შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ASK>
  4. როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები?

როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები?

“ის თუ როგორ გავწმინდოთ სავარძელი, დამოკიდებულია დაბინძურების ტიპზე. ამ პრობლემის სწრაფად და მარტივად გადასაჭრელად, ყოველთვის იქონიეთ დასუფთავებისთვის საჭირო ხელსაწყოები და გამოიყენეთ ისინი მანამ, სანამ დაბინძურება ჩამჯდარ ლაქად გადაიქცევა . ”

სავარძლების გაწმენდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგად მოვლილი ექსტერიერი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისა და სიმშვიდისათვის. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალებს, თუმცა უკვე  არსებობს მარტივი ტექნოლოგიები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ზედაპირს გაუმკლავდებიან.

იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ სავარძლის ზედაპირის დაზიანება, გამოყენებამდე ყოველთვის წინასწარ შეამოწმეთ გამწმენდი საშუალება.

 

მდგრადი ლაქები ტყავის ზედაპირზე

1. გამოიყენეთ ტყავის დამარბილებელი

2. წაუსვით ტყავზე ლაქების მოსაშორებელი საშუალება

3. დააიცადეთ დაახლოებით 30 წამი და გაწმინდეთ

 

მელნის ლაქები

1. თმის ლაქი, ან სამედიცინო სპირტი  წყლთან ერთად შეაზავეთ.

2. დაასხით ხსნარი ლაქაზე.

3. გაასუთავეთ  ნაზად, ოდნავ  დანამული სუთა ქსოვილით, რათა თავიდან აიცილოთ მელნით კიდევ უფრო დალაქვა.

 

ცხიმიანი და ზეთოვანი ლაქები

(მაგ:, ტუჩსაცხი, საკვები ცხიმი)

1. აიღეთ საღებავის გასაზავებელი ქიმიური საშუალება და ბამბის ქსოვილი.

2. გახსენით წყალში 1: 1-ზე თანაფარდობით.

3. მიღებული ხსნარში დაასველეთ ბამბა და  წაუსვით ლაქას.

4. მოაყარეთ ლაქას მარილი, ან მჭადის ფქვილი და დატოვეთ მთელი ღამით.

5. ბოლოს მოატარეთ მტვერსასრუტი.

 

ყავის ლაქები

1. დაალბეთ ყავის ლაქა ცივი წყლით და დააშრეთ ქაღალდით.

2. გაასხურეთ შუშის საწმენდი სითხე ლაქაზე და გააჩერეთ 5 წუთი.

3. ლაქის უფრო უკეთ გასაწმენდად, რამდენჯერმე გაუსვით ქაღალდის პირსახოცი.

4. თუ ლაქა კვლავ დარჩა, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება, შემდეგ კი თბილი წყლით გაწმენდეთ.

5. გაწმინდეთ დასველებული ადგილი ქაღალდის პირსახოცით და შემდეგ გააშრეთ თმის საშრობით.

* დარწმუნდით, რომ თმის საშრობს გამოიყენებთ ისეთ მანძილზე, რომ არ დაიწვას  სავარძელი!

 

პირღებინების შედეგად დარჩენილი ლაქები

1. კარგად გაასუფთაავეთ სავარძელი ცივი წყლით 

2. გარეცხეთ დალაქავებული ადგილი თბილი წყლისა და საპნი ნაზავით.

3. გაუსვით ნახშირორჟანგის ხსნარში დასველებული ნაჭერი ლაქის ამოსაყვანად.

4. უსიამოვნო სუნისგან თავის ასარიდებლად კი, საცხობი სოდა და წყლის ნარევიც შესანიშნავი კომბინაციაა

 

სისხლის ლაქები

1. გაწმინდეთ ლაქა ცივ წყლში დასველებული ნაჭრით.

* მოერიდეთ ცხელი წყლის ან საპონის გამოყენებას!

2. გაიმეორეთ ეს მანამ, სანამ ლაქა არ გაქრება.