შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ დავმუხტოთ ბატარეა?

როგორ დავმუხტოთ ბატარეა?

"ისარგებლეთ სხვისი ავტომობილით, ან უბრალოდ მოიცადეთ მხოლოდ 20 წუთი, ბატარეის დასამუხტად."

  1. იმისათვის რომ დაქოქოთ ავტომობილი კაბელის დახმარებით, გჭირდებათ ორი რამ: დამქოქი კაბელი და ავტომობილი მუშა ბატარეით.
  2. გააჩერეთ ავტომობილი მეორე, დამხმარე ავტომობილის გვერდით. 
  3. დარწმუნდით, რომ ორი ავტომობილი ერთმანეთს არ ეხებიან.
  4. დარწმუნდით, რომ მუშა ბატარეა არის ანალოგიური ვოლტაჟის. 
  5. გამორთეთ ყველა ელექტრო მოწყობილობა.
  6. ახადეთ ავტომობილს ხუფი.
    *ბატარეის მდებარეობა დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე და გამოშვების წელზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა განთავსებული იყოს საბარგულში, ან სავარძლის ქვეშ.
  7. იპოვნეთ  პლიუს და მინუს ტერმინალი.
  8. შეაერთეთ დამქოქი კაბელის ერთი ბოლო (წითელი, პლიუს კავი) პლიუს დაბოლოებაზე და კაბელის მეორე ბოლო (კავი) მეორე ავტომობილის პლიუს დაბოლოებაზე.
  9. შეაერთეთ დამქოქი კაბელის მეორე ბოლო (შავი, მინუს კავი) გამაძლიერებელი ბატარეის უარყოფით მინუს დაბოლოებაზე, შემდეგ კი მეორე კავი  (შავი, უარყოფითი სამაგრით) მყარი, სტაციონარული, მეტალის წერტილიდან მოშორებით.  
  10. დაქოქეთ ფუნქციონალური ავტომობილი და დაელოდეთ რამდენიმე წამი, რათა დაიწყოს ბატარეის დამუხტვის პროცესი დამქოქი კაბელის საშუალებით.  
  11. მას შემდეგ რაც ავტომობილი დაიქოქება, მოხსენით დამქოქი კაბელი საპირისპირო თანმიმდევრობით (პირველად შავი, მინუს კავი და შემდეგ წითელი, პლიუს კავი)და ამასთანავე დარწმუნდით, რომ  დამჭერები არ ეხებიან ერთმანეთს.
  12.  გაატარეთ ავტომობილი მცირე მანძილზე, ან გყავდეთ დაქოქილ მდგომარეობაში 20 წუთი მაინც, რათა სრულყოფილად მოხდეს ბატარეის ენერგიის აღდგენა.

თქვენი ბატარეის დასამუხტად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ძირითად მითითებებს.

  1. დარწმუნდით, რომ ბატარეის დამტენი გამორთულია.
  2.  შეაერთეთ დამტენზე დადებითი და უარყოფითი კაბელები ბატარეის შესაბამის ბოლოებზე.
  3.  დააყენეთ დამტენი მისი ყველაზე ნელი დატვირთვის რეჟიმზე, ჩართეთ და დააყენეთ თაიმერი. გამომდინარე ბატარეის ძაბვისა და ცივი ამინდის ამპერის გათვალისწინებით(CCA),სრულად დასატენად 6-12 საათია საჭირო.
  4. დასრულების შემდეგ, გათიშეთ დამტენი მთავარი გამომრთველიდან.
  5.  გათიშეთ პირველ რიგში უარყოფითი, შემდეგ დადებითი დამჭერები შესაბამის ბატარეის ტერმინალებიდან.