შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი?

რა არის სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი?

სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი არის აქტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც იცავს მძღოლებს მოულოდნელი მანევრის დროს და ამცირებს კონტროლის დაკარგვით გამოწვეულ შეჯახების ინტენსივობას.

 სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC) არის ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის ავტომობილის მოცურებას.  ის ეხმარება მძღოლებს შეინარჩუნონ კონტროლი ავტომობილზე მოულოდნელი დამუხრუჭების, ან საჭის  უკიდურესი მანევრების დროს და თავიდან აიცილონ კონტროლის დაკარგვით გამოწვეული ძლიერი დაზიანება. ESC შედგება სხვადასხვა სენსორებისა და სისტემებისგან, რომლებიც აძლიერებენ ავტომობილის სტაბილურობას და უზრუნველყოფს წევის უკეთეს კონტროლს და მოცურების საწინააღმდეგო მხარდაჭერას რთული მანევრების შესრულებისას. მაგალითად, თუ რომელიმე საბურავი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ტრიალებს, ეს აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგია ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს, ან წამიერად ამცირებს ძრავის სიმძლავრეს . შეჯახებისას აირბაგის გახსნის შემდეგ, თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ მძღოლის მხრიდან მუხრუჭის პედალი არა საკმარისად, ან საერთოდ არ არის გამოყენებული, სისტემა განსაზღვრავს ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერებას.

 შედგება სენსორებისაგან, რომლებიც კონტროლირდება ელექტრონული მართვის ერთეულის (ECU) ქვეშ. ECU მუდმივად აკონტროლებს საჭის კუთხის სენსორიდან მიღებულ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა საჭის მოძრაობა თანმიმდევრული ავტომობილის მიმართულებასთან. საბურავების სიჩქარის სენსორიდან მიღებული ინფორმაცია გამოიყენება იმის დასადგენად, კარგავს თუ არა რომელიმე საბურავი წევას. თუ ECU რომელიმე საბურავზე ასეთ ანომალიას აღმოაჩენს,  სისტემის ჰიდრავლიკური დანადგარი, რომელიც ემსახურება აქტიურად დამუხრუჭებას, ან საბურავის სიჩქარის შემცირებას,  ეხმარება მძღოლს დაიბრუნოს ავტომობილზე კონტროლი.