შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რამდენი ხანი ძლებს ზამთრის საბურავები?

რამდენი ხანი ძლებს ზამთრის საბურავები?

'' როგორც წესი, ზამთრის საბურავები ინახება 4-6 სეზონის განმავლობაში. მაგრამ მისი შენახვის ხანგრძლივობა უმეტესწილად დამოკიდებულია თქვენი ტარების უნარ-ჩვევებზე, გზის პირობებზე და ა.შ.''

 

 

ზამთრის საბურავები შექმნილია მოყინულ გზებსა და ცივ ამინდში გადაადგილებისათვის. მისი ვალია, გაუძლოს გამყინავ ტემპერატურას და გაუმკლავდეს ზამთრის გზის სხვადასხვა პირობებს. ეს საშუალებას გაძლევთ, ზამთრის საბურავებით გადაადგილებისას, თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ.

 

ზამთრის საბურავები, როგორც წესი, სხვა საბურავებთან შედარებით, დამზადებულია მეტად რბილი და მოქნილი რეზინისაგან. მათ, ასევე, აქვთ შედარებით ღრმა საბურავის პროტექტორები, რაც ხელს უწყობს თოვლიან ან მოყინულ ზედაპირზე ძლიერ მოჭიდებას. ამ მიზეზთა გამო, ზამთრის საბურავი ექსტრემალურ პირობებში მოხვევისას, აჩქარებისას და დამუხრუჭებისას თავის დავალებას კარგად ასრულებს.

ზამთრის საბურავები ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ განვითარდა და დაიხვეწა, ამიტომაც მათი გამოყენება ზამთრის არაერთი სეზონის განმავლობაში შეგეძლებათ. მაგრამ აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ მისი შენახვის ხანგრძლივობა უმეტესწილად დამოკიდებულია თქვენი ტარების უნარ-ჩვევებზე, გზის პირობებსა და ავტომობილის ტიპზე.

 

საბურავის პროტექტორი მოყინულ გზებზე სიარულისას უფრო მარტივად გაცვდება, ვიდრე- თოვლიან გზებზე სიარულისას. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ მათ, ვისაც დიდ მანძილზე უწევს გადაადგილება, საბურავების გამოცვლა შედარებით მოკლე დროში მოუწევთ. მაგრამ, როგორც წესი, ზამთრის საბურავებმა უნდა გაგიძლოთ დაახლოებით 4-6 სეზონის განმავლობაში.

შეცვალეთ ზამთრის საბურავები ზაფხულის სეზონისთვის

 

ზამთრის საბურავები დამზადებულია ყინვა და ზამთრის ნალექიიანი ამნდისათვის. ის უნაკლოა მოყინულ და სველ გზებზე სასიარულოდ. მაგრამ არც ისე ჭკვიანური იქნება, ზაფხულის თვეებში ზამთრის საბურავებით გადაადგილება. აუცილებელია, რომ ისინი ცივი ამინდების დასრულებისას მიმდინარე სეზონური საბურავებით შეიცვალოს.

 

თბილ ამინდში სიცხემ შესაძლოა, საბურავი გააფუჭოს; ასევე, თბილი ტემპერატურა ზამთრის საბურავში იწვევს მოჭიდების ძალის შემცირებას, ვინაიდან ის დამზადებულია შედარებით რბილი და მოქნილი რეზინისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზამთრის საბურავების შეცვლისთვის დადგენილი ტემპერატურა, მათი ჩანაცვლება რეკომენდებულია მას შემდეგ, რაც ტემპერატურა მიაღწევს 7 ცელსიუს გრადუსს.

 

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ზამთრისთვის აუცილებელია, შეიცვალოს ოთხივე საბურავი. მათი დაყენება მხოლოდ უკანა ან წინა ბორბლებზე შესაძლოა, სერიოზული რისკის მომტანი იყოს. ზამთრის საბურავების შეძენა შესანიშნავი ინვესტიციაა, რადგან ის მოხვევისას, დამუხრუჭებისას და ზოგადად საჭის მართვისას შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და სანდოობას.

 

შეინახეთ ისინი სწორად ზამთრის დადგომამდე 

 

საბურავები უფრო მარტივად ზიანდება მაშინ, როცა სინათლეში ან სიცხეშია მოთავსებული. მათი შავი შეფერილობის გამო, ისინი იზიდავენ მზის სინათლეს და შესაძლოა, 49 ცელსიუს გრადუსამდეც კი გაცხელდნენ. მაშასადამე, აუცილებელია ისინი სწორ პირობებში იყოს შენახული.

 

ასევე, მათ შენახვამდე დარწმუნდით, რომ ისინი სუფთაა. საჭის მართვის დროს, საბურავები ისვრება მტვრით, ჭუჭყითა და სხვადასხვა ნივთიერებებით, რაც დროთა განმავლობაში მათ დაზიანებას იწვევს. წყლისა და საპნის დახმარებით გაასუფთავეთ თქვენი საბურავები, შემდეგ კი გააშრეთ.