მენიუს გახსნა
” პირველი ავტომობილი ირჩევა ადამიანის საჭიროებების მიხედვით.”
პირველი ავტომობილის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. რამდენადაც სასიხარულო და ამაღელვებელი არის ეს, იმდენად დამაბნეველი შეიძლება იყოს. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც მოიცავს 3 კატეგორიას და რაც აუცილებლად დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
ფასი
ყოველთვიურად.
უსაფრთხოება
გარდა ამ 3 კატეგორიისა, დამწყები მძღოლებისთვის კიდევ მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ მთავარია, იპოვნოთ ავტომობილი, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება თქვენ მიზანსა და ფინანსურ მდგომარეობას. იდეალურ შემთხვევაში, თუ ახლობელი ფლობს და მართავს იმ მოდელს, რომელიც თქვენ აარჩიეთ, უმჯობესია, მოუსმინოთ მათ და გაითვალისწინოთ მათი გამოცდილება. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ვერ უგულვებელყოფთ გახლავთ დიზაინი. შემდეგ, ამ სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე, თქვენ ნელ-ნელა უნდა შეამციროთ შესაძლო ვარიანტთა სია.
მას შემდეგ, რაც აარჩევთ ავტომობილებს, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მიესადაგება, უნდა აარჩიოთ მოდელები, რომლებიც თქვენს ცხოვრების წესს შეესაბამება. ავტომობილის მართვის შესაძლებლობების, საწვავის ეკონომიის, სარემონტო სამუშაოების და დაზღვევის დეტალური შესწავლით, შესაძლებლობა გეძლევათ, გახდეთ ავტომობილის გონიერი მომხმარებელი. პოტენციური მყიდველები, ხშირად, მანქანის გამოყენების ხანგრძლივობას ყურადღებას არ აქცევენ . თქვენ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, გეგმავთ თუ არა, რომ ამ კონკრეტული ავტომობილს მისი ათწლიანი გარანტიის მანძილზე მართავდეთ. თუ კი გეგმავთ, რომ მანქანა მხოლოდ სამი წელი მართოთ, მაშინ უმჯობესია, მეორადი მანქანა შეიძინოთ, ხოლო- თუ კი ფიქრობთ, რომ კონკრეტულ ავტომობილს დიდი ხნის განმავლობაში მართავთ, მაშინ უმჯობესია, გამძლე და სტაბილური მანქანა შეარჩიოთ.
მას შემდეგ რაც გაეცნობით ზემოთ მოცემულ მთავარ რჩევებს, სავარუდოდ, გაგიჩნდებათ კითხვა- ‘’ რომელი ავტომობილის შეძენაა რეკომენდებული დამწყები მძღოლებისათვის?“- ქვემოთ მოცემულია 2 ყველაზე სასურველი ავტომობილი დამწყები მძღოლებისა და პირველად მყიდველთათვის .
Kia Optima– ს შემდეგ მოდის Kia K5 უფრო სპორტული იერითა და ტურბო ძრავის შესანიშნავი მართვის უნარით. K5 აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ სიმძლავრეზე, არამედ მართვასა და 10.25 დიუმიან სენსორული ეკრანზე, აქვს მრავალი USB პორტი და ავტომობილის ინტერიერს თქვენს ტელეფონში UVO აპლიკაციის გამოყენებით აკონტროლებს. მას გააჩნია ჭკვიანი კრუიზ-კონტროლი გზატკეცილზე მართვის დამხმარე საშუალებით და სხვა მრავალი დამხმარე ტექნოლოგია, რაც ხელს შეგიწყობთ A პუნქტიდან B– პუნქტამდემდე უსაფრთხოდ გადაადგილებაში.
Kia Picanto (ზოგიერთ ქვეყანაში ცნობილი, როგორც Kia Morning) ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური ავტომობილი. ეს ავტომობილი არამხოლოდ შესაფერისი ზომაა ქალაქის ქუჩებში სასიარულოდ, არამედ ის არის ელეგანტური და, ამავდროულად, იგი ინტერიერში საკმაოდ დიდ სივრცეს ინარჩუნებს. Kia Picanto აღჭურვილია უკანა ხედვის კამერით, რაც ავტომობილის სწორად გაჩერებაში დაგეხმარებათ, ხმოვანი ბლუთუზით, რათა უზრუნველყოს თქვენი სრული ყურადღება ავტომობილის მართვისას, და ხასიათდება 66 ცხენის ძალით, რაც უზრუნველყოფს საწვავის მაღალეფექტურობას.