შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ მუშაობს თვითმავალი ავტომობილები

როგორ მუშაობს თვითმავალი ავტომობილები

”თვითმართვადი ავტომობილები იყენებენ LiDAR- ს, რადარს, კამერებსა და სენსორებს, რათა შეიგრძნონ გარემო და იპოვნონ საუკეთესო გზა დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და უსაფრთხოდ მისასვლელად."

 

 

”თვითმართვადი მანქანები გარემოს  კამერების, რადარის, LiDAR-ის და სენსორების საშუალებით აღიქვამენ და ნავიგირების შესახებ  გადაწყვეტილებებს GPS აპარატისა და ინერციული სანავიგაციო სისტემის გამოყენებით იღებენ.

 

ავტონომიური მართვის ტექნოლოგია ემყარება კამერებსა და მრავალფუნქციურ სენსორებს, რომლებიც ზუსტად აღიქვამენ გარემოს და კომპიუტერული ქსელის ალგორითმებს და სწორად აანალიზებენ არსებულ ვითარებას. საქარე მინაზე და გვერდითა სარკეზე დამონტაჟებული კამერა, ულტრაბგერითი სენსორები წინა და უკანა ბამპერებზე და გრძელი და მოკლე დიაპაზონის რადარი ემსახურება ობიექტების გადაადგილების ამოცნობას. თუ ავტომობილის კომპიუტერული ქსელი განსაზღვრავს პოტენციურად საშიშ სიტუაციას, ის ან აფრთხილებს მძღოლს ამ გარემოების შესახებ, ან ავტომობილი ამუხრუჭებს ავარიის თავიდან ასაცილებლად. ყველა კამერა და სენსორი დაკავშირებულია ერთმანეთთან ობობის ქსელის მსგავსად, რათა ავტომობილმა აქტიურად მოახდინოს რეაგირება საშიშროებაზე ინფორმაციის გაცვლითა და ანალიზით. ამ ტექნოლოგიის გასაღები არის ყველა სენსორის მონაცემების შერწყმა, ამგვარი სიტუაციების წინასწარ პროგნოზირებისთვის და იმის წინასწარ განსაზღვრა, რასაც მძღოლი არ ელოდება.

 

როდესაც საქმე ეხება თვითმართვად ავტომობილებს, მართვის სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს ნავიგაციის შესახებ. სისტემას ინტეგრირებული რუქის საშუალებით შეუძლია იპოვნოს  დანიშნულების ადგილის ოპტიმალური გზა საგზაო დაბრკოლებების გარეშე. მას შემდეგ, რაც შეირჩევა საუკეთესო მარშრუტი, ბრძანებები ეგზავნებათ ავტომობილის თითოეულ საოპერაციო განყოფილებას საჭის მართვასა და დამუხრუჭებაზე.

 

თვითმართვა ვითარდება მექანიკური მუშაობის მიღწევების შესაბამისად, როგორიცაა კამერების, სენსორების და მართვის სისტემების სიზუსტე. ამჟამად, ამ ტექნოლოგიის საფუძველზე მიღწეული პროგრესი საშუალებას აძლევს ავტომობილებს იმოძრაონ, დაიცვან დისტანცია წინ მიმავალ ავტომობილთან, დარჩნენ თავიანთ სამოძრაო ზოლში, კამერების დახმარებით აღიქვან საგზაო ნიშნები და სანავიგაციო რუქებთან კავშირის საფუძველზე შენელდენ გზაჯვარედინზე, ან მოსახვევებში., სამომავლოდ, ავტომობილებს საშუალება ექნებათ წინასწარ შეიტყონ და მოემზადონ ნებისმიერი შესაძლო საფრთხის შესახებ კლაუდ სერვერების გამოყენებით.