შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას არის ძალური აგრეგატი?

რას არის ძალური აგრეგატი?

"ძალური აგრეგატი არის ყველა კომპონენტის ერთობლიობა, რაც თქვენს ავტომობილს მოძრაობაში ეხმარება. ეს მოიცავს ძრავას, ტრანსმისიას, წამყვან ლილვს, ღერძსა და დიფერენციალს."

 

 

ძალური აგრეგატი არის ყველა იმ კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც თქვენს ავტომობილის სვლისკენ უბიძგებს.  ავტომობილის ძალური აგრეგატი უზრუნველყოფს ძრავის ენერგიას და გადააქვს ის საბურავებში. ძალური აგრეგატის მთავარი კომპონენტებია ძრავა, ტრანსმისია, წამყვანი ლილვი, ღერძი და დიფერენციალი. მოდით, თითოეული მათგანი სათითაოდ განვიხილოთ:

 

ძრავა: ეს გახლავთ ავტომობილის ერთგვარი გული, რომელიც მისი მართვისთვის წარმოქმნის ძალას. ძრავა შედგება დგუშებისაგან, რომლებიც ცილინდრებში ზემოთ-ქვემოთ  მოძრაობენ და მუხლიანი ლილვისგან, რომელიც ამ მოძრაობას მბრუნავ მოძრაობად აქცევს .

 

ტრანსმისია: ტრანსმისია არის ავტომობილის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბურავებს სათანადო ენერგია მიეწოდოს. ავტომობილის გადაცემათა კოლოფის მსგავსად, ტრანსმისია იღებს ძრავის ენერგიას და, მართვის პირობების შესაბამისად, არეგულირებს მას , საბოლოოდ კი გადასცენს საბურავებს.

 

წამყვანი ლილვი: წამყვანი ლილვი არის კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსმისიიდან მაბრუნებელი ძალის საბურავებისთვის გადაცემას. 

 

ღერძი: ღერძი არის ძალური აგრეგატის მნიშვნელოვანი ელემენტი. ის სავურავებს შორის მდებარეობს და ძირითადად ასრულებს ორ ფუნქციას: პირველ რიგში, ის იტვირთავს ავტომობილის წონას, ის ასევე ბრუნავს და ძრავის სიმძლავრეს საბურავებს გადასცემს .

 

 

დიფერენციალი: დიფერენციალი არის უკანა ღერძის ნაწილი. ის საშუალებას აძლევს თითოეულ უკანა საბურავს იტრიალოს განსხვავებული სიჩქარით. მაგალითად, დიფერენციალი მნიშვნელოვანია მოხვევისას, რადგან ამ დროს აუცილებელია, გარე საბურავმა უფრო სწრაფად იბრუნოს, ვიდრე შიდამ.

  

ძალური აგრეგატი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ამ სისტემის გაუმართავად მუშაობის შემთხვევაში, ავტომობილი მოძრაობას ვერ შეძლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ნაწილების ჯგუფი, რომლებიც წარმოქმნიან, გარდაქმნიან და მოიხმარენ ენერგიას თქვენი ავტომობილის მოძრაობისთვის.

როდესაც საუბარია მაღალი ხარისხის სპორტულ სედანზე, ჩვენ ხშირად გვესმის, თუ როგორ შეუძლია ავტომობილს შეუფერხებელი მართვა, სწრაფი აჩქარება და რბილად დამუხრუჭება, ასევე კორპუსის შესანიშნავი კონტროლი და გაძლიერებული უსაფრთხოება. მანქანის ეს მახასიათებლები საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. მისი გამაოგნებელი მაჩვენებლები, როგორიცაა ასობით ცხენის ძალა ან 0 კმ/სთ-დან 100 კმ/სთ-მდე   აჩქარება სულ რაღაც წამებში, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ძალური აგრეგატიდან. როგორც ენერგიის გამომუშავების წყარო, კარგი ხარისხის ძალური აგრეგატი არის ყველაზე მთავარი კომპონენტი უკეთესი აჩქარებისა და მაქსიმალური სიჩქარის მიღწევისათვის. ასე რომ, შემდეგ ჯერზე როდესაც თქვენი გაჩერებული ავტომობილის აჩქარებას დაიწყებთ და იგრძნობთ ძრავის სიმძლავრეს,  იცოდეთ, რომ  ავტომობილს ბიძგი ძალურმა აგრეგატმა მისცა.

 

დღესდღეისობით, ძალური აგრეგატის კონტროლის მოდულის (PCM) მნიშვნელობა აღიარებულია მისი როლით საწვავის ეკონომიურობისა და გარემოს დაცვის გლობალური რეგულაციების გაუმჯობესებაში. PCM გახლავთ ელექტრონული კონტროლისა და მართვის სისტემა, რომელიც აკონტროლებს  ძრავისა და ტრანსმისიის შესაძლებლობებს. ამრიგად, ის მსგავსია ავტომობილის მთავარ კომპიუტერსა, რომელიც აკონტროლებს საწვავის მიწოდებას, გამონაბოლქვის ფუნქციებსა და ბევრ სხვა დეტალს. ეს ასევე მნიშვნელოვნად აისახება  ძრავის მუშაობასა და მის საგზაო მახასიათებლებზე.

ძალური აგრეგატის გარანტია მოიცავს ძალური აგრეგატის ნაწილების შეცვლას\შეკეთებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაზიანდა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, გარანტიის მოქმედების პერიოდში, ავტომწარმოებელი დაფარავს თქვენი ავტომობილის დაზიანებული ნაწილების შეცვლის ან შეკეთების ხარჯებს.

ძალური აგრეგატის გარანტია, როგორც წესი, განსხვავდება მანქანის ძირითადი გარანტიისაგან. ძალური აგრეგატის გარანტია მოიცავს მისი ნაწილების შეკეთების, ან შეცვლის საფასურის დაფარვას. ხოლო მანქანის ძირითადი გარანტია მოიცავს  ავტომობილის ნაწილების დაზიანების გაცილებით ფართო სპექტრს.

ხშირად, სიტყვები "ძალური აგრეგატი" და "ტრანსმისია" ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყენება, მაგრამ ისინი ოდნავ განსხვავდებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ტრანსმისია საბურავებს გადასცემს ძალას. ძალური აგრეგატი შედგება ძრავისგან ( მოტორისგან) და ტრანსმისიისგან. ტრანსმისია, ისევე როგორც ძალური აგრეგატი, არ არის  ავტომობილის ერთი კომპონენტი. ტრანსმისია შედგება გადაცემათა კოლოფის, ამძრავის ლილვის, ღერძების, დიფერენციალისა და საბურავებისაგან.