შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. არის თუ არა ელექტრო ავტომობილი საშიში?

არის თუ არა ელექტრო ავტომობილი საშიში?

“ელექტრო ავტომობილების უსაფრთხოების სისტემის განვითრებასთან ერთად მცირდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ხარისხი. თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ელექტრო ბატარეის აალებისკენ მიდრეკილება კონკრეტულ სიტუაციებში.”

 მწარმოებელი  წარმოების პროცესში ვალდებულია გაითვალისწინოს სპეციფიური რეგულაციები, რაც თავის მხრივ ყოველი წარმოებული ავტომობილის უსაფრთხოების გარანტიაა. თუმცა, ელექტრო ავტომობილის ენერგიის წყარო თავად წარმოადგენს საშიშროების რისკს. ამიტომ მწარმოებლები ავითარებენ შესაბამის უსაფრთხო ფუნქციებს აღნიშნული რისკების პრევენციისთვის.  

 

 ლითიუმ-იონის ბატარეა აალებადია. მას აქვს ელემენტი, რომელსაც შეუძლია მოკლე ჩართვის პროვოცირება დაზიანებს შემთხვევაში. ამის მიუხედავად ლითიუმ-იონის ბატარეა გაცილებით ნაკლები რისკის მატარებელია აალების მხრივ, ვიდრე ბენზინის საწვავი შიდა წვის ძრავებში. მოკლე ჩართვით გამოწვეული გარე დაზიანების პრევენციის მიზნით ელექტრო ავტომობილის ბატარეები გარშემორტყმულია დამცავი და გამაგრილებელი საფარი შრით, რომელიც შევსებულია გამაგრილებელი სითხით. გარდა ამისა, მიუხედავად გამაგრილებელი შრის არსებობისა, ელექტრო ავტომობილებში ბატარეები განლაგებულია მწკრივად და არა ჯგუფურად, რომელიც გამორიცხავს შესაძლო დაზიანებას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.      

 

ტემპერატურის დიაპაზონი

ლითიუმ -იონის ბატარეას აქვს შედარებით მოკლე სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი 15-დან 45 გრადუსამდე. მაშინ როცა თანამედროვე სტანდარტის ავტომობილები აგებულია გამართული  ფუნქციონირებისთვის -30 გრადუს ცელსიუსიდან +50 გრადუსამდე სიცხის ფარგლებში.  ამასთან რეკომენდირებული ტემპერატურის ფარგლებში ოპერირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაგრილების მენეჯმენტი და მონიტორინგი საჭიროა ბატარეის, მთლიანად ავტომობილისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.   

 

თერმული დაზიანება

აკუმულატორების ბლოკი მიდრეკილია  გადახურებისკენ. მოკლე ჩართვას შეუძლია გამოიწვიოს ლითიუმ იონის ბატარეის აკუმულატორებში მოთავსებული თხევადი ელექტროლიტების აალება. თერმული გადახურება შეუქცევადი რეაქციების ჯაჭვია, რომელიც იწვევს აალებას 60 გრადუს და მეტ ტემპერატურაზე. მწარმოებლები მიმართავენ სხვადასხვა გზას თერმული გადახურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ეფექტური პრევენციისთვის.   

 

ელექტროლიტი 

ლითუმ- იონის ბატარეებში მოთავსებული ელექტროლიტები აალებადი სუბსტანციაა მავნე ქიმიური შენაერთებით, რომელთაც შეუძლიათ ხანძრის პროვოცირება კონკრეტულ სიტუაციებში. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწარმოებლები მიმართავენ ბატარეების დაყოფას პატარა ბლოკებად, რომლებიც სეპარირებულია ცეცხლგამძლე  ტიხრებით, ეს მეთოდი მინიმუმ იცავს მომიჯნავე ბლოკს ხანძრის გავრცელებისგან. ზოგი მწარმოებელი იყენებს ნაკლებსარისკო ელექტროლიტებს.        

 

პერმანენტული განვითარებისა და მეცნიერული კვლევების წყალობით ელექტრო ავტომობილებში სერიოზულ ინციდენტს ჯერ არ ჰქონია ადგილი. ყველაფრის მიუხედავად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო ავტომობილები გაცილებით ნაკლები საფრთხის მატარებელია ყველა მიმართულებით, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომბოილები.