შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა დრო ჭირდება ელექტრომობილის დამუხტვას?

რა დრო ჭირდება ელექტრომობილის დამუხტვას?

“ელექტრომობილის დამუხტვა შესაძლებელია სახლში, ან ნებისმიერ დამტენ სადგურზე. დასამუხტად საჭირო დრო დამოკიდებულია ბატარეაზე და დატენვის ტიპზე.”

ელექტრომობილი შეიძლება დაიმუხტოს სახლში, ან ნებისმიერ საჯარო ელექტრო დასამუხტ სადგურზე. ავტომობილის სრულად დამუხტვას, შესაძლებელია მხოლოდ 30 წუთი დასჭირდეს,  თუმცა ზოგჯერ შეიძლება ნახევარი დღეც კი გახდეს საჭირო. დრო დამოკიდებულია ბატარეის მოცულობასა და დამუხტვის სისწრაფეზე. 

 

ფაქტორები, რომლებიც  დამუხტვის სიჩქარეზე ახდენენ გავლენას.

არსებობს ხუთი მთავარი ფაქტორი, რომლებიც  დამუხტვის სიჩქარეზე ახდენენ გავლენას: 

1. ბატარეის ზომა: დიდ ბატარეას  დამუხტვისათვის მეტი დრო სჭირდება.

2. ბატარეის მდგომარეობა (ცარიელი თუ დამუხტული): ცარიელი ბატარეის დატენვას უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ვიდრე ნახევრად დატენილის.

3. ავტომობილის  დატენვის მაქსიმალური სიჩქარე: დატენვის სისწრაფე ლიმიტირებულია და დამოკიდებულია ავტომობილის დატენვის შესაძლებლობებზე. 

4. დამტენის მაქსიმალური სიჩქარე: დამუხტვის სიჩქარე ლიმიტირებულია და დამოკიდებულია დამტენზე.  რეკომენდირებულია ავტომობილის სრულად დატენვა.

5. ამინდი: რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით უფრო მეტი დრო ჭირდება ბატარეას დასამუხტად.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწრაფ დამტენს იყენებთ. ასევე, თქვენი ავტომობილი დაბალ  ტემპერატურაზე ნაკლებად ეკონომიურია; ასე რომ, შორ მანძილზე გადასაადგილებლად, რეკომენდებულია ბატარეის სრულად  დატენვა.