მენიუს გახსნა
'' რადიატორი გახლავთ ძრავის გაგრილების სისტემის კომპონენტი, რომელიც ფანტავს ანტიფრიზისა და წყლის ნაზავს, რაც, ძრავში დაბრუნებამდე, გამოჰყოფს გარკვეულ სითბოს და, ამავდროულად, იღებს ცივ ჰაერს.''
რადიატორის განსაზღვრება
რადიატორი გახლავთ ძრავის გაგრილების სისტემის მთავარი კომპონენტი. მისი მთავარი მოვალეობაა, ფირფიტების დახმარებით, გაფანტოს ანტიფრიზისა და წყლის ნაზავი. რადიატორის გვერდით არის ვენტილატორის თერმოქურო და წყლის ტუმბო. თითოეული მათგანი რადიატორს ძრავის გაგრილებაში სხვადასხვანაირად უწყობს ხელს. წყლის ტუმბო გამაგრილებელ სითხეს სამოძრაოდ აგზავნის მთელს ძრავაში, ხოლო ვენტილატორის თერმოქუროს მოვალეობაა, რადიატორისთვის მეტი ჰაერის მიწოდება და ანტიფრიზისა და წყლის ნარევის ტემპერატურის დაწევა.
რადიატორის ნაწილები და ფუნქციონირების პრინციპი
რადიატორს აქვს 3 მთავარი ნაწილი, ესენია - გამოსასვლელი და შესასვლელი ავზი, ძირითადი ნაწილი და მაჰერმეტიზებელი თავსახური. თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვალეობა აქვს.
რადიატორის შლანგის მთავარი ვალდებულებაა, დააკავშიროს ძრავა და რადიატორი ერთმანეთს და მისცეს გამაგრილებელ სითხეს მოძრაობის საშუალება. შესასვლელი ავზის მოვალეობა კი გახლავთ გაცხელებული გამაგრილებელი სითხის ძრავიდან რადიატორში გასაგრილებლად გამოშვება; შემდეგ ეს სითხე კვლავ ბრუნდება ძრავაში გამოსასვლელი ავზის დახმარებით.
ცხელი გამაგრილებლი სითხე შემოსვლის შემდეგ ცირკულირებს უზარმაზარ ლითონის ფირფიტაზე, რომელიც შედგება თხელი რკინის ფირფიტების მრავალი რიგისგან, რაც ხელს უწყობს მისი ტემპერატურის დაწევას. მას შემდეგ, რაც გამაგრილებელი სითხე შესაბამის ტემპერატურამდე დავა, ის, გამოსასვლელი ავზის საშუალებით, კვლავ უბრუნდება ძრავას.
მაშინ ,როცა გამაგრილებელი სითხე ამ პროცესს გადის, რადიატორის მაჰერმეტიზებელი თავსახურის მოვალეობაა, გამაგრილებელი სისტემის საფუძვლიანად დალუქვა და დაცვა. რადიატორის თავსახურის გარეშე, გამაგრილებელი სითხე შესაძლოა დაიღვაროს, რაც გამოიწვევს რადიატორის არაეფექტურ მუშაობას.
როგორც ავტომობილის სხვა ნაწილები, რადიატორსაც სჭირდება რეგულარულად შემოწმება და მოვლა. ქვემოთ მოცემულია რჩევები, თუ როგორ შეიძლება მოვუაროთ და შევინარჩუნოთ რადიატორი.