შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ დავტენოთ ელექტრო ავტომობილი?

როგორ დავტენოთ ელექტრო ავტომობილი?

“აუცილებელია, რომ იცოდეთ თქვენი ავტომობილის კონექტორის ტიპი, დამუხტვის ნომინალური რეჟიმი და დამტენი სადგურების ლოკაცია. საცხოვრებელ სახლში დამუხტვის შემთხვევაშიც კი დამუხტვის დონეებში გარკვევა დაგეხმარებათ თქვენი ელექტრო ავტომობილის ბატარეის უკეთ მართვაში.”

არსებობს ელექტრო ავტომობილების დამუხტვის სამი განსხვავებული დონე გამომავალი სიმძლავრის, დამუხტვის სიჩქარისა  და ელექტრო დამტენზე წვდომის მიხედვით.   თითეულ დამუხტვის დონე ხასიათდება განსხვავებული კონექტორის ტიპით განკუთვნილი სწრაფი ან ნელი დამუხტვისთვის.   

 

დონე 1

აღნიშნული დონე მოიაზრებს ავტომობილის დამუხტვას საცხოვრებელ სახლში და გამოირჩევა როგორც ყველაზე ნაკლებხარჯიანი მეთოდი. იგი არ საჭიროებს რაიმე დამატებით მოწყობილობის არსებობას, გარდა ელექტროენერგიის წრედისა, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრო ავტომობილის დასამუხტად. მარტივად მიაერთეთ სადენი სპეციალურ როზეტზე და დამუხტეთ ავტომობილი ავტოფარეხში ან თქვენი საკუთარი ავტომობილის სადგომზე. პირველი დონის დამუხტვას ესაჭიროება სპეციალური EVSE სადენი, რომელსაც აქვს სტანდარტული კონექტორი J1722 ავტომობილთან დასაერთებლად და სამჩანგლიანი შტეკერი სახლის როზეტისთვის. 120V AC შტეკერთან დაერთებისას დამუხტვის სიჩქარე შეადგენს  1.4kW -დან 3kW  -მდე და საჭიროებს 8-დან 12 საათამდე დროს ბატარეის ტევადობისა და მდგომარეობის მიხედვით.   

 

დონე 2

აღნიშნული დონე ძირითადად მოიაზრებს საერთო დასამუხტი სადგურების მომსახურებით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საცხოვრებელ სახლში არ გაგაჩნიათ მე-2 დონის დამუხტვისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობა. აღნიშნული სადგურები ლოკალიზებულია ძირითადად კომერციულ საპარკინგე ადგილებში, დასახლებულ პუნქტებში და ა.შ.  

მე-2 დონის დამუხტვა საჭიროებს სპეციალურ ინსტალაციას და 240V-იანი AC როზეტის არსებობას. დამუხტვას როგორც წესი სჭირდება 1-დან 11 საათამდე (ბატარეის ტევადობის მიხედვით). დამუხტვის სიჩქარე შეადგენს 7kW-დან 22kW-მდე მე-2 ტიპის კონექტორის გამოყენებით. მაგალითად 64kW ბატარეით აღჭურვილი  კია ნიროს დამუხტვას სჭირდება 9 საათი  7.2kW-იანი ჩარჯერის გამოყენებით. 

 

დონე 3

აღნიშნული დონე ელექტრო ავტომობილის დამუხტვის ყველაზე სწრაფი საშუალებაა, თუმცა მე-2 დონესთან შედარებით  ნაკლებად გავრცელებული. მე-3 დონის დასამუხტი სადგურები ლოკალიზებულია მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში. თუმცა, ყველა ელექტრო ავტომობილი შესაძლოა არ იყოს თავსებადი მე-3 დონის დამუხტვის მეთოდთან. ეს მეთოდი საჭიროებს სპეციალურ ინსტალაციას და 480V AC ან DC ჩარჯერთან წვდომას. დამუხტვის დრო  20 წუთიდან       1 საათამდე მერყეობს 43kW – 100 + kW სიჩქარით CHAdeMO ან CCS კონექტორების გამოყენებით, რომლებიც ძირითადად კომერციულ დასამუხტ  სადგურებში გვხვდება.