შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის კრუიზ კონტროლი?

რა არის კრუიზ კონტროლი?

” კრუიზ კონტროლი საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ არჩეული სიჩქარე, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერის გარეშე".

 

საკრუიზო კონტროლი არის ფუნქცია, რომელიც გამოგადგებათ, როდესაც მუდმივი სიჩქარით მოძრაობთ. ეს არის ელექტრო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ გარკვეული სიჩქარე და არ გამოიყენოთ აჩქარების პედალი. მისი გამოყენება ხელსაყრელია როგორც გრძელ გზაზე დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საწვავის დაზოგვის მიზნით.  ავტომობილი გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს სტაბილური სიჩქარით მოძრაობისას, ვიდრე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე აჩქარებისას.

 

დღესდღეობით,  საკრუიზო კონტროლის წამყვანი სისტემა ადაპტაციური საკრუიზო კონტროლია და თითქმის ყველა ავტომობილი აღჭურვილია ამ ჭკვიანი სისტემით. ისევე, როგორც ჩვეულებრივი საკრუიზო კონტროლი, ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი საშუალებას გაძლევთ დააყენოთ სასურველი მგზავრობის სიჩქარე. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი  წინა სენსორების დახმარებით, ინარჩუნებს უსაფრთხო მანძილს თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის.  მაგალითად, თუ წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება იწყებს შენელებას, კრუიზ კონტროლი იყენებს ძრავის მუხრუჭს, ავტომატურად ანელებს თქვენს ავტომობილს და ინარჩუნებს შერჩეულ მანძილს.  ეს სისტემა არ არის სრულად ავტონომიური, რადგან საჭიროა რომ სრულად აკონტროლებდეთ საჭეს, მაგრამ ეს არის ნაბიჯი ავტომონიური მობილობისაკენ.     

 ჩვეულებრივ, კრუიზ კონტროლის ღილაკები საჭის მარჯვენა მხარესაა. მისი მართვისთვის საჭირო ძირითადი ღილაკებია: 

 

კრუიზ კონტროლის გასააქტიურებლად, გამოიყენეთ ON/OFF ღილაკები. 

 

Res +:  დააჭირეთ ამ ღილაკს სიჩქარის გასაზრდელად. ყოველ დაჭერაზე, ავტომობილი აჩქარდება 1 mph-ით.  

 

Set -: ეს ღილაკი ამცირებს არჩეულ სიჩქარეს. ყოველ დაჭერაზე, ავტომობილის სიჩქარე შემცირდება 1 mph-ით.  როდესაც სასურველ სიჩქარეს მიაღწევთ, დააჭირეთ Set ღილაკს. მას შემდეგ რაც კრუიზ კონტროლის ღილაკი სამართავ პანელზე გამოჩნდება, აიღეთ ფეხი აჩქარების პედალიდან და ავტომობილი მოძრაობას შერჩეული სიჩქარით გააგრძელებს.  

Cancel:  საჭიროებისამებრ, გააუქმეთ კრუიზ კონტროლის სისტემა ღილაკზე თითის დაჭერით, ან ფეხის მუხრუჭის გამოყენებით. 

 


 რამდენადაც უსაფრთხოა კრუიზ კონტროლი, არსებობს შემთხვევაბი, როდესაც მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. 

  • სველ გზაზე კრუიზ კონტროლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული და საფრთხის შემცველია.
  • პიკის საათებში უმჯობესია საკრუიზო სისტემის გამორთვა. 
  • რთულ მოსახვევებიან გზებზე არ უნდა გამოიყენოთ საკრუიზო კონტროლი. გაითვალისწინეთ, რომ საკრუიზო კონტროლი, პირველ რიგში, შექმნილია იმისთვის, რომ საშუალება გქონდეთ დანიშნული სიჩქარით იმოძრაოთ მაგისტრალზე. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია არ გამოიყენოთ იგი.