შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. როგორ გავზარდოთ ელექტრო ბატარეის ექსპლოატაციის ვადა?

როგორ გავზარდოთ ელექტრო ბატარეის ექსპლოატაციის ვადა?

“დაიცავით თქვენი ბატარეა ექსტრემალური ტემპერატურისგან, არ იჩქაროთ დამუხტვისას და თქვენ რეალურად შეძლებთ ბატარეის ექსპლოატაციის ვადის გაზრდას.”

დრო არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა არა ერთადერთი, რაც იწვევს ბატარეის დაძველებას. ამას გარდა დამუხტვის დონე, ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, ასევე უდიდეს გავლენას ახდენს ბატარეის ექსპლოატაციის ვადაზე.    

 

1. მოერიდეთ ძალიან მაღალი ტემპერატურის ქვეშ ავტომობილის პარკირებას

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას პარკირებულ ავტომობილზე შეუძლია მთავარი საფრთხის პროვოცირება. ავტომობილის თბორეგულაციის სისტემა ასეთ დროს ავტომატურად დაცლის ბატარეების ენერგიის მარაგს ოპტიმალური ეფექტური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მაშინ როცა, ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ ავტომობილის მოძრაობისას. დააყენეთ თქვენი ავტომობილი ჩრდილში ან შეერთებული დამტენთან, რაც თერმორეგულაციის სისტემას საშუალებას მისცემს გამოიყენოს ქსელის ენერგია  ეფექტური სამუშაო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.      

 

2. მინიმუმამდე დაიყვანეთ ბატარეის სრული დამუხტვა 

ელექტრო ავტომობილებს ინტეგრირებული აქვს ბატარეის კონტროლის ბლოკი, რომელიც აკეთებს სრული დაუხტვის ან განმუხტვის პრევენციას, რაც თავის მხრივ ახანგრძლივენს მისი ექსპლოატაციის ვადას. მართალია სრული დამუხტვა ზრდის ერთჯერად საოპერაციო დროს, თუმცა საბოლოო ჯამში ის უარყოფითად აისახება ბატარეის რესურსზე.

 

3. მოერიდეთ სწრაფ დამუხტვას 

მაშინ , როცა ბატარეის ენერგიის მარაგი მინიმუმზეა, სწრაფი დამუხტვა შესაძლოა იყოს საუკეთესო გამოსავალი. თუმცა, ეს მეთოდი მოკლე დროში ახდენს დიდი მოცულობის ელექტროენერგიის „ჩაპრესვას“ აკუმულატორში, რაც ძაბავს ბატარეას და იწვევს მის სწრაფ დასუსტებას. რეალურად, მწყობრიდან გამოსვლა არც თუ ისე ადვილი შესამჩნებია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რვა წლის განმავლობაში სტანდარტული დამუხტვის მეთოდით სარგებლობა 10%-ით ზრდის ბატარეის რესურსს, იგივე პერიოდის განმავლობაში სწრაფი დამუხტვის მეთოდის გამოყენებასთან შედარებით. 

 

4. ბატარეის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ აკონტროლეთ მისი დამუხტვის ოპტიმალური დონე 

ელექტრო ავტომობილის ხანგრძლიცი გაჩერება დამუხტული ან ცარიელი ბატარეით, ასევე იწვევს მის დასუსტებას. ამ დროს ბატარეა მუშაობს დამუხტვის დონის შენარჩუნებაზე. ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აპირებთ დიდი ხნით ელექტრო ავტომობილით სარგებლობას ან  გეგმავთ ხანგრძლივ მგზავრობას, საუკეთესო გამოსავალია დამტენის ტაიმერზე დაყენება, ისე რომ მინიმალური დამუხტვის დონე იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მოერიდეთ სრულ დამუხტვას. რეკომენდირებული დიაპაზონია 25%-დან 75%-მდე.