შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ASK>
  4. როგორია თქვენი ავტომობილის ინტერიერის დეტალები?

როგორია თქვენი ავტომობილის ინტერიერის დეტალები?

“ვაკუუმი, გაწმენდა, გაპრიალება, უსიამოვნო სუნის გამოდევნა. გაასუფთავეთ ავტომობიილის დეტალები რეგულარულად და დარწმუნდით, რომ თითოეული მათგანისათვის სწორ საშუალებებს იყენებთ.”

მძღოლების უმრავლესობა ასუფთავებს ავტომობილს  გარედან, მაგრამ ინტერიერის დეტალები ხშირად შეუმჩნეველია.  დეტალებზე ზრუნვა პროფესიონალურად საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, თუმცა თანხის დაზოგვა შესაძლებელია, თუ ამას თავად გააკეთებთ.  ეს საკმაოდ მარტივია. გარდა იმისა, რომ სუფთა და კარგად შენახული ინტერიერი გექნებათ, გაყიდვისას ავტომობილის ღირებულება უფრო მაღალიც იქნება.

ხალიჩა და იატაკი ინტერიერის ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილია, ამიტომ სასურველია ავტომობილის დასუფთავება მათგან დაიწყოთ. იმ შემთხვევაში თუ სავარძლები და ტორპედო გასაწმენდია, სჯობია ხალიჩების დასუფთავება ბოლოსთვის მოიტოვოთ, რათა თავიდან აირიდოთ ხელმეორედ წვალება. მოაშორეთ ყველა  ნამსხვრევი იატაკიდან და გაწიეთ სავარძელი, რათა დარწმუნდეთ, რომ არაფერი გამოგრჩათ.

 

ხალიჩა

✔ გაასუფთავეთ ხალიჩა მტვერსასრუტის დახმარებით, რათა ზედმიწევნით ამოიღოთ ნაკერებთან და სხვადასხვა ჩაღრმავებებთან თავმოყრილი მტვერი.

✔ გამოიყენეთ ორთქლის საწმენდი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქაფიანი ხსნარი

✔ ნუ დააფენთ სველ ხალიჩას, რადგან მაღალმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოს და ობის წარმოქმნა. იმ შემთხვევაში თუ ხალიჩა ოდნავ სველია, გააშრეთ ის სწრაფად შემწოვი პირსხოცის გამოყენებით.

✔ გამოიყენეთ სპეციალური პროდუქცია რთულად მოსაშორებელი ლაქებისთვის.

✔ გამოყენეთ საყოველთაოდ ცნობილი ხერხი ისეთი არასტანდართული ჭუჭყის მოსაშორებლად, როგორიცაა მაგალითად საღეჭი რეზინა. ყინულის კუბი დაადეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ საღეჭი რეზინა არ გამაგრდება, შემდეგ კი ფრთხილად მოაცილეთ ხალიჩას.

 

რეზინის დასაფენი

✔ გადმოიტანეთ რეზინის საფენი მანქანიდან და კარგად დაფერთხეთ, რათა არ დარჩეს ღრმად ჩაჭედილი  ჭუჭყი.

✔ღარებში ჩამჯდარი მტვრის მოსაცილებლად გამოიყენთ მტვერსასრუტი და წყლის ძლიერი ჭავლი, შემდეგ კი არ აუცილებლად გააშრეთ.

✔გაასუთავეთ თქვენი რეზინის ხალიჩა სარეცხი საწმენდი საშუალებებისაგან ზედმიწევნით კარგად, რათა თავიდან აირიდოთ სრიალა ზედაპირი

სავარძლების დასუთავება დამოკიდებულია მის ფაქტურაზე: ტყავი, თუ ნაჭერი. ვიდრე რომელიმე საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ, მოატარეთ მტვერსასრუტი სავარძელს, რათა მაქსიმალურად ბევრი მტვერი მოაშოროთ.

 

ტყავი

✔დაასხურეთ ტყავის საწმენდი საშუალება ტილოზე და გაწმინდეთ.

✔ გაამშრალეთ ადგილები სპეციალური საპრიალებელი ნაჭრით.

✔ტყავის სრულიად გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ ტყავის დამარბილებელი

 

ვინილი

✔ სანამ რაიმე საწმენდ საშუალებს გამოიყენებთ, კარგად დარწმუნდით, რომ ის ვინილთან შეთავსებადია.

✔დაასხურეთ საწმენდი საშუალება სავარძელზე და გამოიყენეთ ნაჭერი

 

ნაჭერი

✔გამოიყენეთ სპეციალური საშუალება რთულად მოსაცილებელი ლაქებისათვის

✔მანქანაში სასიამოვნო სუნისათვის გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სპრეი.

✔ნუ დაასველებთ სავარძლებს მეტისმეტად, რადგან სველი ნაჭერი თუ კარგად არ გაშრა უსიამოვნო სუნს დააყენებს სალონში.

✔სალონში სასიამოვნო სუნის დასაყენებლად, წინასწარ გაატარეთ სიფრთხილის ზომები: დააყარეთ სავარძელს საცხობი სოდა, დატოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და გაასუთავეთ მტვერსასრუტით.

მიუხედავად იმისა, რომ წინა პანელს ინტერიერში ერთერთი ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, მაინც, ყველაზე რთული გასაწმენდია, რადგან შედგება პატარა ნაწილების, ღილაკების, ჩამრთველებისა და ვენტილაციისაგან, რომელთა გასუფთავებაც შესაბამისი საშუალებებითა და ხელსაწყოებითაა რეკომენდებული.

 

ტორპედო

✔ვიდრე საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ კარგად მოატარეთ მტვერსასრუტი და ეცადეთ არ გამოგრჩეთ რთულად მისადგომი კუთხეებიც კი.

 ✔ გამოიყენეთ სპეციალური დამცავი მატერია, რათა თავიდან აირიდოთ მზისგან გახუნება.

 

 სამართავი პანელი

✔სახრახნისის წვეტიანი თავი შეფუთეთ ნაჭრით და გამოიყენეთ  რთულად მისადგომი ღარების გასაწმენდად. რაც უფრო თხელია ნაჭერი მით უფრო ეფექტური იქნება გასაწმენდად.  ასევე გაწმენდის ეფექტური საშუალებაა პლასტმასის დანაზე დახვეული ბამბის ტამპონი. 

 

ვენტილაცია

✔მიუხედავად იმისა, რომ სავენტილაციო სისტემის გაწმენდა არ არის რთული, ეს ყველაზე შრომატევადი საქმიანობაა. თავდაპირველად გამოიყენეთ გრძელი ჯაგრისი, რათა მაქსიმალურად ბევრი მტვერი მოაშოროთ. შეკუმშული ჰაერის გარეთ გამოსადევნად კი გამოიყენეთ ძლიერი ჰაერის ჭავლი.

ძირითადად ავტომობილის კარის პანელიც იგივე მატერიისგან შედგება, რისგანაც ინტერიერის დანარჩენი დეტალები. გამოიყენეთ ეს ფაქტი როგორ პირველადი სახალმძღვანელო საწმენდი საშუალებების შერჩევისას.

 

დასუთავებისას ნუ გამოტოვებთ ჭიქის ჩასადებსა და კარის სათავსოს, რადგან ეს შესაძლოა ყველაზე ჭუჭყიანი ადგილი იყოს ავტომობილში. ამოიღეთ ისეთი ნარჩენები რომელთა ხელით ამოღებაც შესაძლებელია, შემდეგ კი ვიდრე ქიმიური საშუალებით გაასუთავებთ კარგად მოატარეთ მტვერსასრუტი.

ჩამჯდარი სუნისგან გათავისულება შესაძლოა ძლიან რთული აღმოჩნდეს. ვიდრე ქიმიურ საშუალებას იყიდით კარგად დაათვალიერეთ სალონი, რათა გაიგოთ ხომ არ არსებობს ამ სუნის რაიმე გამომწვევი მიზეზი.

 

მწეველებისთვის, ან ცხოველების პატრონებისათვის ავტომობილის სისუთავის შენარჩუნება ნამდვილი გამოწვევაა. ჩამოკიდეთ დეოდორანტი ავტომობილის უკანა ხედვის სარკეზე ან დამალეთ პატარა პლასტმასის ყუთში მოთავსებული ნახშირი სკამის ქვეშ და ამოჭერით პლასტმაის ყუთი. ეს ხელს შეუწყობს უსიამოვნო სუნის გაქრობას.