შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას აღნიშნავს ქროსოვერი ავტომობილებში?

რას აღნიშნავს ქროსოვერი ავტომობილებში?

'' ქროსოვერი აღნიშნავს ავტომანქანას, რომელიც აგებულია მანქანის პლატფორმაზე, მაგრამ, SUV-ის მსგავსად, შედარებით უფრო დიდი საგზაო ღრეჩო აქვს, რისი წყალობითაც მას სასიარულოდ ცუდ გზაზე გადაადგილებაც შეუძლია ”

 

ქროსოვერი გახლავთ SUV-ისა და მსუბუქი ავტომანქანის ნაერთი. თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც ავტომობილის მწარმოებლები მოქმედებენ ყველაფრის ერთმანეთთან შერევის სტრატეგიით, ქროსოვესი ჩამოყალიბდა, როგორც ავტომობილი, რომელსაც აქვს SUV-ის მსგავსი მაღალი სავარძლები და მსუბუქი სამგზავრო ავტომობილის კომფორტი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის სამყაროში ქროსოვერი შედარებით ახალი სახეობაა, ისინი მიჩნეულია ავტობაზრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, რისი წყალობითაც იმატებს გაყიდვები და მწარმოებლები საკმაო სარგებელს იღებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მომხმარებლები სხვა ავტომობილებსა (როგორიცაა კომპაქტური სედანი ან საშუალო ზომის სედანი) და ქროსოვერს შორის უპირატესობას ქროსოვერს ანიჭებდნენ; ძირითადად საწვავის ეკონომიისა და მაღალი სავარძლების გამო. 

 

ქროსოვესი, SUV-ის მსგავსი ავტომობილი, რომელიც აგებულია ძარის უჩარჩოო კონსტრუქციით, მყიდველთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანის ტიპია. უჩარჩოო ძარის დიზაინი გახლავთ შასი, რომელიც საკმაოდ მდგრადი და ძლიერია და რომლის წყალობითაც ავტომობილის მართვა, ნებისმიერ საგზაო პირობებში, უფრო მოსახერხებელი და მარტივია. ხოლო რაც შეეხება SUV-ის, მის ასაგებად გამოყენებულია ჩარჩოიანი ძარა, სადაც ავტომობილის კორპუსი მოთავსებულია ლონჟერონული ტიპის ჩარჩოზე. მაშასადამე, ქროსოვერი, SUV- თან შედარებით, უზრუნველყოფს უფრო რბილ მართვას, შესანიშნავ აჩქარებას და საწვავის უკეთეს ეკონომიას. ამ უპირატესობების გარდა, ამ ტიპის ავტომობილთა უმეტესობა გვთავაზობს ოთხივე წამყვან თვალს, რაც სამართავად უკვე საკმაოდ მოსახერხებელ ქროსოვერს, კიდევ უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის.

 

ბევრ ადამიანს უჭირს ქროსოვერისა და SUV-ის ერთმანეთისგან გარეგნობის მიხედვით გარჩევა. ქროსოვერის ასპარეზზე გამოსვლიდან, რაც თარიღდება 1990-2000 წლებით, ზღვარი ქროსოვერსა და SUV-ის შორის საკმაოდ გაუფერულდა, ვინაიდან ადამიანები ამ ორ ტერმინს ერთმანეთში ურევდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ მწარმოებლები კომპაქტური ქროსოვერების ბაზარზე გაყიდვისას, მათ მოიხსენიებდნენ, როგორც ‘’ პატარა SUV’’, რითაც მომხმარებლებში დაბნეულობას იწვევდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ SUV აგებულია სატვირთო მანქანის შასზე, რითაც გაუმავალ გზებზე სიარულისას ქროსოვერზე უპირატესობას იპოვებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მათი დიზაინი მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორია: SUV გახლავთ მეტად დიდი და ნაკლებად დახვეწილი, ხოლო ქროსოვერს შედარებით მიმზიდველი გარეგნობა ახასიათებს.

ვინაიდან ქროსოვერი გამორჩეულია დავალების ხარისხიანად შესრულების უნარით, მაგალითად, მარტივი მანევრირებისა და სწრაფი აჩქარების შესაძლებლობით, ხშირად, მომხმარებლებს უჭირთ იმის გადაწყვეტა, თუ რომელ მახასიათებელს უნდა მიაქციონ ყველაზე დიდი ყურადღება. ქვემოთ მოცემულია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომელსაც ქსოროვერის შეძენისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

 

საწვავის ეკონომიურობა

მათთვის, ვისთვისაც გაუმავალ გზებზე სიარულის უნარი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ავტომობილში მოსათავსებლად ამაღლებულ სავარძლებს ანიჭებენ უპირატესობას, ქროსოვერი შესანიშნავი არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ქროსოვერები სხვა ავტომობილებთან შედარებით მიჩნეულია ნაკლებად ეკონომიურად, დროთა განმავლობაში ნათლად ვხედავთ, რომ მათ შორის ეს განსხვავება სულ უფრო და უფრო მცირდება. ქროსოვერის ახალი მოდელები, რომლებიც უფრო პატარა და მსუბუქია, საწვავის ეკონომიაში დიდ როლს ასრულებენ; ამასთან, ისინი აღჭურვილია დიდი სატვირთო სივრცით და გამორჩეულია მიმზიდველი გარეგნობით.

 

შთამბეჭდავი დიზაინი

ახალი SUV-ების უმეტესობას, აქვს უფრო გლუვი და დახვეწილი დიზაინი, ვიდრე- აქამდე, ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს დახვეწილი და მიმზიდველი გარეგნობის ავტომობილებს. დღესდღეისობით ქროსოვერების უმეტესობა მდიდარია სპორტული მანქანის ისეთი მახასიათებლებით, რაც ავტომობილის მართვას უფრო სახალისოსა და სასიამოვნოს ხიდის. გარდა ამისა, ქროსოვერები გვთავაზობენ დახვეწილ ინტერიერს და საკმაო სივრცეს, ასევე, უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმებს, რითიც ავტომობილისს ეს ტიპი უმაღლესი კლასის ავტომანქანათა შორის იმკვიდრებს ადგილს.

 

უსაფრთხოების მექანიზმები

ქროსოვერის გაყიდვების აშკარა ზრდასთან ერთად, ძნელია ისეთი ქროსოვერის მოძიება, რომელიც შთამბეჭდავი დამატებითი მახასიათებლებით არ გამოირჩევა. თუმცა, ამ მახასიათებლებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ისეთ დამხმარე მექანიზმებს , როგორიცაა გზის უხილავი ნაწილის გამაფრთხილებელი, ავტომატური დამუხრუჭება და ა.შ. ეს თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმები შექმნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილება და დაგიცვათ საფრთხისაგან. ისეთი ქროსოვერის შეძენა, რომელსაც ამგვარი მახასიათებლები გააჩნია, დიდ როლს ასრულებს ავარიების თავიდან აცილებასა და საჭირო დროს სწორი მანევრის შესრულებაში, შესაბამისად ეს ავტომობილი თავს დაცულად ნამდვილად გაგრძნობინებთ.