შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის საწვავის ეკონომიურობა?

რა არის საწვავის ეკონომიურობა?

'' საწვავის ეკონომიურობა გახლავთ საზომი იმისა, თუ რა მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს საწვავის კონკრეტული რაოდენობით.''

 

საწვავის ეკონომიურობა გახლავთ საზომი იმისა, თუ რა მანძილის გავლა შეუძლია ავტომობილს საწვავის კონკრეტული რაოდენობით. ამერიკაში ამას ეძახიან ‘’მილებს გალონზე’’ (ანუ ერთი გალონი საწვავის დახარჯვით გავლილი მანძილი მილებში \ mpg). ავტომობილები, რომლებიც უკეთესი საწვავის ეკონომიით გამოირჩევიან, სამუშაოს შესრულებისთვის ნაკლებ ბენზინს მოიხმარენ. ეკონომიური მანქანის არჩევას თან სდევს მრავალი უპირატესობა: საწვავზე ნაკლები თანხის დახარჯვა, ზეთის არ შეცვლა და ა.შ. მოდით, ვისაუბროთ, რატომ არის ეკონომიურობა მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის შეძენისას და განვიხილოთ ამგვარი მანქანის სასარგებლო მახასიათებლები.

 

ფულის დაზოგვა

ვინაიდან საწვავის ფასებმა საკმაოდ მოიმატა, ალბათ, დროა, ამ მხრივ ფულის დაზოგვაზე იფიქროთ. ავტომობილის საწვავის ეკონომიურობა ყველაზე დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგოთ  საწვავში. ეკონომისტების გამოთვლებით, თქვენ 5 წელიწადში შეგიძლიათ, 4,500 USD დაზოგოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილის საწვავის ეფექტურობა 20 mpg-ს მაგივრად, 30 mpg გახლავთ. მაშასადამე, თუ კი თქვენ ეკონომიურ მანქანას ატარებთ, არამარტო ფულის დაზოგვის შესაძლებლობა გაქვთ, არამედ- ამ ფულის ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან რამეში დახარჯვა შეგეძლებათ.

 

ნაკლები ზეთის გამოყენება

სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი მანქანების 70% მოიხმარს ზეთს, რაც ქვეყანაში არსებული გამონაბოლქვის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს, ეს კი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. გარდა ამისა, 2014 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 120 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა უცხოეთიდან ჩამოტანილ ზეთში, რისი უმეტესობაც იმპორტირებული გახლდათ შუა აღმოსავლეთიდან. საწვავის ეკონომიურობის მაღალმაჩვენებლიანი ავტომობილის ფლობით, თქვენ შეამცირებთ ზეთის მოხმარებას და დაზოგავთ, როგორც საკუთარ ფულს, ისე- ქვეყნის ბიუჯეტს.

 

შეამოწმეთ რამდენად პატარა ძრავა აქვს

თუ კი ეძებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ ავტომობილს, რომელიც შემოგთავაზებთ საწვავის ეკონომიურობას, არსებობს მანქანები, რომელიც, ძრავის ფართობის შემცირების ტექნოლოგიის განვითარების წყალობით, აღჭურვილია შედარებით პატარა ზომის ძრავებით. ძრავის ზომის შემცირება გახლავთ ყველაზე ეფექტური გზა საწვავის ეკონომიურობის მისაღწევად. ამ ტექნოლოგიის დროს, როგორც წესი, ავტომობილის სიმძლავრის შესანარჩუნებლად, იყენებენ ტურბოჩაბერვიან ძრავას. ამ ტექნოლოგიის წყალობით, ავტომანქანა გვთავაზობს შესანიშნავ მანევრულობასა და სამუშაოს შესრულების უკეთეს ხარისხს და, ამავდროულად, ინარჩუნებს საწვავის ეკონომიურობასაც; ზუსტად ეს გახლავთ ამ ტიპის ავტომობილების პოპულარობის მიზეზი.

 

რამდენად მსუბუქ მასალებს იყენებს ავტომობილი?

მანქანის ნაწილებისთვის მსუბუქი მასალების გამოყენება ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურობას. ბოლო წლებში, მრავალი მაღალი კლასის მანქანა იყენებს მსუბუქ მასალებს იმისათვის, რომ მათი ეკონომიურობა გაუმჯობესდეს და კონკურენტუნარიანობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დახვეწასა და შემსუბუქებასაც ავტომწარმოებლები ცდილობენ, გახლავთ პოლიმერული ნანოკომპოზიტი. ეს მასალა ცნობილია, როგორც მარტივად დამუშავებადი და მას აქვს უნარი საგრძნობლად გაზარდოს საწვავის ეკონომიურობა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი მასალები გვთავაზობენ საწვავის ეფექტურობის მკვეთრად გაუმჯობესებას, მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააკმაყოფილონ გამძლეობის მოთხოვნები, რის შემდეგაც ისინი გამოყენებული იქნება ავტომობილებზე.

 

აეროდინამიკული ავტომობილები

როდესაც ვსაუბრობთ საწვავის ეფექტურობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ მანქანის ფორმაც ამის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მანქანის ფორმაზე დამოკიდებულია ის, თუ როგორ მოძრაობს მის გარშემო ჰაერი და ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. მომრგვალებული ფორმის ავტომობილი, ჰაერს  უფრო მარტივად აპობს, ვიდრე- ყუთის ფორმის მანქანა. ამას ეძახიან ავტომობილის აეროდინამიკულობას. მაშასადამე, მაქსიმალურად აეროდინამიკული გარეგნობის მანქანის შერჩევა, საწვავის დაზოგვაში შეგიწყობთ ხელს. ასევე, ამგვარი გარეგნობის ავტომობილები გამოირჩევიან სპორტული და ელეგანტური გარეგნობით.

 

ყურადღება მიაქციეთ ელექტრულ და ჰიბრიდულ ავტომობილებს

ელექტრო(EVs)  ან ჰიბრიდული მანქანები სტანდარტულ ავტომობილებზე გაცილებით უფრო ეკონომიურები არიან. როგორც წესი, ისინი, სტანდარტულ ავტომობილებთან შედარებით, 30 პროცენტით ნაკლებ საწვავს ხარჯავენ. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტი ავტომწარმოებელი ამახვილებს ამგვარი ავტომობილების წარმოებაზე ყურადღებას. კია გვთავაზობს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ფართო არჩევანს; მაგალითად Kia e-Niro ან Kia Niro Plug-In Hybrid. e-Niro იყენებს ბატარეას და ელექტრო ძრავას, იმისათვის, რომ, დაბინძურებისა და გამონაბოლქვის გარეშე, შემოგთავაზოთ შესანიშნავი მართვა. ამ ავტომობილმა შესაძლოა, 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 8,400 აშშ დოლარი დაგაზოგინოთ. რაც შეეხება Niro Plug-In Hybrid-ს, იგი უზრუნველყოფილია ბატარეის, ბენზინის ძრავისა და ელექტრო ძრავის კომბინაციით. ამის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ, ეს ავტომობილი მართოთ მინიმალური დანახარჯით და ნოლი დაბინძურებითა და გამონაბოლქვით.