შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. არის თუ არა ელექტრო ავტომობილის მომსახურება უფრო იაფი?

არის თუ არა ელექტრო ავტომობილის მომსახურება უფრო იაფი?

“არა საწვავის საჭიროება, არა ძრავის რეგულარული სერვისი. მცირე რაოდენობის მოძრავი და ცვეთადი დეტალებით ელექტრო ავტომობილი არის გაცილებით ხარჯ-ეფექტური და ადვილად მოსავლელი, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი.”

ელექტრო ავტომობილის მეინთენანსის ხარჯები შიდა წვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით 

ელექტრო ავტომობილის ფლობის ერთ-ერთი უპირატესობა არის გრძელვადიანი დანაზოგი. მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ელექტრო ავტომობილის მომსახურებასთან  დაკავშირებული ხარჯები და შესაძლო დანაზოგების ოდენობა ასევე მათი შედარება საწვავზე  მომუშავე ავტომობილთან. 

 

შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილისგან გასხვავებით ელექტრო ავტომობილს გააჩნია გაცილებით მცირე რაოდნობით მოძრავი დეტალი. ელექტრო ძრავის კონსტრუქციის სიმარტივე და მცირე ოდენობით მოძრავი კომპონენტების არსებობა კი დაკავშირებულია ნაკლებ ცვეთასთან, შესაბამისად ტექნიკური მომსახურების ნაკლებ საჭიროებასთან. ელექტრო ავტომობილს არ გააჩნია ისეთი ტექნიკური მომსახურების საჭიროება და მასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ზეთისა და ფილტრების შეცვლა, სარქველების რეგულირება  და ა.შ  განსხვავებით, შიდა წვის ძრავიანი , განსაკუთრებით კი მოძველებული, ავტომობილის ძრავის შეკეთება შესაძლოა უზარმაზარ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული .     

 

თუმცა არც ელექტრო ავტომობილებია დანახარჯების გარეშე. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი დაკავშირებულია ბატარეის ბლოკის შეცვლასთან, რომელიც  ცვეთასთან ერთად თანდათან კარგავს ენერგიის შენარჩუნების უნარს. რაც უფრო მეტია თქვენი ელექტრო ავტომობილის ექსპლოატაციის პერიოდი, მით მცირდება მისი სასვლო მარაგი. თუმცა ელექტრო ბატარეა არც ისე ადვილად გამოდის მწყობრიდან. არსებული პროგნოზით ლითიუმ-იონის ბატარეის რესურსი შეიძლება შეადგენდეს 100 000 მილს (160 934 კილომეტრს) სტაბილური სასვლო მარაგით. 

ელეტრო და ბენზინის ძრავების  საწვავის ხარჯის შედარება 

ელექტრო ავტომობილი მუშაობს ელექტრო ენერგიაზე, შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი კი ბენზინზე. საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების გათვალისწინებით  ელექტრო ავტომობილის ფლობა ჯდება რამდენჯერმე უფრო ნაკლები, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილისა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ელექტრო ავტომობილს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა შეუძლია თქვენთვის.  

 

მოტივაცია ელექტრო ავტომობილის შესაძენად 

მორიგი მოტივაცია, იმისთვის რომ გყავდეთ ელექტრო ავტომობილი არის საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები და სხვა მასტიმულირებელი პროგრამები, რასაც სახელმწიფო გთავაზობთ. აღნიშნული პროგრამები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად დიდ ბრიტანეთში ფლაგ-ინ ავტომობილების შესაძენად განკუთვნილი გრანტი ამცირებს ელექტრო ავტომობილის ღირებულებას 3700$-ით. პლუს პირველი წლის გადასახადისგან გათავისუფლება დამატებით 600$-ს დაგაზოგინებთ.