  მომენტს ბატარეიდან ელექტრო ენერგიის ოპტიმალური განაწილებისთვის