მენიუს გახსნა
ყველა წამყვანი თვალი (AWD) გახლავთ სისტემა, სადაც ძრავა ძალას გადასცემს ოთხივე თვალს; ასეთი სისტემა უპირატესია სიმძლავრისა და ცივ ამინდში მოძრაობის მხრივ.
ყველა წამყვანი თვალი გახლავთ სისტემა, სადაც მანქანის ძრავა ძალას გადასცემს ოთხივე თვალს; ამის წყალობით, სრულამძრავიანი ავტომანქანა მოყინულ და სრიალა გზებს, უკანაამძრავიან და წინაამძრავიან ავტომობილებზე უკეთ უმკლავდება.
არსებობს AWD-ს ორი სისტემა. ერთი გახლავთ ‘’მუდმივი სრული ამძრავი’’, სადაც ოთხივე თვალს ერთდროულად აქვს სიმძლავრე; ხოლო მეორე შემთხვევაში, ავტომობილს აქვს უნარი, ძალა ოთხივე თვალს მიაწოდოს, მაგრამ ამას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებს; ასეთი სისტემის მქონე ავტომობილები, უმეტესად, ორი წამყვანი თვლით მოძრაობენ; ამიტომაც უწოდებენ ამ უკანასკნელს ‘’ნახევრად სრულ ამძრავს’’.
ორივე სისტემა, როგორც წესი, მოქმედებს მძღოლის ჩარევის გარეშე. სრულამძრავიანი ავტომობილები, უმეტესად, გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, ვინც თოვლიან და წვიმიან რეგიონში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ეს სისტემა, მოლიპულ გზებზე გადაადგილებისას, გვთავაზობს დამატებით მოჭიდებას, მძღოლი მართვის დროს თავს უფრო დაცულად და თავდაჯერებულად გრძნობს. ამ დროს სიჩქარის გაზრდაც უფრო მარტივია, ვინაიდან მოჭიდების ძალა თანაბრად არის განაწილებული ოთხივე საბურავში. გარდა ამისა, ასეთ ავტომობილებს მათი შესანიშნავი წევის კონტროლი, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ავტომობილებს შორის პოპულარობას უზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ AWD და 4WD, წარმოადგენს ორ სხვადასხვა ტრანსმისიას, საავტომობილო ინდუსტრიაში, ხშირად, ეს ორი ტერმინი ურთიერთმონაცვლეობით გამოიყენება. 4WD, როგორც წესი, გამოიყენება გაუვალ გზებზე სასიარულოდ, ხოლო AWD-ს აქვს უნარი, გაუმკლავდეს მრავალ საგზაო პირობას, მაგრამ უჭირს გაუვალ გზებზე გადაადგილება. იმისათვის, რომ უკეთესად გაიაზროთ მათ შორის განსხვავებები, ქვემოთ მოცემულია თითოეულის უპირატესობები, უარყოფითი მხარეები და პატარ-პატარა ფაქტები.
AWD თუ 4WD სხვადასხვა საგზაო პირობებში
ვინაიდან, ორივე სისტემის შემთხვევაში, ძალა გადაეცემა ოთხივე თვალს, ორივე ტრანსმისიას გააჩნია უპირატესობა თოვლსა და წვიმაში. მაშასადამე, ამ სისტემაში ფულის ინვესტიცია ნამდვილად ღირს, თუ კი ცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც გზა ხშირად არის სველი და მოლიპული. თუმცა, რეგიონებში, სადაც ხშირია ცივი ამინდები და დიდი თოვლი, AWD სისტემა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე- სხვა. თუ კი გიყვართ ლაშქრობა და გაუვალ გზებზე სიარული, 4WD სისტემა თქვენი შესაფერისია; ის საუკეთესოა რთული საგზაო პირობების დროს, მაგალითად, როგორიც არის, ღრმა წყალში გავლა ან ციცაბო ბორცვზე ასვლა.
ნაკლებად ცნობილი ფაქტები AWD-სა და 4WD-ის შესახებ
ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ AWD გამოსადეგია თოვლსა და ყინულზე გადაადგილებისას, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ეს სისტემა გამოსადეგია მშრალ გზებზეც. AWD, ოთხივე მძლავრი თვლის წყალობით, უზრუნველყოფს სწრაფ აჩქარებას, რის გამოც ამ სისტემას ზოგიერთი სპორტული მანქანაც იყენებს, მაგალითად, Kia Stinger GTS. გარდა ამისა, ელექტრონული AWD სისტემა სულ უფრო მეტად გამოიყენება მაღალი კლასის ავტომობილების ბრენდებზე, რათა მანქანამ შეინარჩუნოს მართვის სტაბილურობა და გააუმჯობესოს საწვავის ეფექტურობა. ეს სისტემა, ნორმალურ საგზაო პირობებში, ძალას, უმეტესად, უკანა ბორბლებს გადასცემს, მაგრამ მოყინული გზის შემთხვევაში, ავტომობილი, სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ავტომატურად ანაწილებს ძალის მომენტს ოთხივე თვალზე. ელექტრონული AWD სისტემის საშუალებით, მძღოლი ერთდროულად უზრუნველყოფილია, როგორც უკანაამძრავიანი სისტემის (RWD) მსუბუქი და მოხერხებული მართვით, ისე- სრულამძრავიანი მართვის უსაფრთხოებით.