შინაარსზე გადასვლა
ეკო-მეგობრული ერა

ეკო-მეგობრული ერა

ეკო

ეკო-მეგობრული ავტომობილები (მწვანე ავტომობილები) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მომავალი მობილობისთვის, ხოლო ნავთობიდან ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანებზე გადასვლა უკვე ნორმად იქცა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ავტომობილების ბაზარი ყოველწლიურად ორმაგდება, მაშინ როდესაც ზოგადად საავტომობილო ბაზარი ყოველწლიურად მხოლოდ ორი პროცენტით იზრდება. ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი ორგანო მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს მუშაობას. 2017 წელს, კია მოტორსი უკე მეორე ადგილზე იყო (Hyundai Motor Company–სთან ერთად გაერთიანებული ბაზრის წილის საფუძველზე) მწვანე ავტომობილების გლობალურ ბაზარზე.

კიას ეკო-მეგობრული ბრენდი

"დინამიურთან" ერთად (Kia- ს ბრენდის კაპიტალი), "ეკო", რომელიც გულისხმობს "ეკოლოგიას" და "ეკონომიკას", ქმნის ტერმინს "ეკო დინამიური" ("მდგრადი მობილობის მანქანა"), რაც სიმბოლურად წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას ,მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის და გლობალური გარემოს განვითარებაში.

2018 წელს, კომპანიის მიზანი იყო შეენარჩუნებინა მეორე ადგილი გლობალურ ბაზარზე მწვანე ავტომობილის წარმოებაში. ამასთანავე, 2025 წლისათვის, იგეგმება მწვანე სამოდელო რიგის 16 ერთეულამდე გაზრდა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხუთი HEV, ხუთი PHEV,ხუთი EV და ერთი FCEV. 2016 და 2017 წლებში, კიამ შემოგვთავაზა Niro-ს HEV და PHEV ვერსიები, ამჟამად კი მზადებაშია Niro-ს EV ვერსია. თვალსაჩინოა, რომ ავტო ინდუსტრია დიდი სისწრაფით ვითარდება, ხოლო მწვანე მანქანები მობილობის მომავალს წარმოადგენს.

ეკო
პირველი HEV ვერსიების წარდგენის შემდეგ, რომელიც იყო დიდი ზომის ავტომანქანები Optima (K5) 2011 წელს და Cadenza (K7) 2013 წელს, კია მოტორსმა 2016 წელს, თავის სამოდელო რიგს კიდევ ერთი HEV -Niro დაამატა. მომავალში კომპანია გეგმავს HEV-ს დანერგვას ყველა სეგმენტში. Niro HEV- მა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჰიბრიდული სისტემის SUV-სთან ინტეგრირებისთვის, მსოფლიო ბაზარზე საპატიო ადგილი დაიმკვიდრა საწვავის ეფექტურობის და მცირე გამონაბოლქვის გამო. აღსანიშნავია ასევე Niro HEV– ის ბატარეა, რომელიც არამარტო უკანა სავარძლის ქვეშ არის ჭკვიანურად განთავსებული და არ იკავებს ადგილს სამგზავრო ან საბარგულის სივრცეში, არამედ სიცოცხლის ბოლომდე გარანტიის წყალობით,განსაკუთრებული სანდოობით გამოირჩევა.

2017 წელს, Niro ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო კორეაში, ხოლო მეორე ყველაზე გაყიდვადი HEV ამერიკის მწვანე ავტომობილების ბაზარზე.

თავიდანვე ექსკლუზიურად შექმნილი, როგორც ეკო მეგობრულ პროდუქტი, Niro ეტაპობრივად ჩნდება ბაზარზე ჰიბრიდული, ელექტრო+ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ვერსიებით. 2016 წელს ჰიბრიდული ვარიანტის გამოჩენას მოჰყვა 2017 წელს ელექტრო+ ჰიბრიდული ვერსია.
ელექტრო
კია მოტორსმა პირველი ელექტრო ავტომობილი Ray EV 2011 წელს გამოუშვა, რასაც 2014 წელს Soul EV მოყვა. ამის შემდეგ, თითეული მოდელი ყოველ წლიურად განიცდის ცვლილებას. 2018 წელს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დიაპაზონის წყალობით, ბატარეის სისტემის მოდულის სეგმენტაციის შედეგად, სიმძლავრე 5კვტ.სთ.-მდე იქნა დაყვანილი, ხოლო წონის თანაბრად გადანაწილებით გაიზარდა ბატარეის დატვირთვის სიმძლავრე.

მომხმარებლის საჭიროების მიხედვით, კია მოტორსი გეგმავს ელექტრო ავტომობილების დიაპაზონის ორ კატეგორიად დაყოფას:მცირე მანძილის გასავლელად და დიდი მანძილის გასავლელად. ორივე კატეგორიის ავტომობილი გამორჩეული იქნება სწრაფად დატენვის შესაძლებლობის წყალობით. ამჟამად, მაღალი ძაბვის სისტემა დამუშავების პროცესშია. კომპანია ასევე მონაწილეობს მაღალი ძაბვის სწრაფი დამტენების სტანდარტების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტრული სატრანსპორტო საშუალებების გავრცელებას.

FCEV (Fuel Cell Electric Vehicle) არის ელექტო მობილი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოქმნისას ეყრდნობა საწვავის უჯრედს, რომელიც ჰაერიდან ჟანგბადის და შეკუმშული წყალბადის გამოყენებით ამუშავებს ძრავს. შედეგად, ‘გამონაბოლქვი’ მხოლოდ წყალია. მიუხედავად მათი სწრაფი დატენვის შესაძლებლობებისა, წყალბადზე დატენვის ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ ხელი შეუშალა FCEV– ს წარმატებას ბაზარზე. ბაზრის ზრდასთან ერთად, FCEV-ი კლასიფიცირდება, როგორც მომავლის ეკო მეგობრული ავტო საშუალებები. კია მოტორსი 1998 წლიდან ახორციელებს საწვავის უჯრედების ტექნოლოგიის განვითარებას. 2003 წელს პირველი თაობის Mohave FCEV- ის გამოშვების შემდეგ, მეორე თაობის მოდელი საპილოტე ოპერაციაშია 2008 წლიდან. ავტომობილს შეუძლია სრულად დატენილი ბატარეით და მაქსიმალური სიჩქარით 160 კმ/სთ-ით, 690 კილომეტრამდე გავლა.