მენიუს გახსნა
“Sportage-მა, Sorento-მ და Telluride- მა უკვე დაიმსახურეს გლობალური აღიარება დიზაინის, ხარისხისა და უსაფრთხოებისათვის.”
თითოეულ Kia SUV-ს გააჩნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა. Sportage და Sorento აღიარებულია, როგორც მომხმარებლის საყვარელი ავტომობილები, ახალი Telluride კი უკვე გაიცნო საზოგადოებამ, თავისი მომხიბვლელი დიზაინითა და შთმბეჭდავი პერფორმანსით. 2019 წელს IIHS-ის თანახმად,Top Safety Picks-შორის, Kia Sorento დასახელდა. 2018 წლის Sportage ასევე მოხვდა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების რეიტინგში. უფრო მეტიც , 2020 წლის Telluride-ი, იმავე კონკურსზე პირველი ადგილის და 3 ჯილდოს მფლობელი გახდა.
შენთვის, შენი ოჯახისთვის ან შენი ცხოვრების სტილისთვის შესაფერისი SUV-ის შერჩევა, შესაძლოა დიდ გამოწვევად იქცეს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
⍰ როგორია ჩემი ბიუჯეტი?
⍰ რამდენ ადგილიანი ავტომობილი მჭირდება?
⍰ რა მოცულობის სათავსო მჭირდება?
⍰ რამდენად ეკონოიურია საწვავის მოხმარების კუთხით?
⍰ ვგეგმავ თუ არა Off-Road აქტივობას?
Kia Sportage
მოდელის გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 5.5 მილიონზე მეტი ერთეული შეადგინა. Sportage, რომელიც შესანიშნავი მართვის გამოცდილებას გვთავაზობს, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური დიზაინის ჯილდოს მლობელია. მათ შორისაა: Good Design Award და iF Design Award. ამ რეიტინგში, Sportage-მა, როგორც ყველაზე უსაფრთხო ავტომობილმა, რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა. მათ შორისაა: IIHS-ის ჯილდო Top Safety Picks და აშშ-ის ეროვნული საავტომობილო უსაფრთხოების ადმინისტრაციისგან (NHTSA), უსაფრთხოების 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი.
ამასთანავე, კომპაქტ SUV-ების სეგმენტში, ავტომობილმა პირველი ადგილი დაიკავა JD Power- ის Initial Quality Study (IQS) და Vehicle Dependability Study (VDS) კვლეებში. Sportage 2017 ასევე შეირჩა, როგორც იდეალური ავტომობილი ( Ideal Vehicle Award (IVA)) AutoPacific-ის მიერ. ეს არის მრავალფუნქციური და ყველგანმავალი მოდელი, კარგად შერჩეული ინტერიერითა და აღჭურვილი ჭკვიანი ტექნოლოგიებით.
Kia Sorento
Sorento 2019-ს, აშშ-ის ეროვნული საავტომობილო უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდა, როგორც Top Safety Pick Plus (TSP +) საავტომობილო უსაფრთხოების ინსტიტუტის (IIHS) მიერ. 2018 წელს მოდელი გახდა JD Power-ის Initial Quality Study-ის (IQS) კვლევის გამარჯვებული. 2016 წელს, საშულო ზომის CUV-ების სეგმენტში, ‘Strategic Vision“-ის მიერ მოიპოვა ჯილდო "ყველაზე სასურველი ავტომობილი" (Most Loved Vehicle) . შესანიშნავი ტექნოლოგიების, კომფორტული ინტერიერის და ხელმისაწვდომი ფასის წყალობით, Sorento-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ყოველთვიურად, 5,000 მოდელის გაყიდვით, და მსოფლიოს მაშტაბით 3.28 მილიონი ერთეულის რეალიზაციით, Kia Sorento გაყიდვების ერთერთი ლიდერია.
Kia Telluride
Telluride-მა უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. გაიმარჯვა SUV-ების კატეგორიაში Off-Road Invitational-ზე, რომელიც ტეხასის საავტომობილო პრეს ასოციაციის (Texas Motor Press Association) მიერ გაიმართა. იმავე წელს, Northwest Automobile Press Association- ის (NWAPA) მიერ გამართულ 25-ე ყოველწლიური ღონისძიებაზე, რომლიც ცნობილია როგორც "Mudfest" Telluride-მა "საშუალო და დიდი ზომის CUV"-ების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. Off-road-ზე მაღალი გამავლობისა და მართვის სასიამოვნო სტილით, ავტომობილმა პირველი ადგილი მოიპოვა Texas Auto Roundup-ის მიერ გამართულ კონკურსზე, სადაც ღირსეული მეტოქეობა გაუწია ისეთ მოდელებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია წარმატებით ასპარეზობენ.
*მოდელები შესაძლოა განსხვავდებოდეს ბაზრის მიედვით.