შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. შეკითხვები>
  4. რა უნდა იყოს წნევის დონე ჩემი ავტომობილის სავურავებში?

რა უნდა იყოს წნევის დონე ჩემი ავტომობილის სავურავებში?

”საბურავების რეკომენდებული წნევა მოცემულია ავტომობილების წიგნაკებში და საბურავის ეტიკეტზე. ჩვეულებრივ, ეს არის 30 psi მცირე, 36 psi საშუალო, ხოლო დიდი მანქანისთვის 42 psi.”

საბურავის რეკომენდირებული წნევა განსხვავებულია ავტომობილის და მისი საბურავის ზომის მიხედვით. ჩვეულებრივ,  თითოეული სეგმენტის ნორმალურ ზომებზე დაყრდნობით, მცირე ზომის ავტომობილში საჭიროა 30 psi, საშუალო ზომისათვის 36 psi, ხოლო დიდი ავტომობილებისათვის 42 psi.

 გაითვალისწინეთ, რომ "თბილ" საბურავებში წნევა, როგორც წესი 4-6 psi-თ აღემატება "ცივი" საბურავების წნევას.

 

 საბურავი მიიჩნევა "ცივად", თუ თქვენი ავტომობილი გაუნძრევლად იდგა 3 საათის განმავლობაში, ან თქვენ გაიარეთ არაუმეტეს 1.6 კმ.სა.

 

თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდებული ცივი საბურავის წნევა შეგიძლიათ იხილოთ მფლობელის წიგნაკში და საბურავის ეტიკეტზე.

 საბურავები ზედმეტი,ან ძალიან მცირე წნევით არათანაბრად იცვითება. არათანაბრად გაცვეთილმა საბურავებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცუდი მართვა, ავტომობზე კონტროლის დაკარგვა და საბურავების უეცარი დაშვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უბედური შემთხვევები, დაზიანებები და სიკვდილიც კი. ასე რომ, რეკომენდირებულია საბურავების თვეში ერთხელ შემოწმება შემდეგი წესების დაცვით:  

 

1) შეამოწმეთ საბურავები ცივ მდგომარეობაში, საზომი ხელსაწყოს დახმარებით.

- თქვენ ვერ იტყვით საბურავებში წნევის დონე სწორია თუ არა, მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით.

2) მოხსენით საბურავის სარქველს თავსახური

3)  წნევის გასაზომად, დააჭირეთ საზომი ხელსაწყო ღია სარქველს. თუ არსებული წნევა ემთხვევა რეკომენდირებულს, მაშინ ყველაფერი რიგზეა.

4)თუ წნევა ძალიან დაბალია, დაამატეთ ჰაერი სანამ არ მიაღწევთ რეკომენდებულ წნევას.

თუ წნევა ძალიან მაღალია, გამოუშვით ჰაერი საბურავის სარქველის ცენტრში ლითონის ზოლზე დაჭერით.

5) კიდევ ერთხელ შეამოწმეთ წნევა საბურავის წნევის საზომი მოწყობილობის საშუალებით.

6)დარწმუნდით, რომ სარქველს სახურავს კარგად მოუჭირეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჰაერის გაჟონვა და დაიცვათ მტვერისა და ნესტისაგან.