შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. სჭირდება თუ არა ელექტრო ავტომობილებს ბენზინის საწვავი?

სჭირდება თუ არა ელექტრო ავტომობილებს ბენზინის საწვავი?

“ელექტრო ავტომობილი ელექტრო ძრავის ასამუშავებლად იყენებს ბატარეებში აკუმულირებულ ელექტრო ენერგიას, რომელსაც თავის მხრივ მოძრაობაში მოჰყავს საბურავები. ბატარეის დამუხტვა შესაძლებელია როგორც გარე დენის წყაროსთან მიერთებით, ასევე რეკუპერაციული სამუხრუჭე სისტემის მეშვეობით, რომელიც დამუხრუჭების დროს წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიად.”

ელექტრო ავტომობილი მოძრაობაში მოდის ელექტრო ძრავის მეშვეობით, რომელიც იყენებს მძლავრი ბატარეების ბლოკში აკუმულირებულ ელექტრო ენერგიას, რაც თავის მხრივ იმუხტება გარე ელექტრო წყაროდან ან თვითდამუხტვადი სამუხრუჭე სისტემის მეშვეობით. ამდენად მათ არ გააჩნიათ შიდა წვის ძრავი და არ გამოიმუშავებენ გამონაბოლქვ აირებს.

ელექტრო ავტომობილი იყენებს ბატარეებიდან მიღებულ ელექტრო ენერგიას ელექტრო ძრავის ასამუშავებლად და საბურავების მოძრაობაში მოსაყვანად განსხვავებით ტრადიციული ავტომობილებისგან, რომლებიც  მუშაობენ ნავთობისგან წარმოებულ საწვავზე. ასეთი ავტომობილების მფლობელებს უწევთ საწვავის მარაგის შევსება ბენზინ გასამართ სადგურებზე. ელექტრო ავტომობილის მფლობელები კი ბატარეებს მუხტავენ საცხოვრებელ სახლში ან პარკირების ადგილებზე.

● ბატარეაზე მომუშავე ელექტრო ავტომობილები

ასეთი ავტომობილი მუშაობს სრულად  ელექტრო ენერგიაზე, მისი ბატარეა  იმუხტება გარე დენის წყაროს მეშვეობით და  დამატებით იყენებს შიდა დამუხტვის საშუალებას ე.წ რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემას. ამ კატეგორიის ავტომობილებს  მიეკუთვნება ელექტრო ნირო და სოული სრული ელექტრო სვლითა და ნულოვანი გამონაბოლქვის აგრეგატით.     

 

● ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილი 

ამ ტიპის ელექტრო ავტომობილი აერთიანებს შიდა წვის ძრავასა და ელექტრო მოტორს სადაც ელექტრო მოტორის ფუნქციაა საწვავის მოხმარების შემცირება და  სიმძლავრის გაზრდა. ავტომობილის დაძვრა ხდება სრულად ელექტრო ძრავის მეშვეობით, ხოლო ბენზინის ძრავი ირთვება სიჩქარის მომატებასთან ერთად. ბატარეის დამუხტვა ხდება დამუხრუჭების დროს, როცა წარმოქმნილი კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად.  

 

● ფლაგ-ინ ელექტრო ავტომობილები 

ასეთი ავტომობილითვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს საწვავი და ელექტრული დენი ერთად. ბატარეის დატენვა შესაძლებელია როგორც მუხრუჭების სისტემის, ასევე  გარე ელექტრო ქსელში ავტომობილის მიერთების მეშვეობით. როგორც წესი ისინი იყენებენ ელექტრო ენერგიას მოკლე მანძილებზე ხოლო შიდა წვის ძრავას ხანგრძლივი მოგზაურობებისას.