შინაარსზე გადასვლა

რა არის VIN?

“VIN არის სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის აბრევიატურა, პროდუქციის წარმოებისას გამოყოფილი რიცხვებისა და სიმბოლოების გამორჩეული კომპლექტი”

სატრანსპორტო საიდენტიფიკაციო ნომრის აბრევიატურა, VIN წარმოადგენს თითოეული ავტომობილისთვის განკუთვნილი ნომრებსა და სიმბოლოების ერთობლიობას, რომელიც ავტომობილს წარმოების დროს ენიჭება. ეს არის 17 სიმბოლოს უწყვეტი თანმიმდევრობა ინტერვალის გარეშე და ციფრებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს  შემდეგ სიმბოლოებს : Q / q, I / i და O / o. VIN- ს თითოეული კოდი შეიცავს სპეციალურ ინფორმაციას მანქანის შესახებ, მაგალითაად, როდის, სად ან როგორ მოხდა მისი წარმოება. 

 

მეორადი ავტომობილის შეძენისას VIN-ის საშუალებით შეგიძლიათ  მიიღოს ინფორმაცია მის  შესახებ. ასევე VIN-ის გამოყენება მოსახერხებელია თუ დაინტერესებული ხართ კონკრეტული მოდელის  უსაფრთხოების სისტემით, ან მასთან დაკავშირებული დეფექტით.

VIN შეიძლება მოიძებნოს:

image1
① ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) არის თქვენი ავტომობილის რეგისტრაციისთვის გამოყენებული ნომერი და ის კანონიერად ეკუთვნის ავტომობილის მეპატრონეს. ნომერი განთავსებულია ძრავის წინა მხარეს.
image2
② (VIN) დატანილია ავტომობილის სამართავი პანელის ზევიდან განთავსებულ ფირფიტაზე. ფირფიტაზე დატანილი კოდი საქარე მინის გარედანაც ადვილი შესამჩნევია.
image3
③ ავტომობილის სერტიფიცირების ეტიკეტზე, რომელიც განთავსებულია კართან ახლოს მძღოლის მხარეს, ასევე დატანილია ავტომობილის საიდენთიფიკაციო ნომერი (VIN).

VIN- ის დეკოდირებისას, უმჯობესია სექციების მითითება.

 

1. პირველი 3 ციფრი მსოფლიო მწარმოებელის იდენტიფიკატორია (WMI):

  • პირველი ელემენტი  პროდუქციის შექმნის ადგილმდებარეობას ეხება. თითოეულ ქვეყანას, WMI-ს ფარგლებში უნიკალური კოდი  ენიჭება 
  • მეორე ციფრი ეხება თქვენი მანქანის ბრენდის სახელს და ჩვეულებრივ მის პირველ ასოს წარმოადგენს
  • მესამე ელემენტი, რომელიც წინა ორი სიმბოლოს კომბინაციით დგება, ეხება ავტომობილის ან პროდუქციის სეგმენტის კლასიფიკაციას.

 

2. მომდევნო 6 ელემენტია "მახასიათებლები":

  • მეოთხედან მერვე ელემენტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ ავტომობილის  მოდელის, ტიპის, სხვადასხვა სისტემისა და ძრავების კლასიფიკაციის შესახებ.
  • მეცხრე ელემენტი კი არის ციფრი უსაფრთხოებისათვის, რომელიც  ყალბი VIN- ების აღსაკვეთად გამოიყენება.

 

3. ბოლო 8 სიმბოლო არის "იდენტიფიკატორი":

  • მეათედი ციფრი ეხება მანქანის მოდელს გამოშვების წელს.
    * B-Y თითოეული ეხება1980-2000 წლების ავტომობილებს.
    * 1-0 თითოეული ეხება 2001-2009 წლების ავტომობილებს.
    * დათვლა გრძელდება A-დან 2010 წელს, და გრძელდება ანბანის მიხედვით 2030 წლამდე.
  • მეთერთმეტე ელემენტი ეხება ავტომობილების აწყობის ადგილს. თითოეულ მწარმოებელს თავსი ქარხნისათვის განსხვავებილი კოდის კომბინაცია აქვს.
  • მეთორმეტედან მეჩვიდმეტემდე არის  ციფრები, რომელიც თითოეულ მანქანას აქვს აწყობისას მინიჭებული