შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. შეიძლება თუ არა ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენება?

შეიძლება თუ არა ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენება?

''ზამთრის საბურავების ზაფხულში ან თბილ ამინდში გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ისინი დამზადებულია რეზინის შენაერთებით, რომელიც უზრუნველყოფს საბურავის მოქნილობასა და ძლიერ მოჭიდებას, 45 ° F- ზე (7 ° C) დაბალი ტემპერატურის პირობებში.''

თუ კი ფულის დაზოგვას ზამთრის საბურავებით მოძრაობით აპირებთ, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ, რადგანაც არსებობს უმნიშვნელოვანესი დეტალები, რის გამოც ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის.

 

 

1) ზამთრის საბურავები მარტივად ფუჭდება ცხელ ამინდში



სახელწოდებიდანაც მარტივად შეგვიძლია, მივხვდეთ, რომ ზამთრის საბურავები განკუთვნილია თოვლიან ან მოყინულ გზებზე სასიარულოდ. რეზინის შენაერთები, რომლისგანაც მზადდება ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავები,  საშუალებას იძლევა  45 ° F- ზე (7 ° C) დაბალი ტემპერატურის პირობებში ძლიერ მოჭიდებასთან ერთად მოქნილობაც შეინარჩუნოს. თუმცა, თუ კი მას არ გამოიყენებთ მისთვის განკუთვნილი პირობების მიხედვით, იგი სიცხეში მარტივად გაცვდება.

თუ კი მოსალოდნელია თბილი ამინდი, საუკეთესო ვარიანტი იქნება, გამოიყენოთ ყოველსეზონური საბურავები, ვინაიდან ისინი დამზადებულია ისეთი რეზინისგან, რომელიც უძლებს სხვადასხვა პირობებსა და ტემპერატურას.

 

 

2) დაბრკოლება მანქანის მართვისას

 

როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, რეზინი, რომლისგანაც მზადდება ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავები, უფრო მოქნილია. ამის დასადასტურებლად, ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც ცხელი ამინდის დროს ზამთრის საბურავებით მოძრაობისას მძღოლს 15%- ით ნაკლები კონტროლი აქვს ავტომობილზე. კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ზამთრის საბურავებმა 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას შეძლეს აცილების მანევრის შესრულება, ხოლო ზაფხულისთვის განკუთვნილმა საბურავებმა იგივე 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას შეასრულეს. შედეგების მიხედვით, თბილ ამინდში ზამთრის საბურავების მართვა ნაკლებად ეფექტურია.

 

 

3) მოჭიდების ძალის ნაკლებობა

ცნობილია, რომ ზამთრის საბურავებს ყოველსეზონურ საბურავებთან შედარებით უფრო მეტი საბურავის პროტექტორი აქვს; როგორც წესი, 2 ან 3- ჯერ მეტი . თუ კი დაუშვებთ შეცდომას და მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ზამთრის საბურავებს მოიხმართ, თქვენ არამხოლოდ ცვითავთ პროტექტორებს, არამედ მომავალი ზამთრისთვის  საკუთარსა და სხვის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. ცხელ ზედაპირზე მოძრაობისგან, ბორბალი ხდება მეტად დრეკადი და მისი რეზინისგან წარმოიქმნება პატარა ბურთულები, რაც იწვევს ავტომობილის მოსრიალებას და, შესაბამისად, მის გაჩერებას უფრო მეტი სიმძლავრე სჭირდება.

 

 

გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის უმჯობესია, ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდეთ. მწარმოებლების უმეტესობის რჩევაა, ისეთი საბურავის გამოყენება, რომლის პროტექტორის სიღრმეც მინიმუმ 6/32 ინჩია.

 

 

4) ფულის დაზოგვის მაგივრად მისი დახარჯვა მოგიწევთ

ბედის ირონიაა, რომ ზამთრის საბურავების არასწორ ამინდში გამოყენება, რასაც ბევრი ადამიანი ფულის დაზოგვის მიზნით აკეთებს, რიგ პრობლემათა გარდა, საწვავის ნაკლებ ეკონომიურობას იწვევს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ზამთრის საბურავებს, ყოველსეზონურ საბურავებთან შედარებით, მოძრაობის ატანის, დაახლოებით, 15% -ით უფრო მეტი უნარი აქვთ. თუმცა, თუ კი ზამთრის საბურავები ცხელი ამინდის პირობებში დეფორმირდება, ეს იწვევს ამ მახასიათებლისა და მამოძრავებელი ძალის დაქვეითებას, რის შედეგადაც მანქანას მოძრაობისთვის მეტი საწვავი სჭირდება.