შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. შეიძლება თუ არა ღამით ელექტრო ავტომობილის რეგულარული დამუხტვა?

შეიძლება თუ არა ღამით ელექტრო ავტომობილის რეგულარული დამუხტვა?

“ყოველ ღამით ავტომობილის დამუხტვის საჭიროება არ არსებობს. საშუალო დღიური გარბენი შეადგენს 37 მილს ანუ 59,9 კმ-ს, რაც უახლესი მოდელების ბატარეის სასვლო მარაგის ადეკვატურია.”

ელექტრო ავტომობილების მფლობელებს ხშირად ეუფლება შიში იმის გამო, რომ მათი ავტომობილის ბატარეის რესურსმა შესაძლოა ვერ დაფაროს გასავლელი დისტანცია, რაც რეალურად დემოტივაციის ფაქტორს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილების პოტენციური მყიდველებისთვის.  

სტატისტიკურად მძღოლების უმეტესობა დღის განმავლობაში გადის საშუალოდ 37 მილს / 59,5 კმ-ს. უახლესი ელექტრო ავტომობილების გარბენის რესურსი მთლიან დამუხტვაზე კი შეადგენს 200 მილს (322კმ), რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილებს თავისუფლად შეუძლიათ დღიური მანძილის დაფარვა. ელექტრო ავტომობილის მფლობელები მუხტავენ თავიანთ ავტომობილებს სახლის პირობებში ღამით. რეალურად, ბატარეას არ სჭირდება ყოველ ღამით რეგულარული დამუხტვა.  თანამედროვე ელექტრო ბატარეებს შეუძლიათ მუხტის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც რამდენიმე ღამის დამუხტვის გამოტოვების საშუალებასაც კი იძლევა. გარდა ამისა სულ უფრო ვითარდება გარე დამტენი სადგურების ინფრასტუქტურაც, სადაც შეგიძლიათ მარტივად დატენოთ თქვენი ავტომობილი საჭიროების შემთხვევაში. მოკლედ რომ ვთქვათ, არ არის საჭირო ნერვიულობა იმაზე, რომ თქვენი ავტომობილი შესაძლოა გაჩერდეს შუა გზაზე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა მისი ბატარეა წინა ღამით არ დამუხტულა.