შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. არის თუ არა ელექტრო ბატარეის დამტენები უნივერსალური?

არის თუ არა ელექტრო ბატარეის დამტენები უნივერსალური?

“ყველა ელექტრო ავტომობილს ერთი სტანდარტის შტეკერი აქვს პირველი და მე-2 დონის დამუხტვისთვის, თუმცა DC სწრაფი დატენვის სტანდარტი განსხვავებულია ქვეყნებისა და მწარმოებლების მიხედვით.”

ელექტრო ავტომობილის დამუხტვის მეთოდები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად. დამუხტვის სამი დონე განსხვავდება ერთმანეთისგან სიმძლავრის, სიჩქარისა და ლოკაციის მიხედვით.   სამივეს საერთო აქვს კონექტორი, რომელიც დაბალ ან მაღალ სიმძლავრეზე მუშაობს. გამოყენებულ მეთოდზეა დამოკიდებული თქვენი ავტომობილის დამუხტვის სიჩქარე და სიმძლავრე. პირველი და მეორე დონის დამუხტვა ხდება სტანდარტული შტეკერით, და შესაბამისი ადაპტერით, მაშინ როდესაც  DC სწრაფ დამტენს სჭირდება ინდივიდუალური შტეკერი მწარმოებლისა და მოდელის მიხედვით. 

 

პირველი დონის დამუხტვა: (120 ვოლტი AC)

პირველი დონის დამუხტვა იყენებს 120 ვოლტიან როზეტს და დაერთება ხდება სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ქსელში. დამუხტვა შესაძლებელია პირველი დონის EVSE სადენით, რომელსაც აქვს სამჩანგლიანი ელექტრო შტეკერი ერთ ბოლოში და J1722 კონექტორი ავტომობილისთვის. დამუხტვის სიჩქარე მერყეობს 1,4 – 3 კმტ-მდე და სჭირდება 8-დან 12 საათამდე დრო ბატარეის ტევადობისა და მდგომარეობის მიხედვით.     

 

მეორე დონის დამუხტვა (240 ვოლტი AC) 

მეორე დონის დამუხტვა ხშირად საჯარო დამუხტვის სახელით არის ცნობილი. თუ თქვენ არ გაქვთ საცხოვრებელ სახლში მე-2 დონის დამუხტვისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჯერი, ამ მეთოდით სარგებლობას შეძლებთ დასახლებული პუნქტების საპარკინგე ადგილებზე, კომერციული შენობების ავტოსადგომებზე, ოფისების მიმდებარედ და ა.შ  მე-2 დონის დამუხტვა საჭიროებს სპეციალური მოწყობილობის მონტაჟს და აწარმოებს დამუხტვას 240 ვოლტიანი ცვლადი დენის შტეკერით. დამუხტვა როგორც წესი საჭიროებს 1-დან 11 საათამდე დროს (ბატარეის ტევადობის მიხედვით)  7კვტ -დან  - 22 კვტ-მდე სიჩქარით მე-2 ტიპის კონექტორით. მაგალითად 64 კვტ-იანი ბატარეით აღჭურვილი კია ნიროს დამუხტვა შესაძლებელია 9 საათში 7,2 კვტ სიჩქარით. 

    

DC სწრაფი დამუხტვა (მე-3 დონე) 

მე- 3 დონე ელექტრო ავტომობილების დამუხტვის ყველაზე სწრაფი მეთოდია. მართალია იგი  მე-2 დონის დამუხტვასთან შედარებით ნაკლებგავრცელებულია, თუმცა სწრაფ დამტენებს ხშირად შეხვდებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში. ზოგიერთი მოდელი შესაძლოა არ იყოს თავსებადი მე-3 დამუხტვის დონესთან. ეს მეთოდი საჭიროებს სპეციალურ მონტაჟს და ახორციელებს დამუხტვას 480 ვოლტიანი ცვლადი ან მუდმივი დენის შტეკერის მეშვეობით. დამუხტვის დრო 20 წუთიდან ერთ საათამდე მერყეობს 43 კმტ -დან 100+ კვტ სიჩქარით CHAdeMO ან CCS კონექტორის მეშვეობით. მე-2 და მე-3 დამუხტვის მეთოდები საჭიროებს სპეციალურ კონექტორს, რომელიც ძირითადად დასამუხტ სადგურები  გვხვდება. 

 

როგორც ყველა დამუხტვადი მოწყობილობა, თქვენი ელექტრო ავტომობილის ბატარეაც გარკვეულწილად კარგავს ეფექტურობას ყოველ დამუხტვაზე. სათანადო მოვლის პირობებში ელექტრო ბატარეის რესურსი შეადგენს 5 წელიწადს. თუმცა ინტენსიური ექსპლოატაციის შემთხვევაში რეკომენდირებულია ბატარეის შეცვლა 3 წლის შემდეგ. ამასთან ერთად ელექტრო ბატარეის საიმედოობა და უსაფრთხოების ხარისხი შესაძლოა განსხვავებული იყოს მოდელების მიხედვით. 

 

ელექტრო ავტომობილის შტეკერის ტიპები 

ორი ტიპის შტეკერი AC  (ცვლადი დენის) დამუხტვისთვის 

 

პირველი ტიპის შტეკერი 

ამ ტიპის შტეკერი არის სტანდარტული ერთფაზიანი და ძირითადად გავრცელებული ამერიკასა და აზიაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის 7,4 კვტ  სიჩქარით დამუხტვა 

 

მეორე ტიპის შტეკერი 

მე-2 ტიპის შტეკერი არის სამფაზიანი, ასევე სტანდარტული მოდელი. სამი დამატებითი სადენით  და უფრო სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით. კერძო საცხოვრებლებში ძირითადად 22 კვტ დამუხტვის სიმძლავრეა გავრცელებული, ხოლო კომერციულ  დასამუხტ სადგურებში 43 კვტ, რომლებიც ასევე ძირითადად მე-2 ტიპის შტეფცელებით არის აღჭურვილი. 

 

ორი ტიპის შტეკერი DC (მუდმივი დენი) სწრაფი დამუხტვისთვის 

მე-2 ტიპი კომბო (კომბინირებული დამუხტვის სისტემა ან CCS)

CCS შტეკერი არის ხუთჩანგლიანი, რომელიც არის მე-2 ტიპის შტეკერის გაფართოებული ვარიანტი 2 დამატებითი კონტაქტით სწრაფი დამუხტვისთვის და რომელიც უზრუნველყოფს AC და DC დამუხტვითვის მაქსიმუმ 170 კვტ სიმძლავრეს. პრაქტიკაში გამოყენებული სიმძლავრე როგორც წესი 50 კვტ-ია. 

 

CHAdeMO შტეკერი

ეს არის 10 ჩანგლიანი შტეკერი გამოყენებული სწრაფი დამუხტვის სადგურებში. მათ უწოდებენ მე-3 დონის ჩარჯერებსაც, რომელთან შეუძლიათ 50 კვტ სიმძლვრის მიწოდება 125 ამპერი ელექტროენერგიის მეშვეობით. ამ ტიპის ჩარჯერები ძირითადად საჯარო ადგილებში გვხვდება.     

მე-2 რეჟიმის დამტენი სადენი 

ამ ტიპის სადენი ძირითადად საყოფაცხოვრებო ტიპის შტეფსელთანაა თავსებადი და იწარმოება სხვადასხვა ვარიაციით რეგიონების მიხედვით. ე.წ ICCB (In-Cable Control Box) არის სპეციალური  მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს კონექტორის შტეკერსა და ავტომობილის შტეკერს შორის კავშირის დამყარებას. 

 

მე-3 რეჟიმის დამტენი სადენი 

ამ ტიპის სადენი ასევე განსხვავდება რეგიონების მიხედვით. იგი აკავშირებს დამტენ მოწყობილობას ელექტრო ავტომობილთან. დამტენი მოწყობილობა როგორც წესი აღჭურვილია მე-2 ტიპის შტეფსელით, რომელიც თავსებადია პირველი და მე-2 ტიპის შტეკერებთან.