შინაარსზე გადასვლა
შესაძლებლობები
ოპტიმალური ბალანსით გაზრდილი მუშაობა

ტრანსმისია

სწორედ ძრავა განსაზღვრავს ავტომობილის მუშაობას. Kia-ი ორიენტირებულია ისეთი ძრავის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას, მაგრამ ზუსტად შეესაბამება კონკრეტულ ავტომობილს მისი ზომისა და მოხმარების მიხედვით.

ძრავები, რომლებსაც აქვთ სიმძლავრე იმოძრაონ ნებისმიერ პირობებში

ჩვენს ავტომობილებში გამოყენებამდე, ჩვენი ძრავები მკაცრ ტესტირებას გადიან ყველაზე მაღალ, ცხელ და ცივ ზონებში, სადაც კი შეიძლება მოხვდეს ავტომობილი.
  • Switzerland : Winter -20℃ / 2,300m
  • Spain : Summer 48℃ / 4,350m
  • Sweden : Winter -30℃
  • China : Summer 39℃ / Winter -35℃ / 4,767m
  • Austraila : Summer 40℃ / 1,800m
  • United States : Summer 48℃ / Winter -35℃ / 4,350m
  • Equador : Summer 25℃ / 4,500m
  • Brazil : Summer 35℃

უკანა ამძრავის პლატფორმა

უკანა ამძრავის შემთხვევაში ძრავი მოთავსებულია ავტომანქანის წინა ნაწილში, ხოლო წამყვანი თვლები - უკან. ეს განაპირობებს წონის დაბალანსებულ განაწილებას საჭის მეტი სტაბილურობისთვის. უკანა ამძრავი ასევე უზრუნველყოფს მართვის უკეთეს ხარისხს, რადგან წინა თვლები პასუხისმგებელია საჭეზე, ხოლო უკანა თვლები - მართვაზე. გარდა ამისა, უკეთესი აქსელერაციისათვის ის უზრუნველყოფს უკანა საბურავის უკეთეს მოჭიდებას. საბურავების ბაზა უფრო დიდია უკანა ამძრავის პლატფორმაზე, რაც განაპირობებს სალონის სიდიდესაც.
Car wheel Front

დინამიკური პერფორმანსი ინოვაცია

Kia-ს ავტომობილში მართვის მრავალი ბერკეტი და ავტომატური მართვის დამხმარე სისტემები შეუდარებელ გამოცდილებას შეგძენთ.
  • ელექტრონული 4WD
    სისტემა, რომელიც ცვლის წამყვანი სიმძლავრის განაწილებას წინა და უკანა თვლებს შორის მართვის ხარისხის გასაზრდელად.
  • სტოპ-სტარტის დახვეწილი სისტემა
    სისტემა, რომელიც ცვლის წამყვანი სიმძლავრის განაწილებას წინა და უკანა თვლებს შორის მართვის ხარისხის გასაზრდელად.
  • პარკირების მუხრუჭისა და ავტომატური გაჩერების ელექტრონული სისტემა
    ამ სისტემის დახმარებით პარკირების მუხრუჭი ირთვება და ითიშება ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით. ავტომობილის დაქოქვისას მუხრუჭი ავტომატურად იხსნება.

გამძლეობის ტესტი

შვიდი გზა თქვენი ავტომობილის გასანადგურებლად ჩვენ სხვადასხვა გზით ვანადგურებთ ჩვენს მანქანებს. განსაზღვრეთ მიზეზები და იპოვნეთ გამოსავალი რომ თქვენი ავტომანქანების ამტანობა გახანგრძლივდეს დეფექტების გარეშე.
ნაწილების
  1. 1 Item Durability test image დეტალის

  2. 2 Module Durability test image მოდულის

უკანა გაწევის ავტომობილის
  1. 3 Belgian road test image

    B. რეალური მანქანის
  2. 4 High speed test image

    მაღალი სიჩქარის
  3. 5 Corrosion test imag

    კოროზიის
  4. 6 P/T test image

    P / T ცდა
  5. 7 General test image

    ზოგადი

სანდოობის ტესტი

გამძლეობის ტესტი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ჩვენ ვტესტავთ ჩვენს ავტომობილებს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში, მათ შორის უდაბნოში, მწველი მზის ქვეშ და -40 გრადუს ყინვაში.
  • ქალაქის პირობებში
  • უგზოობის პირობებში
  • განსაკუთრებული სიცივის პირობებში
  • განსაკუთრებული სიცხის პირობებში

მართვის გამოცდა

თქვენი ავტომობილის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე. ამ მიზნით, ჩვენს ავტომობილებს უტარდებათ ამტანობის ტესტი სხვადასხვა მძიმე კლიმატურ პირობებში, რომელშიც შეიძლება მოხვდეთ.
  • გრძელი ბორცვიანი გზა

    გრძელი ბორცვიანი გზა
    გრძელი ბორცვიანი გზა, რომელიც მხოლოდ კალიფორნიის გამოსაცდელ პოლიგონზეა, არის გამოსაცდელი გზა, რომელიც გადაჭიმულია დიდ ფართობზე 2-დან 12-მდე პროცენტიანი ზომიერი დაქანებით. მთლიანი გამოსაცდელი პოლიგონის ხედი ბორცვის წვერიდან მართლაც სუნთქვის შემკვრელად გამოიყურება. აქ ხდება Kia-ს ავტომობილების ბორცვზე ასვლის უნარისა და ავტომატური კრუიზ-პერფორმანსის ტესტირება.
  • არასაგზაო პირობები

    არასაგზაო პირობები
    კალიფორნიის გამოსაცდელ პოლიგონზე არასაგზაო პირობებში ავტომობილის ტარებისას თავს ისე იგრძნობთ, თითქოს უდაბოში გარბიხართ. როდესაც თქვენი ავტომობილი სიჩქარის მომატებისას ქვიშის მტვერს გზაზე ჰაერში აამტვერებს, თავი შეიძლება კინოს ვარსკვლავად იგრძნოთ, რომელიც ცუდ ბიჭს მისდევს. ეს გზა გამოიყენება SUV-ებისა და 4-თვლიანი ავტომობილების გამოსაცდელად.
  • გამძლეობის გამოსაცდელი გზა

    გამძლეობის გამოსაცდელი გზა
    იმ უამრავი ტიპის საგზაო ზედაპირებიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით შეხვდებით აშშ-ში, ამტანობის გამოსაცდელი გზა იმდენად უსწორმასწოროა, რომ დაახლოებით 10,000 მილის გავლა იგივე შედეგს იძლევა, რასაც დაახლოებით 60,000 მილის გავლა სტანდარტულ გზებზე. მანქანებს, რომლებიც გაივლიან ამ გამოცდას, წარუდგენენ მომხმარებლებს.
  • უნივერსალური გამოსაცდელი გზა

    უნივერსალური გამოსაცდელი გზა
    უნივერსალური გზა მარაოსავით არის გაშლილი, და როგორც სახელწოდება გვეუბნება, უამრავ ტესტს სთავაზობს მძღოლებს. ეს ტესტები მოიცავს საჭის სტაბილურობის ტესტს, დამუხრუჭების ტესტს და R&H-თან დაკავშირებულ სხვა ტესტებს, ასევე ავტომობილის გადაბრუნებასთან დაკავშირებულ შესაბამისობის ტესტს.
  • მართვის გამოსაცდელი გზა

    მართვის გამოსაცდელი გზა
    მართვის გამოსაცდელი გზა სულ მოხვეული და დაკლაკნილია მთელი ფერდობის სიგრძეზე. ამ გზაზე გამოცდას გადიან ის ავტომობილები, რომლებსაც მოუწევთ აშშ-ის მაღალ ბორცვებსა და ციცაბო მთებზე სიარული. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ავტომობილები ისევე სწრაფად რეაგირებენ, როგორც მათ მძღოლებს სურთ.
  • სწორხაზოვანი გზა

    სწორხაზოვანი გზა
    ეს გამოსაცდელი გზა გადის კალიფორნიის გამოსაცდელი პოლიგონის ყველაზე ცხელ ნაწილში; იგი მდებარეობს მოხავეს უდაბნოში და ცნობილია თავისი მომაკვდინებელი სიცხით. როდესაც გზაზე გახვალთ იგრძნობთ, თითქოს 90℃-ი იყოს.
    მიწაზე ასახული მანქანა ერთგვარი მირაჟია, რომელიც წარმოიქმნება გაცხელებული ნიადაგიდან ამოსული ბურუსით.