შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. არის თუ არა ელექტრო ავტომობილები მომავალი?

არის თუ არა ელექტრო ავტომობილები მომავალი?

“ელექტრო ავტომობილები იყენებენ ელექტრო ენერგიას და გარემოში გამოყოფენ ნაკლებ ნახშირორჟანგს (CO2), ვიდრე ტრადიციურლი ავტომობილები. მრავალი ქვეყნის მთავრობა და მთელი საავტომობილო ინდუსტრია ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა „მწვანე“ ავტომობილების პოპულარიზაციას გლობალურად.”

1) ბატარეა

ტრადიცილური ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებიც იმართება ბენზინის ან დიზელის ძრავებით ელექტრო მანქანები მოძრაობაში მოდის მათ ბატარეებში აკუმულირებული ელექტრო ენერგიის მეშვეობით. ლითიუმ-იონის ელემენტების დამუხტვა შესაძლებელია მათი მიერთებით გარე ელექტრო წყაროსთან. მფლობელებს შეუძლიათ ავტომობილების  დამუხტვა საკუთარ საცხოვრებელ სახლებშიც სპეციალური სამუხტავი მოწყობილობის გამოყენებით ან კომერციულ დასატენ სადგურებში. სასვლო მარაგი უმეტესი ელექტრო ავტომობილებისა  შეადგენს 200 მილს (322 კმ), რომელიც საკმარისია დღიური მარშრუტის დასაფარავად. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი მთლიანი დამუხტვით გასავლელი დისტანცია სულ უფრო იზრდება და დღეს უკვე ზოგიერთი მწარმოებელი აწარმოებს ელექტრო ავტომობილებს 300 მილის სასვლო მარაგით.  

არსებობს სხვადასხვა მობილური აპლიკაცია, რომელთა მეშვეობით ელექტრო ავტომობილების უახლოესი დასატენი სადგურების ლოკაციის მოძებნა არის შესაძლებელი. 

      

2) ემისია 

ელექტრო ავტომობილები გარემოში გამოყოფს მცირე რაოდენობით გამონაბოლქვ აირებს, ვიდრე ტრადიციული ავტომობილები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრო ავტომობილების ბატარეების წარმოება შესაძლოა ნახშირორჟანგით გარემოს დაბინძურების უფრო დიდი საფრთხეს შეიცავდეს, ვიდრე ტრადიციური ავტომობილების წარმოება. ამ რისკების აღმოსაფხვრელად მწარმოებლები მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა მაგალითად გარემოსათვის მავნე საწარმოო მასალების გამოყენების შემცირება წარმოების პროცესში. ამ ნაკლის მიუხედავად ელექტრო ავტომობილები მაინც შედარებით ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კია გახლავთ ერთ-ერთი ავტომწარმოებელი, რომელიც უზარმაზარ ძალისხმევას სწევს ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაციისთვის.    

 

3) რემონტის ხარჯები 

თავდაპირველი შესასყიდი ღირებულება ელექტრო ავტომობილებისა ბენზინის ძრავიან ავტომობილზე მეტია.  თუმცა გეგმიური ტექნიკური მომსახურების ხარჯების სიმცირით  ელექტრო ავტომობილები გადაწონის წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებს. ტრადიციული ავტომობილების მომსახურებას სჭირდება  მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა მაგალითად ზეთის, გამაგრილებელი და ტრანსმისიის სითხეების, ასევე ღვდის  შესაცვლელად. ელექტრო ავტომობილები კი მსგავს მომსახურებას არ საჭიროებს შიდა წვის ძრავის არარსებობის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა დაკავშირებულია მხოლოდ ბატარეის ბლოკის შეცვლასთან თუმცა მწარმოებლის გარანტია უმეტეს შემთხვევაში ფარავს აღნიშნულ ხარჯს.  ამის გარდა ელექტრო ავტომობილების მფლობელები ან მყიდველები სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით ან სამთავრობო სუბსიდიებით.   ეკოლოგიური მოსაზრებებით ბევრი ქვეყნის მთავრობამ შემოიღო დამატებითი გადასახადი წიაღისეულის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვის, რაც დამატებით ტვირთს წარმოადგენს ტრადიციული ავტომობილების მფლობელებისთვის.