მენიუს გახსნა
''მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს'. ჩვენი ახალი ლოზუნგი წარმოაჩენს ჩვენს შეხედულებას, რომ მოძრაობის უნარი არის პროგრესის შექმნის უმთავრესი ნაწილი და შთააგონებს იდეებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს გარშემო მყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებას.”
ჩვენი ბრენდის რებრენდინგამდე, ჩვენი კომპანია მოღვაწეობდა შემდეგი სახელის ქვეშ ‘’Kia Worldwide’’ და იყენებდა ლოზუნგს ’’ძალა, რომელიც გაგაოცებთ’’. 2005 წლიდან მოყოლებული, ამ ლოზუნგმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ბრენდის ინდივიდუალურობაში და ხელი შეგვიწყო ჩამოვყალიბებულიყავით ისეთად, როგორიც დღეს ვართ. ამ ლოზუნგის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აგვეხსნა, თუ როგორ აკვირვებს ჩვენი ბრენდი მომხმარებლებს და აჭარბებს მათ მოლოდინს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ ავტომობილი, რომელიც არამხოლოდ ხარისხიანად ასრულებს თავის სამუშაოს, არამედ ანცვიფრებს მომხმარებლებს და ერგება ნებისმიერ ინდივიდს. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ჩვენ ვიგრძენით განვითარების აუცილებლობა, რის გამოც სიამაყით წარმოგიდგენთ კიას ახალ ლოგოსა და ლოზუნგს.
ჩვენი ამბიციების წარმოსაჩენად, გავხდეთ არა მხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი, არამედ- მთავარი მოთამაშე მომავალი მობილობის სფეროში, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩაგვეტარებინა ჩვენს ბრენდთან დაკავშირებული ბიზნესის ყველა ასპექტის რეკონსტრუქცია. ამის განხორციელება დავიწყეთ ახალი ლოგოს წარდგენით, შემდეგ კი გაგაცანით ჩვენი ახალი ლოზუნგი ‘’ მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს’’.
ახალი ლოგო და ლოზუნგი კიას ახალი ეპოქის დასაწყისს წარმოადგენს. მოძრაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის შთაგონების წყაროა, რომელიც განვითარებისკენ გვიბიძგებს; ის გვაძლევს საშუალებას, შევხვდეთ და გავიცნოთ ადამიანები, მივიღოთ ახალი გამოცდილება და გამოწვევები. ჩვენ გვწამს, რომ მობილურობა არის წინსვლის გზა და მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებას. მოძრაობა წარმოშობს იდეებს; ამიტომაც, კიას გუნდი, ზრუნავს, შექმნას შენზე მორგებული სივრცე, რომელიც შთაგაგონებს და გიბიძგებს შენი იდეების განხორციელებისკენ.