შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. სჭირდება თუ არა ელექტრო ავტომობილს ტექნიკური მომსახურება?

სჭირდება თუ არა ელექტრო ავტომობილს ტექნიკური მომსახურება?

“ელექტრო ავტომობილს სჭირდება ნაკლები ტექნიკურ მომსახურება, ვიდრე ტრადიციულ ავტომობილს. თუმცა, მცირე რაოდენობის მოძრავი დეტალის მიუხედავად ისინი მაინც საჭიროებენ გეგმიურ სერვისს.”

ცხადია მეინთენანსის ბევრი საჭიროება არ არსებობს ელექტრო ავტომობილებში, თუმცა ბატარეის, ელექტრო ძრავისა და ელექტროსისტემის გეგმიური შემოწმება აუცილებელია. 

 

ბატარეა

ბატარეა ელექტრო ავტომობილის ყველაზე დიდი ზომის ძვირი და საკვანძო კომპონენტია. საბოლოო ჯამში ავტომობილის რესურსი პირდაპირ არის დამოკიდებული ბატარეის სწორ ექსპლოატაციასთან და დამუხტვასთან. 

 

- შეინარჩუნეთ ბატარეის მუხტი 20%-დან 80%-ის დიაპაზონში ყოველთვს, როცა ეს შესაძლებელია. ხშირსა და სრულ დამუხტვას უფრო მალე გამოჰყავს იგი მწყობრიდან. ასევე, დაუმუხტავი ბატარეის ხანგრძლივი დროით გაჩერება უარყოფით გავლენას ახდენს მასზე.       

- უკიდურესი ტემპერატურა უარყოფითი ფაქტორია ბატარეისთვის. ცხელი მზის ქვეშ ელექტრო ავტომობილის დატოვება რამდენიმე საათის განმავლობაში კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული. ისევე როგორც, ძალიან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, რომელიც თანდათანობით ამცირებს ბატარეის რესურსს.  

- ელექტრო ავტომობილების ბატარეებზე კია სთავაზობს გარანტიას 3-დან 10 წლამდე. გარანტიის ვადები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. დეტალური საგარანტიო პირობების გარკვევა შესაძლებელია ავტორიზებული დილერის სერვის ცენტრში.

 

მუხრუჭების სისტემა 

მუხრუჭის და/ან აჩქარების სატერფულის აშვებისას თქვენ აკონტროლებთ ელექტრო ძრავს, რომელიც ასრულებს გენერატორის ფუნქციას ელექტრო ენერგიის გამომუშავებით, რაც საბოლოოდ ინახება ბატარეების ბლოკში.  ე.წ რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემა ავტომატურად ანელებს ავტომობილს ძრავის წინაღობის  დახმარებით და აგზავნის გამომუშავებულ ენერგიას აკუმულატორიში, ეს კი თავის მხრივ ზრდის სამუხრუჭე ხუნდების ექსპლოატაციის რესურსს. ამასთან ერთად ელექტრო ავტომობილს აქვს ე.წ ფრიქციული მუხრუჭები, როგორც ერთგვარი დაზღვევის სისტემა, იმის შესაგრძნობად, რომ მუხრუჭის სატერფულის რეაქცია მასზე მოქმედი წნევის ადეკვატურია, რაც ავტომობილის მართვის  სწორი ჩვევის გამომუშავებაში გეხმარებთ. 

 

სითხეები

ელექტრო ავტომობილს ფუნქციონირებისთვის სჭირდება შედარებით მცირე რაოდენობის სითხე, ვიდრე შიდა წვის ძრავის ავტომობილს. თერმორეგულაციის სისტემის არსებობა საჭიროებს გამაგრილებელ სითხეს ბატარეის სამუშაო ტემპერატურის შესანარჩუნებად.  საქარე მინის მწმენდავები სამუხრუჭე სითხესთან ერთად  ასევე საჭიროა მეინთენანსისთვის. გაგრილების სისტემის გეგმიური მომსახურების ინტერვალი  განსხვავდება მოდელების  მიხედვით და იგი გაწერია საექსპლოატაციო მანუალში.