შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას ნიშნავს ცილინდრი ავტომობილში?

რას ნიშნავს ცილინდრი ავტომობილში?

”ცილინდრი არის ძრავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ხდება საწვავის აალებაა და ენერგიის გამომუშავება. იგი შედგება დგუშისგან, შემშვები და გამომშვები სარქველებისაგან.”

 

 ცილინდრი ძრავის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის ღრუ, სადაც ხდება საწვავის აალება და ენერგიის გამომუშავება. ცილინდრი შედგება დგუშისგან და ორი სარქველისგან. დგუში მოძრაობს ზევით-ქვევით და მისი ეს მოძრაობა უზრუნველყოფს ძალას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ავტომობილის გადაადგილება. ზოგადად, რაც უფრო მეტი ცილინდრი აქვს ავტომობილს, მით უფრო მეტ ძალას გამოიმუშავებს ის . მანქანების უმეტესობას აქვს 4, 6 ან 8 ცილინდრიანი ძრავა. ეს რიცხვები მიუთითებს ცილინდრების რაოდენობაზე და ისინი, როგორც წესი, განლაგებულია სწორ ხაზზე, V- ფორმაზე ან ბრტყელი წყობით.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ცილინდრი, საჭიროა, ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს ძრავა. ძრავა შედგება ცილინდრისა და დგუშისგან. იმისათვის, რომ მანქანა დაიქოქოს, ძრავას ოთხი საფეხურის გავლა უწევს; მიღება, შეკუმშვა, სიმძლავრე და გამობოლქვა. მიღების დროს, დგუში ცილინდრში მოძრაობს  და შემშვები სარქველი იხსნება, რის შედეგადაც საწვავი ერევა ჰაერს. შეკუმშვა საშუალებას აძლევს დგუშს შეკუმშოს ჰაერისა და ბენზინის ნაზავი, რითაც იოლად აალებადს ხდის მას. სიმძლავრის საფეხური არის მომენტი, როდესაც ხდება წვა, რომელიც იწვევს ნაპერწკალს. გამობოლქვისას გამოსაშვები სარქველი იხსნება და დგუშს მოძრაობის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც გამონაბოლქვი გამოსასვლელიდან გარეთ გამოდის. ამრიგად, ცილინდრებს ამა თუ იმ დგუშის მოძრაობასა და საწვავის დაწვის მართვის წყალობით, გადამწყვეტი როლი უჭირავს ძრავის ძალების განაწილებაში .

შიდა წვის ძრავის გამოგონების შემდეგ ძრავის ცილინდრები ფართოდ იქნა აღიარებული მწარმოებლების მიერ. ძრავის ცილინდრები, როგორც წესი, განლაგებულია სწორ ხაზზე, V ფორმაზე ან ბრტყელი წყობით.

 

ერთ ხაზზე განლაგების შემთხვევაში, დღესაც იგივე წყობა გამოიყენება რაც გამოიყენებოდა ძრავის ისტორიის დასაწყისში. დღესდღეისობით ყველაზე გავრცელებულია ერთ ხაზზე განლაგებული ცილინდრები. ოთხცილინდრიან ერთრიგა ძრავას აქვს უპირატესობა იყოს პატარა და მსუბუქი, ამიტომაც მისი გამოყენება შეიძლება არაერთ ტრანსმისიაზე. ასევე, სხვა განლაგებასთან შედარებით, ის ავტომობილში ნაკლებ ვიბრაციას იწვევს, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ მგზავრობას და კომფორტულ მართვას.

 

როგორც წესი, როდესაც ძრავის ცილინდრები განლაგებულია Vფორმაზე, გამოიყენებენ 6 ან მეტ ცილინდრს. მწკრივად განლაგებულ ცილინდრებთან შედარებით, V-სებრი განლაგება ბევრად კომპაქტურია, რაც მათ იოლად ათავსებს სხვადასხვა ავტომობილის პლატფორმასთან, რითაც მცირდება წარმოების ღირებულება. V- სებრად განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავაც ისევე მუშაობს, როგორც V- სებრად განლაგებული 6 ცილინდრიანი ძრავა. განსხვავება მხოლოდ დამატებით 2 ცილინდრშია.  8 ცილინდრიანი ძრავის შექმნის მთავარი მიზეზი გახლავთ მეტი სიმძლავრე. როგორც წესი, V- სებრად განლაგებული ძრავი ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე- მწკრივად განლაგებული. ნაკლები სიგრძე V-სებრი 6 და 8 ცილინდრიანი ძრავების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა.

 

როგორც წესი, ძრავებში, რომლებიც განლაგებულია ბრტყელი წყობით, გამოიყენება

4 ან 6 ცილინდრი. ამ განლაგებაში, როგორც სახელიდან მიხვდებით, ცილინდრები განლაგებულია დაწოლილ მდგომარეობაში. ერთ ხაზზე განლაგებულ ან V-ს ფორმის ძრავებთან შედარებით, ბრტყელი წყობის ძრავა მნიშვნელოვნად ამცირებს სიმძიმის ცენტრს, რის შედეგადაც ავტომობილს გაცილებით რბილი მართვა და ნაკლები ვიბრაცია აქვს.