მენიუს გახსნა
''სტანდარტული ტექნიკური მომსახურება გახლავთ ავტომობილის შიდა და გარე ნაწილების პერიოდულად შემოწმება, რაც ემსახურება ავარიებისა და გაფუჭებული ნაწილების გამო ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილებას''
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის რეგულარული შემოწმება შესაძლოა, მოსაწყენ საქმედ გვეჩვენებოდეს, ეს ავტომობილის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საარსებოდ მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულია მცირე ინფორმაცია იმ ნაწილების შესახებ, რომელიც რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ან იცვლებოდეს.
რაც შეეხება ავტომობილის მოვლის გეგმასა და პროცედურებს - თქვენმა ავტომობილმა ყოველი დამატებითი 3,000 მილის (დაახლოებით 5,000 კილომეტრი) გავლის შემდეგ, ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს. ამ წესის გარდა, ავტომობილმა, ასევე, უნდა გაიაროს ყოველთვიური შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, რომ ფარები გამართულად მუშაობს, სავსეა საქარე მინის სითხე, საბურავების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის დონე ნორმაშია, საჭის გამაძლიერებელი სითხე საკმარისია, ასევე, მწყობრშია ძრავის ფილტრი, ღვედები, შლანგები და აკუმულატორის ბატარეა.
როდესაც ავტომობილის განვლილი მანძილი მიაღწევს 3,000 მილს (დაახლოებით 5,000 კილომეტრი), უნდა შემოწმდეს ძრავის ზეთი, მინის საწმენდები და კონდიცირების სისტემა. ძრავის ზეთის შემოწმებისას, შეამოწმეთ ზეთის სიბლანტე და ფერი. თუ კი ზეთი არ არის წებოვანი და, ამასთან, გაშავებულია, ეს მანიშნებელია იმისა, რომ იგი უნდა გამოიცვალოს. ყურადღება მიაქციეთ ჰაერის კონდიციონერის ფილტრსაც. კონდიციონერები ხშირად ატენიანებენ გამოშვებულ ჰაერს, რაც ხელსაყრელი პირობაა ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად. მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონდიციონერის ფილტრი რეგულარულად შემოწმდეს. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მინის საწმენდებს, რადგან ავტომობილის მართვისას ძალიან მნიშვნელოვანია, გზას ნათლად და თავისუფლად ხედავდეთ.
თუ კი თქვენს ავტომობილს გავლილი აქვს 6,000 მილი (10,000 კილომეტრი), შეცვალეთ წინა და უკანა საბურავების პოზიციები, ვინაიდან მათ თქვენი მანქანის მართვის ჩვევებიდან გამომდინარე, განსხვავებული ცვეთა აქვთ. როდესაც გავლილი მანძილის ამ ნიშნულს მიაღწევთ, მნიშვნელოვანია საბურავის ბალანსის შემოწმებაც, რადგან ეს ხელს უწყობს სიმძიმის ცენტრის გათანაბრებას. საჭის ვიბრაცია და ხისტი მართვა საბურავის ბალანსის მწყობრში არ ყოფნის მანიშნებელია. ამ დროს, ასევე, მნიშვნელოვანია შასის შეზეთვა.
12,000 მილის (დაახლოებით, 20,000 კილომეტრი) გავლის შემდეგ, უნდა შემოწმდეს მუხრუჭები, სამუხრუჭე ხუნდები, ხუნდის საფენი, სამუხრუჭე დისკი და დოლი, ასევე, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სითხე. სამუხრუჭე სითხის შესამოწმებლად და წყლის შემცვლობის დასადგენად, გამოიყენეთ სამუხრუჭე სითხის საზომი ხელსაწყო. თუ კი წყლის შემადგენლობა მაღალია, ამან შესაძლოა, სამუხრუჭე პრობლემები გამოიწვიოს.
25,000 მილის (დაახლოებით, 40,000 კილომეტრი) გავლის შემდეგ, დარწმუნდით, რომ საბურავები შესაბამისად არის განთავსებული, ასევე, შეცვალეთ ანტიფრიზისა და გადაცემათა კოლოფის სითხე. როგორც მისი სახელი გვეუბნება, ანტიფრიზი ხელს უშლის წყლის გაყინვას, ის, ასევე, ავტომობილს იცავს კოროზიისა და დაბინძურებისგან. იმისათვის, რომ ძრავის ტემპერატურა მუდმივად შენარჩუნდეს, სითხის შეცვლის გარდა აუცილებელია მისი პერიოდულად შემოწმებაც, განსაკუთრებით, ზამთრის თვეებში. ანტიფრიზის შეცვლისას, რეკომენდებულია 50% წყლისა და 50% ანტიფრიზის შეზავება, მაგრამ უმჯობესია, თქვენი ავტომობილის ინსტრუქციებით იხელმძღვანელოთ.