შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რა არის საშუალო ზომის SUV?

რა არის საშუალო ზომის SUV?

'' საშუალო ზომის SUV გახლავთ 2 ან 3 სავარძლის რიგიანი ავტომობილი, რომელიც სრულგაბარიტიანსა და კომპაქტურ SUV-ს შორის დგას და რომელიც ბევრი ოჯახისთვის ავტომობილის ზომის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს.''

 

მოკლედ რომ ვთქვათ,  საშუალო ზომის SUV არის მანქანა, რომელიც სრულგაბარიტიანსა და კომპაქტურ SUV-ს შორის დგას. მისი პრაქტიკულობისა და ეფექტურობის გამო, საშუალო ზომის SUV ბოლო წლებში, ავტობაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი გახდა. საშუალო ზომის SUV, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა  ხართ თუ ზრდასრული, მარტოხელა თუ დაოჯახებული, ეს ავტომობილი გთავაზობთ საკმარის შიდა სივრცეს და ისეთ გაბარიტებს, რომ ავტოსადგომზე მანქანის გაჩერება არ გაგიჭირდეთ.

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ SUV აგებულია უჩარჩოო ძარის კონსტრუქციაზე, საშუალო ზომის SUV-ების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. მისი მსუბუქი ავტომანქანის მაგვარი მანევრულობა და, სრულგაბარიტიან SUV-თან შედარებით, უკეთესი საწვავის ეკონომია, გახლავთ ის მთავარი მიზეზები, რის გამოც, ხშირად, მძღოლები ამ ავტომობილზე აჩერებენ არჩევანს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მახასიათებელი, რითიც საშუალო ზომის SUV მომხმარებლის კეთილგანწყობას იმსახურებს.

 

საკმარისი ქლირენსი

მართვის ამაღლებული პოზიცია SUV-ის ავტომობილების სიმბოლოდ იქცა. როდესაც ადამიანები სედანსა და SUV- ს შორის არჩევანს აკეთებენ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მძღოლების უმეტესობა უპირატესობას SUV-ის ანიჭებს, მძღოლის სავარძლის პოზიციის სიმაღლის მრავალფეროვნება გახლავთ. ეს საშუალებას იძლევა, ნებისმიერ საგზაო პირობებში, გქონდეთ უკეთესი ხილვადობა და გზის უკეთესი კონტროლი. გარდა ამისა, სავარძლის სიმაღლე გიტოვებთ მეტ დაცულობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.

 

განსხვავებული სტილი

არსებობს წარმოდგენა, რომ SUV მოსაწყენად და არამიმზიდველად გამოიყურება, მისი ზედმეტად დიდი ზომისა და დიზაინის გამო, რომელიც ყუთს მოგაგონებთ. მისი დიზაინის დასახვეწად და ამგვარი შეხედულების უარსაყოფად, ავტომწარმოებლები ცდილობენ, დახვეწონ SUV-ის ტიპის მანქანები, მოამრგვალონ მისი ფორმები და შესძინონ სპორტული იერი. საშუალო ზომის SUV შეიძლება, არ არის ყველაზე ელეგანტური გარეგნობის მქონე ავტომობილი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მაინც გამოირჩევა თანამედროვე აეროდინამიკური დიზაინითა და დახვეწილი სალონით.

 

დიდი შიდა სივრცე

საშუალო ზომის SUV, განსაკუთრებით ის, რომელიც აღჭურვილია დასაჯდომი ადგილების მესამე რიგით, შესანიშნავი არჩევანია თუ კი ეძებთ საკმაო სივრციან ავტომობილს კომფორტული სავარძლებით. გარდა მგზავრებისთვის განკუთვნილი დიდი სივრცისა, ამ ავტომობილს აქვს საკმაოდ ღრმა ბარგის სივრცე, რაც საოჯახო მოგზაურობებისთვისა და სპორტული აქტივობებისთვის ხელსაყრელი და ძალზედ გამოსადეგია.

თუ კი გაინტერესებთ, SUV-ის რომელი მოდელი გამოირჩევა სხვებისგან, ქვემოთ მოცემულია ის მთავარი ფაქტორები, რაც ამის დადგენაში დაგეხმარებათ.

 

საწვავი ეკონომიურობა

მათთვის, ვინც ეძებს საშუალო ზომის SUV-ის, რომელიც გამორჩეულია შედარებით დიდი ზომის SUV-ებისგან, ვარიანტების სიის შემოკლებაში საწვავის ეკონომიურობის მაჩვენებლებიც დაგეხმარებათ. მიუხედავად მისი რეპუტაციისა, რომ ეს ავტომობილი ნაკლებად ეკონომიურია, არსებობს მრავალი საშუალო ზომის  SUV, რომელიც, განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით, გვთავაზობს საწვავის საკმაოდ კარგ ეკონომიურ მოხმარებას. ზოგიერთი საშუალო ზომის SUV აღჭურვილია 6 ცილინდრიანი V -სებრი ძრავით, რაც ავტომობილს უზრუნველყოფს საკმაო სიმძლავრით და, ამასთან, 8 ცილინდრიან v-სებრ ძრავასთან შედარებით, უკეთესი საწვავის ეკონომიითაც გამოირჩევა. საბოლოო ჯამში, ამ საშუალო ზომის SUV-ის წყალობით, სხვა აუცილებელ მახასიათებლებზე უარის თქმის გარეშე გექნებათ საკმაო სივრცე და კომფორტი.

 

უსაფრთხოების მახასიათებლები

თუ კი ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც ხშირია თოვლი და გზებიც ხშირად იყინება, თქვენ დაგჭირდებათ სრულამძრავიანი საშუალო ზომის SUV, რომელიც დაგიცავთ მოსალოდნელი საფრთხეებისგან. ვინაიდან, საშუალო ზომის SUV-ს აქვს დიდი ზომის საგზაო ღრეჩო, მას აქვს შესაძლებლობა, საბურავის ღარების თოვლით ამოვსების გარეშე, გაიაროს თოვლიანი ადგილი. სრულამძრავიანი სისტემის გარდა, ბევრ საშუალო ზომის SUV უზრუნველყოფილია თანამედროვე უსაფრთხოების მახასიათებლებით, როგორიც არის- მძღოლის გაფრთხილება გზის უხილავი ნაწილის შესახებ, დამუხრუჭების ავტომატური სისტემა და ა.შ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ისეთ მოდელებს, რომლებიც NHTSA მიერ კარგად არის შეფასებული.

 

შიდა სივრცის კომფორტულობა

როდესაც ოჯახისთვის ყიდულობთ საშუალო ზომის SUV-ის, აუცილებელია პირობაა, რომ ავტომობილს ჰქონდეს კომფორტული სავარძნელი და საკმაო სივრცე. მაგალითად კია ტელურიდი (საშუალო ზომის SUV), გაწყობილია სამი რიგი რბილი სავარძლებით, რასაც თან ახლავს დიდი ზომის საბარგული. ასევე, ის უზრუნველყოფილია ისეთი მახასიათებლებით, რაც მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის (მაგალითად, 8 ინჩიანი მონიტორი და სმარტფონის დაკავშირების უნარი). გარდა ამისა, ჩინეთში წარმოებული SUV- Kia KX7 , თანამედროვე ტექნოლოგიების, მუშაობის შესრულების ხარისხისა და ელეგანტური გარეგნობის ნათელი მაგალითია.