შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ შევცვალოთ ავტომობილის გამაგრილებელი?

როგორ შევცვალოთ ავტომობილის გამაგრილებელი?

“გამაგრილებლის შესაცვლელად საუკეთესო გზაა ავტომობილის სერვის ცენტრში მიყვანა. ეს პროცესი მოიცავს ძველი გამაგრილებლის მოშორებას, სისტემის გამოხდილი წყლით გარეცხვას და ხელახალ შევსებას.”

გამაგრილებლის გარეცხვის მნიშვნელობა

რაც უფრო ხანდაზმულია ავტომობილის გამაგრილებელი,მით უფრო მეტად იტვირთება იგი ლითონის ნაწილაკებით და ჟანგით, რამაც შეიძლება შეამციროს რადიატორის, წყლის ტუმბოს, თერმოსტატის და გამაგრილებელი სისტემის სხვა კომპონენტების სიცოცხლის უნარიანობა. ამრიგად, მას შეუძლია გამოიწვიოს გადახურების პრობლემები. ასე რომ, დროდადრო გამაგრილების შემოწმება, კარგი აზრია. გამაგრილებლის შემოწმებისას, გაგრილების რეზერვუარში დააკვირდით ნებისმიერ დაბინძურების ან კოროზიის ნიშნებს. თუ რეზერვუარში ხედავთ ტალახიან ყავისფერ სითხეს, ცხადია, მისი შეცვლის დროა. 

ანდეთ ეს საქმე პროფესიონალებს

საუკეთესო გზა გამაგრილებლის შესაცვლელად, ავტომობილის სერვის ცენტრში მიყვანაა. ეწვიეთ კიას ავტორიზებულ სერვის ცენტრს. იმ შემთხვევაში, თუ შეცვლას დამოუკიდებლად აპირებთ,გაეცანით რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას. 

 

გამაგრილებლის შესაცვლელად საჭირო ინსტრუმენტები

პირველ რიგში, საჭიროა ახალი გამაგრილებელი და გამოხდილი წყალი.  შეამოწმეთ თქვენი მფლობელის წიგნაკი, სადაც მითითებულია თქვენი ავტომობილისათვის საჭირო გამაგრილებლის ტიპი. დაგჭირდებათ: წყლის შლანგი, ძაბრი, ქანჩი, რამოდენიმე კონტეინერი (გამოყენებული სითხის უსაფრთხოდ შესანახად) და სუფთა პირსახოცი. გარდა ამისა, დაგჭირდებათ დამცავი სათვალეები და ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილოთ ტოქსიკურ ნივთიერებასთან პირდაპირი შეხება.

 

დრენაჟი და შევსება

სანამ დაიწყებთ, დარწმუნდით რომ ავტომობილის ძრავი სრულიად ცივია. რადიატორის თავსახურის მოხდით, მაშინ როდესაც ძრავი ცხელია, შესაძლოა ძლიერი დამწვრობა მიიღოთ. 

 

დასაწყისისთვის, ამოიღეთ  ძველი გამაგრილებელი. პირველ რიგში, მოხსენით რადიატორის და გამაგრილებელი რეზერვუარის თავსახური. ავტომობილის ქვედა მხარეს, მოძებნეთ რადიატორის გადინების სარქველი.მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად,  დაათვალიერეთ მფლობელის წიგნაკი. მოათავსეთ ჭურჭელი ავტომობილის ქვეშ ისე, რომ მოხდეს სითხის სწორად ჩადინება.  მას შემდეგ, რაც სითხე მთლიანად გამოედინება, შეცვალეთ გადინების სარქველი.

 

შემდგომ ეტაპზე, საჭიროა გამაგრილებელი სისტემიდან  სრულად ამოიღოთ დარჩენილი საშუალებები. ამისათვის, ჩაასხით რადიატორში გამოხდილი წყალი და სპეციალური საშუალება. შემდეგ აამუშავეთ ძრავი, რათა ავტომობილმა მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. ჩართეთ გამათბობელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე და გააჩერეთ ავტომობილი უმოძრაოდ 10 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც იგი მიაღწევს საჭრო  ტემპერატურას, თერმოსტატი გაიხსნება და რადიატორში მოთავსებული პროდუქტი დაიწყებს ცირკულირებას ავტომობილის ძრავაში, რადიატორში და გამაცხელებლის ბირთვში. 10 წუთის შემდეგ, გამორთეთ  ძრავა, აცადეთ  გაგრილება და ხელახლა სრულად დაცალეთ რადიატორი. 

 

გაიმეორეთ ეს პროცესი სამჯერ. დარწმუნდით, რომ რადიატორიდან გამოდევნილი სითხე უსაფრთხოდ არის მოთავსებული კონტეინერებში და მიუწვდომელია როგორც ადამიანებისათვის, ისე ცხოველებისათვის. 

 

საჭიროა გამაგრილებელი რეზერვუარის გარეცხვაც. თქვენი ავტომობილის  ტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგჭირდეთ რეზერვუარის დამჭერების მოშვება მის ამოსაღებად. მოხსენით რეზერვუარი და გაასუფთავეთ გამოხდილი წყლით.  დააბრუნეთ რეზერვუარი თავდაპირველ მდგომარეობაში. 

 

შეავსეთ რადიატორი ბოლომდე და რეზერვუარი F ნიშნამდე წინასწარ გაზავებული სითხით. დაახურეთ თავსახური. თქვენი ავტომობილი მზად არის წასასვლელად.   

 

როგორ მოვიცილოთ/ გავანადგუროთ ძველი გამაგრილებელი

მას შემდეგ, რაც დაასრულებთ პროცესს, უზრუნველყავით რომ ნარჩენი სითხე, რომელიც მომწამვლელია, არ იყოს ხელმისაწვდომი არც ადამიანებისთვის და არც ცხოველებისთვის. თუ სითხე დაიღვრება, დაუყოვნებლივ გაწმინდეთ დასვრილი ადგილი. სითხის მოცილებისას, დაიცავით ადგილობრივი რეგულაციები ნარჩენების მოცილებასთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში, არ ჩაასხათ ნარჩენები საკანალიზაციო მილში.