შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ შევამოწმოთ გამაგრილებლის დონე ავტომობილში?

როგორ შევამოწმოთ გამაგრილებლის დონე ავტომობილში?

“როდესაც ძრავა გაგრილდება, ახსენით ძრავის განყოფილების სახურავი (კაპოტი) და მოძებნეთ გამაგრილებლის რეზერვუარი. გამაგრილებლის დონე უნდა იყოს რეზერვუარის გვერდითა მხარეს აღნიშნულ ნიშნებს F (სრული) და L (დაბალი) შორის.”

გამაგრილებლის დონის შემოწმების მნიშვნელობა

გამაგრილებლის ცირკულაცია ხდება ძრავის საშუალებით, საიდანაც იღებს სითბოს და რადიატორის საშუალებით გადააქცევს მას ჰაერად. მიუხედავად იმისა, რომ გამაგრილებელი იმეორებს ამ პროცესს ავტომობილის გაგრილების სისტემის საშუალებით, დროთა განმავლობაში ის შესაძლოა აორთქლდეს და შემცირდეს.  ვინაიდან გამაგრილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ძრავის ოპტიმალურ ტემპერატურაზე მუშაობისთვის, საჭიროა რეგულარულად შეამოწმოთ მისი დონე.

 

რა მოხდება თუ გამაგრილებლის რეზერვუარი ცარიელია?

გამაგრილებლის დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს ძრავის გადახურება, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ავტომობილს და გამოიწვიოს წყლის ტუმბოს, ცილინდრის და შუასადების გახეთქვა. ავტომობილებს შესაძლოა ხშირად ჰქონდეთ გამაგრილებლის გაჟონვის პრობლემა, რაც გამოწვეულია რადიატორის შლანგების ან თერმოსტატის კორპუსის გაუმართაობის გამო, ამიტომ შეამოწმეთ გაჟონვის ნებისმიერი ფიზიკური ნიშანი კვირაში ერთხელ. ეს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თქვენი ავტომობილის გადახურებისაგან დაცვაში. 

სანამ შეამოწმებთ გამაგრილებლის დონეს

არ შეამოწმოთ გამაგრილებლის დონე სანამ ძრავი ცხელია. თუ  ავტომობილი დაქოქილი იყო, დაელოდეთ სანამ რადიატორის შლანგები და რეზერვუარის თავსახური ბოლომდე არ გაცივდება.  თუ ავტომობილი ცხელია, ეს ნიშნავს, რომ ის მაღალი წნევის ქვეშ იმყოფება და რეზერვუარის თავსახურის გახსნა ძალიან სახიფათოა. რეზერვუარიდან ამოსროლილმა შხეფებმა, შესაძლოა  გამოიწვიოს კანის დამწვრობა.  ამიტომ, სანამ შემოწმებას დაიწყებთ, დარწმუნდით რომ გაგრილების სისტემა ცივია.  

 

როგორ შევამოწმოთ გამაგრილებლის დონე

გახსენით ძრავის განყოფილების სახურავი (კაპოტი) და იპოვნეთ გამაგრილებლის რეზერვუარი.  თუ ვერ იპოვნით, დეტალური ინსტრუქციისთვის დაათვალიერეთ მფლობელის წიგნაკი. აქვე ამოიკითხავთ თქვენი ავტომობილისათვის საჭირო შესაბამის გამაგრილებელს გაყინვისა და კოროზიისგან დასაცავად.

 

რეზერვუარს გვერდითა მხარეს აქვს ნიშნები L და F და რადგანაც ავზი გამჭირვალეა, მარტივია სითხის დონის განსაზღვრა.  თუ სითხე ახლოსაა ქვედა ზღვართან -L ნიშანთან, საჭიროა რეზერვუარში სითხის დამატება. სითხის დამატებამდე, დარწმუნდით რომ ძრავა ცივია. დაამატეთ სითხე F ნიშნამდე, მაგრამ ნუ გადაავსებთ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ  ძრავის გამაგრილებელის გამაფრთხილებელი ნიშანი ანათებს ცენტრალურ პანელზე, ეს  მიუთითებს, რომ გამაგრილებლის დონე დაბალია, ან რაიმე პრობლემაა თქვენი ავტომობილის გაგრილების სისტემაში. ამ შემთხვევაში, მიყევით ზემოთ მოყვანილ ინსტრუქციას და დაამატეთ სითხე რეზერვუარში, ან დახმარებისთვის მიმართეთ სერვის ცენტრს.