შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. ძრავა მოტორია?

ძრავა მოტორია?

“ამ ორს შორის განსხვავება იმაშია, რომ მოტორი მუშაობს ელექტროენერგიაზე, ხოლო ძრავა საწვავზე. ძრავა საწვავის სხვადასხვა ფორმას მექანიკურ ძალად გარდაქმნის, მაშინ როდესაც მოტორი ელექტროენერგიას მექანიკურ ენერგიად გადააქცევს.”

რა არის მოტორი?

იმის გასაგებად, თუ რა არის მოტორი, პირველ რიგში საჭიროა გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ელექტრომობილები. ელექტრომობილებს აქვთ ბატარეა. ბატარეა წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელიც ამოძრავებს ავტომობილს. ენერგია გადის საკონტროლო იუნიტში, რომელიც არეგულირებს ძაბვას, რომელიც თავის მხრივ იგზავნება მოტორში. მოტორი აწვდის ენერგიას საბურავებს და ამოძრავებს ავტომობილს.

 

რა არის ძრავა?

ჩვეულებრივ, ავტომობილებში არის საწვავის ავზი, რომელიც აწვდის ენერგიას ძრავს.  ძრავა ენერგიას გადასცემს გადაცემათა კოლოფს, შემდეგ კი საბურავებს.  როგორც წესი,  ძრავა საბურავებამდე მისაღწევად უფრო რთულ პროცესს გადის, ვიდრე ელექტროძრავები. 

 

ელექტროძრავა შიდა წვის ძრავის წინააღმდეგ

ელექტროძრავისა და შიდაწვის ძრავის შედარებისას, შიდა წვის ძრავას აქვს უფრო მაღალი ენერგიის სიმკვრივე, რაც ნიშნავს, რომ იგი უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.  საწვავზე მომუშავე ძრავას ასევე ბევრად ნაკლები დრო სჭირდება საწვავის შესავსებად. ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, შიდა წვის ძრავას აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. იგი გამოყოფს ტოქსიკურ გამონაბოლქვებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი, რომელიც საზიანოა გარემოსთვის. ასევე, საწვავზე მომუშავე ძრავები ელექტროძრავებთან შედარებით, უფრო მეტ ენერგიას იყენებენ ავტომობილის მართვისთვის.

ყველაფრის მიუხედავად, ელექტროძრავების გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს. მათ აქვთ ნულოვანი გამონაბოქლვი და ეკო-მეგობრულები არიან. ელექტროძრავებს ასევე აქვთ მყისიერი ბრუნვა. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ავტომობილს შეუძლია მიიღოს სიჩქარე,გაზის პედალის გამოიყენებისთანავე. თუმცაღა, რადგანაც ელექტროძრავები შედარებით ახალია, ისინი ჯერჯერობით ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ.  ასევე საგულისხმოა, რომ ელექტროძრავის დამუხტვას რამდენიმე საათი სჭირდება.

 

 

 

ძრავა

მოტორი

ავტომობილის ტიპი

ბენზინის ძრავა ელექტრო მობილი

ენერგიის წყარო

ძრავა ამოძრავებს სარქველს.  სარქველების მბრუნავი მოძრაობა გადაეცემა გადაცემათა კოლოფს, შემდეგ კი გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც ამოძრავებს საბურავებს. 

ელექტრო მოტორის ენერგიის წყარო არის ბატარეა. ენერგია გადის მარეგულირებელზე, შემდეგ კი მოტორზე, რომელიც საბურავებს ატრიალებს.

უპირატესობები

ა. ენერგიის უმაღლესი სიმკვრივე

ბ. ავზის ავსების ნაკლები დრო

ა. ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის გარეშე

ბ მყისიერი ბრუნვა

ნაკლოვანებები

ა. გამონაბოლქვი

ბ. ნაკლებად ეფექტური

ა. ნაკლებად აპრობირებული ტექნოლოგია

ბ. უფრო დიდი დრო დასამუხტად