შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის მინივენი?

რა არის მინივენი?

'' მინივენი გახლავთ დაბალი ავტომობილის პლატფორმაზე აგებული ავტომობილი, რომელსაც აქვს გასაწევი კარი; იგი აღჭურვილია დასაჯდომი ადგილების სამი რიგით, რომელიც სულ 8-9 მგზავრს იტევს''.

  მინივენი ცნობილია, როგორც მცირე ზომის მანქანის პლატფორმაზე აგებული ავტომობილი. მახასიათებელი, რომელიც მას ყველა სხვა მანქანისგან გამოარჩევს, გახლავთ ის, რომ იგი მეტად პრაქტიკულია; აღჭურვილია ანჯამებიანი ან გასაწევი უკანა კარებით და მისი კორპუსი SUV- ებთან და მსუბუქ სატვირთო მანქანებთან შედარებით, მიწასთან უფრო ახლოს არის. რაც შეეხება სამგზავრო სალონს, აქ შეხვდებით დასაჯდომი ადგილების სამ რიგს, რომელიც სულ 8-9 მგზავრს იტევს (მძღოლის ჩათვლით). მას ასევე აქვს საკმარისი თავზედა თავისუფალი სივრცე, რაც მგზავრებისთვის ავტომობილში ჩაჯდომასა და გადმოსვლას უფრო მოსახერხებელსა და მარტივს ხდის. ცნობილია მინივენების სხვადასხვა ზომები, მათ შორის მიკრო, კომპაქტური, საშუალო და დიდი.

 

ავტომობილთა ტიპებს შორის, მინივენსა და SUV-ს, დიდი ზომისა და რამდენიმე მგზავრის კომფორტულად გადაყვანის უნარის გამო, ყველაზე ხშირად ადარებენ ერთმანეთს. მართალია, ისინი ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მათ შორის ბევრი განსხვავებაა. ქვემოთ ჩამოთვლილია ის უპირატესობები, რაც მინივენის შეძენას ახლავს თან.

 

სივრცე და მანევრულობა

როდესაც საქმე ეხება დიდ სივრცეს, გასაკვირი არ არის, რომ მინივენი ჯაბნის SUV-ს. დიდი ზომის SUV-ის გარდა, ამ ტიპის ავტომობილების უმეტესი ნაწილი მხოლოდ 5 მგზავრს იტევს (მძღოლის ჩათვლით); ხოლო მინივენს 8-9 მგზავრის მომსახურება შეუძლია. გარდა დასაჯდომი ადგილების სიმრავლისა, მინივენი მძღოლს აძლევს საშუალებას, საჭიროებისამებრ შეცვალოს დასაჯდომი ადგილების განლაგება; მაგალითად, თუ კი ავტომობილის მფლობელის ოჯახი 6 წევრისაგან შედგება, მას საშუალება აქვს, ბოლო რიგის დასაჯდომი ადგილები დაკეცოს და ეს სივრცე ტვირთის მოსათავსებლად გამოიყენოს. მთლიანობაში მინივენი ბევრად უფრო ტევადია, ვიდრე- SUV. 

 

რაც მთავარია, მაშინაც კი, როცა ავტომობილი ვიწრო ადგილას არის დაყენებული, მგზავრებს, გასაწევი კარის წყალობით, მანქანიდან გადმოსვლა მარტივად შეუძლიათ. ამ მხრივ, უზრუნველყოფილია, როგორც ავტომობილების, ისე- მგზავრების უსაფრთხოება. 

 

 

უსაფრთხოება

მინივენის გასაწევი კარისა და დაბალი იატაკის წყალობით, ეს ავტომობილი უსაფრთხო და იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის, სადაც პატარა ბავშვები არიან. SUV-ისა და მინივენის უსაფრთხოების შედარებისას, ბევრი ფიქრობს, რომ მინივენი მისი სიმძიმის დაბალი ცენტრის გამო, უფრო უსაფრთხოა, მაგრამ რეალურად, უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ორივე თანაბრად დაცულია.

 

საწვავის ეკონომია

წარსულში, მინივენი, ნაკლები წონისა და აეროდინამიკის გამო, ცნობილი იყო, როგორც ეკონომიური ავტომობილი. მაგრამ ჰიბრიდებისა და ელექტრო SUV-ების განვითარებასთან ერთად, ასპარეზზე უფრო ეკონომიური ავტომობილებიც გამოჩნდა. მაშასადამე, ძნელია იმის თქმა თუ რომელი კლასის ავტომობილია უფრო ეკონომიური.

 

სამუშაოს შესრულების ხარისხი

SUV-ისა და მინივენის სამუშაოს შესრულების ხარისხის ერთმანეთთან შედარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოითხოვთ ავტომობილისგან. თუ კი სიმძლავრე თქვენი მთავარი მოთხოვნაა, მაშინ SUV საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ძრავა შეცვალოთ 6 ან 8 ცილინდრიანი V- სებრი ძრავით. ეს დამატებითი სიმძლავრე გამოსადეგია მათთვის, ვისაც უსწორმასწორო გზებზე უწევს სიარული ან ვისაც დიდი ტვირთი გადააქვს.

 

მინივენი ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომანქანის მსგავსია. მას, SUV-თან შედარებით, უფრო სწრაფად მოტრიალება და მანევრირება შეუძლია. დასკვნის სახით, შეიძლება, ითქვას, რომ მინივენი საუკეთესო არჩევანია თუ კი გეგმავთ რამდენიმე მგზავრის გადაყვანას, ხოლო SUV საუკეთესოა მაშინ, თუ კი გჭირდებათ მისაბმელის მიმაგრება ან მძიმე ტვირთის გადატანა.