შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას ნიშნავს ცხენის ძალა ავტომობილში?

რას ნიშნავს ცხენის ძალა ავტომობილში?

"ცხენის ძალა არის საზომი, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად სწრაფად წარმოიქმნება ძალა ძრავისგან და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მას სამუშაოს შესრულება."

ცხენის ძალა არის საზომი, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად სწრაფად წარმოიქმნება ძალა ძრავისგან . ეს არის ძირითადი კომპონენტი იმის დასადგენად, თუ რა მანძილი აქვს ავტომობილს მთლიანობაში გავლილი. ეს ასევე ინფორმაციას აწვდის მძღოლს  ავტომობილის მაქსიმალური შესაძლებლობების შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ცხენის ძალა არის მაჩვენებელი იმისა თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას სამუშაოს შესრულება.

 

ტერმინი "ცხენის ძალა" იყო საზომი ერთეული, რომელიც მე -17 საუკუნის შუა პერიოდში  ჯეიმს უოტმა შექმნა იმისთვის, რომ  განესაზღვრა თუ  რამდენად სწრაფად შეეძლოთ პონებს ნახშირის გამოზიდვა ქვანახშირის მაღაროდან. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა, ცხენების ერთობლივი ძალებისა, რომელსაც იმ დროს მძიმე ნივთების გადასაზიდად გამოიყენებდნენ, და მისი ახალი გამოგონების, ორთქლის ძრავის, შესადარებლად. უოტმა დაასკვნა, რომ ცხენს შეუძლია შეასრულოს 33,000 ფუტი სამუშაო წუთში, რითაც შემდგომში საზომი ერთეული ცხენის ძალა აღინიშნა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ცხენის ძალა აღმოჩენილი იქნა მე-17-ე საუკუნეში და მისი სიმძლავრე შეადგენდა 33,000 ფუტ სამუშაოს წუთში, დღესდღეობით ჩვენ ამ საზომ ერთეულს შემდეგნაირად განვმარტავთ- ცხენს აქვს უნარი აწიოს 550 ფუტი სიმძიმე  წამში.

 

ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრესთან დაკავშირებული ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საზომია; მაგრამ არა, ასევე, მეტად მნიშვნელოვანი- მგრეხი მომენტის გარეშე. ორივე ხშირად გამოიყენება მანქანის ძრავისა და შესაძლებლობების აღსაწერად, მაგრამ ისინი ძრავის სიმძლავრეს სხვადასხვაგვარად ზომავენ .

 

მგრეხი მომენტი ითვლის თუ რა ძალის გამოყენებაა საჭირო სამუშაოს დასასრულებლად და მთავარი ფოკუსი მიმართული აქვს სიმძლავრეზე, ხოლო  ცხენის ძალას, რომელიც ითვლის თუ რამდენად სწრაფად სრულდება სამუშაო,  მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს სიჩქარეზე .

ავტომობილის მახასიათებლების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მყიდველს უხატავს სურათს, თუ როგორ მუშაობს ავტომობილი და რა სიმძლავრის, თუ სიჩქარის მიღწევა შეუძლია მას. დაბალი ცხენის ძალის მქონე ძრავა გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობით. თუ თქვენ ხართ მძღოლი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ავტომაგისტრალით სარგებლობა, უმჯობესია, მოძებნოთ ავტომობილი, რომლის მახასიათებლებიც იქნება მეტი ცხენის ძალა და მგრეხი მომენტი, რათა სწრაფ სიჩქარეს უფრო მარტივად მიაღწიოთ.

 

 

ახლა, როდესაც ჩვენ განვიხილეთ განსხვავება მაბრუნებელსა და ცხენის ძალას შორის, მოდით, გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ციფრები ავტომობილის მახასიათებლების ფურცელზე. ამ შემთხვევაში, განვიხილოთ 2021 წლის Kia Soul, რომელიც 147 ცხენის ძალასა და წუთში 6,200 ბრუნვათა რიცხვს ითვლის . ეს ნიშნავს, რომ როდესაც ძრავის სიჩქარე მიაღწევს 6,200 ბრუნს წუთში, ცხენის ძალა მიაღწევს მის მაქსიმუმ შესაძლებლობას -ანუ- 147 ცხენის ძალას.