შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ გავწმინდოთ ავტომობილის საქარე მინა შიგნიდან?

როგორ გავწმინდოთ ავტომობილის საქარე მინა შიგნიდან?

“გამოიყენეთ მიკროფიბრალური (ბოჭკოვანი) ქსოვილი. გაწმინდეთ მინა შიგნიდან წრიული მოძრაობით, შემდეგ ვერტიკალურად. შემდეგი, გადაატარეთ სპეციალური ფანჯრის საწმენდი ხელსაწყო, იგივე მეთოდის გამოყენებით. დასასრულს, შეასხურეთ შუშის საწმენდი ქსოვილზე და გააპრიალეთ მინა.”

სუფთა საქარე მინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ხილვადობას წვიმიან ამინდში, ან უხეში რელიეფის გავლისას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ახსოვს ავტომობილის საქარე მინის გარედან გაწმენდა, მისი შიგნიდან გაწმენდაც თანაბრად მნიშვნელოვანია ხილვადობის შესანარჩუნებლად და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

 

მანქანის საქარე მინის გარედან გასაწმენდად,  OFF (O) პოზიციაზე ბერკეტი ფრთხილად მოწიეთ თქვენსკენ, რომ სარეცხის სითხე შეესხუროს საქარე მინას და ჩაირთოს წმენდების 1-3 ციკლი. 

 

დაგჭირდებათ:

• სუფთა მიკფოფიბლარული ტილო 

• ფანჯრის საწმენდი ხელსაწყო რეზინის თავით

• წყალი

• შუშის საწმენდი სითხე

 

ნაბიჯი 1.

პირველ რიგში, ჩამოწმინდეთ საქარე მინა შიგნიდან მშრალი ნაჭრით.  გაწმინდეთ ჯერ წრიული, შემდეგ ვერტიკალური მოძრაობით.  ის ადგილი, სადაც დაფა და საქარე მინა ერთმანეთს ხვდებიან, შესაძლოა ძნელად მისადგომი იყოს. იპოვნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზა.

ნაბიჯი 2.

გამოიყენეთ  შუშის საწმენდი ხელსაწყო; დაასველეთ თბილ წყალში და წრიული მოძრაობით დაიწყეთ შუშის წმენდა.  დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ გაამშრალეთ საქარე მინა სუფთა ნაჭრით, მაქსიმალურად მოაშორეთ სველი ზოლები და საწმენდი ხელსაწყოს ნაკვალევი.  

ნაბიჯი 3.

საქარე მინის გაშრობისთანავე გამოიყენეთ მინის საწმენდი საშუალება. შესხურეთ მიკროფიბრულ ქსოვილს და  გააგრძელეთ წმენდა ჯერ წრიული მოძრაობით, შემდეგ ვერტიკალურად,  ერიდეთ მინის საწმენდის პირდაპირ მინაზე შესხურებას, რადგან საწმენდის წვეთები შესაძლოა დაფაზე მოხვდეს და  გამოიწვიოს ზედაპირის გაუფერულება