შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ მუშაობს ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი?

როგორ მუშაობს ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი?

''ეს სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო მანძილს თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალების შორის. საჭიროებისა და სიტუაციის შესაბამისად, სისტემა , სიჩქარისა და დისტანციის დადგენის შემდეგ, ავტომატურად დაარეგულირებს მავტომობილის მოძრაობას.''

როგორ მუშაობს კრუიზ-კონტროლი

სხვა მძღოლის დამხმარე სისტემების მსგავსად, კრუიზ-კონტროლი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ შემთხვევაში, კრუიზ-კონტროლი იყენებს ან ლაზერს, ან რადარს, რაც, როგორც წესი, მოთავსებულია მანქანის წინა ნაწილში, კამერის გვერდით. ეს რადარები და ლაზერები გამოიყენება იმისთვის, რომ განსაზღვროს და აკონტროლოს დისტანცია თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ ავტომობილს შორის. მას შემდეგ, რაც მძღოლი დაადგენს სიჩქარესა და დისტანციას მანქანებს შორის, კრუიზ-კონტროლი, საჭიროებისა და სიტუაციის შესაბამისად, ავტომატურად დაარეგულირებს მანქანის მოძრაობას. მაგალითად, თუ წინ მიმავალი მანქანა შენელდება, თქვენი ავტომანქანა ამას დააფიქსირებს და მოძრაობას თავადაც შეანელებს; იგივე მოხდება სიჩქარის მომატების შემთხვევაშიც.

 

 

ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის გარდა, არის დამატებითი სისტემა- კრუიზ კონტროლი მოძრაობის დაწყებითა და შეჩერებით. ეს სისტემა ასრულებს იმავეს, რასაც ჩვეულებრივი კრუიზ-კონტროლი, მაგრამ დამატებით, შეუძლია, ამოიცნოს წინ მიმავალი მანქანის უეცარი შეჩერება და ადგილიდან დაძვრა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდება უსაფრთხოებაში, სიტუაციის გათვალისწინებით, თქვენი ავტომობილი ნელ-ნელა მიაღწევს წინასწარ განსაზღვრულ სიჩქარესა და დისტანციას. ეს მახასიათებლები, როგორც სხვა ყველა ასეთი სისტემა, განსხვავებულია ავტომობილის მოდელის მიხედვით, ამიტომაც აუცილებელია, შეამოწმოთ მოდელის სახელმძღვანელო და ინსტრუქციები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სისტემას, ფაქტობრივად, ერთიდაიგივე სახელი აქვს, ისინი საკმაოდ განსხვავებულები არიან. ორივე სისტემას შეუძლია, წინასწარ განსაზღვრული სიჩქარით იმოძრაოს, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მუდმივად პედალზე არ ედოს ფეხი. თუმცა, კრუიზ-კონტროლს არ აქვს უნარი, შეაჩეროს მანქანა ან, სიტუაციის მიხედვით, შეცვალოს მანქანის სიჩქარე. მას შემდეგ, რაც მძღოლი გამოიყენებს მუხრუჭს, აუცილებელია კრუიზ-კონტროლის სისტემის თავიდან გააქტიურება. ეს სისტემა იდეალურია მათთვისაც, ვისაც, ნაკლებად დატვირთულ გზებზე, დიდი ხანი უწევს მანქანის მართვა.

 

შედარებით დატვირთულ გზებზე ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის გამოყენებაა უპრიანი. ის ინარჩუნებს, როგორც განსაზღვრულ სიჩქარესა და დისტანციას, ისე აქვს უნარი, საგზაო სიტუაციის მიხედვით, შეცვალოს ავტომობილის სიჩქარე. გარდა ამისა, თუ კი ჭკვიან კრუიზ-კონტროლს თან ახლავს შეჩერებისა და მოძრაობის დაწყების სისტემა, ავტომობილს, ჭკვიანი კრუიზ-კონტროლის ფუნქციებთან ერთად ,ასევე, აქვს  საგზაო სიტუაციის მიხედვით, შეჩერებისა და ამოძრავების უნარი.