შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის სედანი?

რა არის სედანი?

'' სედანი გახლავთ სამგზავრო ავტომობილი, რომელიც შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: ძრავა, სამგზავრო სივრცე და საბარგული. მანქანის დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობასა და ინტერიერის საკმაო სივრცეს.''

 

სედანი ხასიათდება, როგორც სამგზავრო ავტომობილი, რომელიც შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: ძრავა, სამგზავრო სივრცე და საბარგული. სამივე მათგანი ერთმანეთისგან არის გამოყოფილი და სხვადასხვა დახურულ სივრცეშია მოთავსებული. ავტომობილის ეს სამ ნაწილიანი განლაგება ყველაზე პოპულარულია.

 

სედანი, უმეტესად, შედგება ოთხი კარისა და დასაჯდომი ადგილების ორი რიგისგან. ოთხი ან ხუთი მგზავრის დატევის უნარი სედანს კომფორტულსა და ტევადს ხდის. მოიაზრება, რომ სიტყვა ‘’სედანი’’ მომდინარეობს ლათინური სიტყვა "sedere"- დან, რაც ‘’დაჯდომას’’ ნიშნავს. აშკარაა, რომ სედანი ამართლებს ამ სახელწოდებას, რადგანაც ეს ავტომანქანა ასოცირებულია მშვიდ მგზავრობასა და კომფორტთან, რაც A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილებას მეტად სასიამოვნოს ხდის.

 

ავტომობილის სამყაროს განვითარებასა და დახვეწასთან ერთად, სედანის დიზაინიც საკმაოდ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სედანის ნებისმიერი ტიპი ადამიანთა უმეტესობისათვის შესაფერისი იქნებოდა, ცუდი არ იქნება, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, გადავხედოთ და განვიხილოთ თითოეული მათგანი. ზოგადად, არსებობს სედანის 4 ტიპი; ქვემოთ მოცემულია თითოეულის მახასიათებლები.

 

 

კომპაქტური სედანი

პატარა სედანი გახლავთ სედანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია. როგორც მიხვდით, ეს გახლავთ შედარებით პატარა ზომის ავტომანქანა, რომელიც გამოირჩევა კომფორტისა და უსაფრთხოების შესანიშნავი მახასიათებლებით. ამგვარი ტიპის სედანები, ხშირად, გვთავაზობენ სწრაფი მოძრაობის უნარსა და, დიდი ზომის სედანებთან შედარებით, უკეთეს საწვავის ეკონომიას. გარდა ამისა, ისინი შედარებით უფრო ხელმისაწვდომია.

 

 

საშუალო ზომის სედანი

საშუალო ზომის სედანი უკეთესი ვარიანტი გახლავთ ოჯახისა ან მათთვის, ვისაც მეტი სატვირთო სივრცე სჭირდება. ის გვთავაზობს საკმაო ფართობს იმისათვის, რომ 5 მგზავრი კომფორტულად მოთავსდეს. საშუალო ზომის სედანს, სალონის დამატებითი სივრცის გამო, აქვს მეტი შესაძლებლობა, ავარიის შემთხვევაში უკეთესად დაიცვას მგზავრი და შეამციროს სერიოზული დაზიანებების მიღების შანსი.

 

 

ლაქშერი სედანი

მაღალი კლასის სედანზე საუბრისას, აუცილებელია, ითქვას, რომ მისი ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ სამუშაოს შესრულების ხარისხი და დახვეწილი დიზაინი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მაღალი კლასის სედანი აღჭურვილია მრავალი ცხენის ძალით, თვალის მომჭრელი ინტერიერით, თანამედროვე ტექნოლოგიითა და საკმაოდ ტევადი სამგზავრო სალონით. დროის გასვლასთან ერთად, მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ამ ავტომობილის შეძენა გახლავთ ინვესტიცია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, ბოლო წლებში მაღალი კლასის სედანის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. ამის მაგალითია, რომ ორმა მაღალი კლასის საავტომობილო ბრენდმა 2016 წელს სულ გაყიდა 893,600 მაღალი კლასის სედანი, რაც საერთო გაყიდვების დაახლოებით 28 პროცენტია.

 

 

სპორტული სედანი

სპორტული სედანის კონცეფცია გახლავთ ის, რომ იგი აღჭურვილია 4 კარით, მაგრამ სამუშაოს შესრულების ისეთივე მაჩვენებელი აქვს, რაც- ნებისმიერ სპორტულ მანქანას. აღჭურვილი უხვი ცხენისძალითა და მაბრუნებელი მომენტით, სპორტული სედანი, კომფორტთან და სიამოვნებასთან ერთად, უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ სისწრაფეს. თანამედროვე დროში, ავტომწარმოებლები, სპორტულ სედანებში სულ უფრო ხშირად იყენებენ ტურბოკომპრესორს, რაც ამცირებს ძრავის მოცულობასა და წონას, ეს კი იწვევს ნაკლებ გამონაბოლქვსა და უკეთეს საწვავის ეკონომიას.