შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავები?

როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავები?

“შიდა წვის ძრავა შედგება ცილინდრების, დგუშების, საწვავის ინჟექტორებისა და ენერგიის მიმღები მოწყობილობისაგან. ამ კომპონენტების კომბინირებულად მუშაობის შედეგად. დამწვარი საწვავი გამონაბოქლვის სახით გამოდის ცილინდრებიდან. ამ პროცესის განმეორებია კი ქმნის იმ ენერგიას, რაც აძლიერებს ავტომობილს.”

ბენზინის ძრავი

ბენზინის ძრავა არის შიდა წვის ძრავის ტიპი. ბენზინის ძრავას აქვს 4 ძირითადი დარტყმა: მოხმარება, შეკუმშვა, წვა და გამონაბოლქვი. ბენზინი ადვილად ერევა ჰაერს, ასე რომ მას წვის მიღება მარტივად,  მხოლოდ მცირე მუხტით შეუძლია. როგორ მუშაობს ბენზინის ძრავის ოთხი დარტყმა:

 

1. მოხმარება

მოხმარების სარქველი იხსნება და ხდება ჰაერისა და საწვავის ნარევის ცილინდრში შეწოვა.

2. შეკუმშვა

მოხმარების სარქველი იხურება და ჰაერისა და საწვავის ნარევი სარქველით იკუმშება. 

3.  წვა

ამ ეტაპზე ჰაერისა და საწვავის ნარევი ფეთქდება და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სიმძლავრე იწვევს სარქველის ქვევით გადაადგილებას. 

4. გამონაბოლქვი

ცილინდრში დამწვარი გაზები გამოდის სარქვლის საშუალებით. 

 

დიზელის ძრავი

დიზელის ძრავის მუშაობა მსგავსია ბენზინის ძრავისა, თუმცა მაინც არის  სხვაობა ჰაერისა და საწვავის ნარევის აალებაში.   ბენზინის ძრავში, ჰაერი და საწვავი წინასწარ, ცილინდრში შეწოვამდე ერევიან ერთმანეთს . მეორეს მხრივ, დიზელის ძრავები იყენებენ საწვავის ინჟექტორებს საწვავის ცილინდრში შესასხურებლად. რადგან დიზელის ძრავებს არ აქვთ აალების მექანიზმი, მათ საჭიროა ჰქონდეთ უფრო მაღალი კომპრესიული კოეფიციენტები, რათა უზრუნველყონ, რომ ჰაერისა და საწვავის ნარევი საკმარისად იყოს შეკუმშული ანთების გაჩენისთვის.

 

ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები

ელექტრომობილებს არ აქვთ შიდა წვის ძრავა და  აქვთ მხოლოდ ელექტროძრავა.  ავტომობილში განთავსებული ბატარეა ამუშავებს ელექტრო ძრავს.  აკუმულატორის დატენვა ხდება დამტენი სადგურის მეშვეობით. 

 

ამის საპირისპიროდ, ჰიბრიდული ავტომობილები იყენებენ როგორც შიდაწვის ძრავას, ისე ელექტროძრავას. შედეგად, ორი განსხვავებული სისტემა ჰარმონიულად აწვდის ავტომობილს ენერგიას. ჰიბრიდულ ავტომობილების აკუმულატორს შიდა წვის ძრავა მუხტავს და დამატებით მათი დამუხტვა არ არის საჭირო.   

ავტომობილების მწარმოებლები იყენებენ ცილინდრების სხვადასხვა განლაგებას, რაც დამოკიდებულია მათი ენერგიის ან სივრცის საჭიროებებზე. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი სამი ძრავის ცილინდრის განლაგება. 

 

სწორხაზოვანი ცილინდრები

ამ განლაგებაში ცილინდრები ხაზშია განლაგებული. ავტომობილები,  რომელთა სიმძლავრე 2,000 სმ2-ზე მეტია, ხშირად რიგში ექვსი ცილინდრი აქვთ.

 

V-8 ძრავა

8 ცილინდრი V ფორმით უკავშირდება მუხლიან ლილვს.  იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორხაზოვნად იქნებიან განლაგებულები, სიგრძის გამო, რთული იქნება მათი სივრცეში მოთავსება და სწორედ ამიტომ არის გადანაწილებული V ფორმით. ეს განლაგება ხელსაყრელია წონის თანაბრად გადანაწილებისთვისაც. 

 

ბრტყელი ძრავა

ბრტყელ ძრავებში ცილინდრები, რომლებიც უკავშირდება მუხლიან ლილვს, განლაგებულია სიბრტყეზე.  ბრტყელ ცილინდრებს შეუძლიათ დაზოგონ სიმაღლე და მათი წონა თანაბრად გადანაწილდეს.

მოდით გავეცნოთ შიდა წვის ძრავის რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს.

 

ცილინდრები

ცილინდრებში საწვავის და ჰაერის ნარევი იწვის და წარმოიქმნება ენერგია.

 

ცილინდრის თავი

ეს არის ცილინდრების ზედა ნაწილი. იგი შედგება სარქველებისგან, აალების მექანიზმისაგან, საწვავის ინჟექტორებისგან და ა.შ.

 

სარქველი

სარქველები მოძრაობენ ცილინდრის შიგნით ზემოთ და ქვემოთ. წვის შედეგად წარმოქმნილი გაზის ძალა, სარქველების მოძრაობით გადაადგილდება მუხლიანი ლილვისკენ.

 

დამაკავშირებელი ღერძი

სარქველი უკავშირდება მუხლიან ლილვს დამაკავშირებელი ღერძის მეშვეობით. შემაერთებელი ღერძი სარქველის გაზის ძალას გადასცემს მუხლიან ლილვს.

 

მუხლიანი ლილვი

სარქველების ზემოთ და ქვემოთ მოძრაობა დამაკავშირებელი ღერძის მეშვეობით,  გარდაიქმნება მუხლიანი ლილვის მბრუნავ მოძრაობაში. როდესაც მუხლიანი ლილვი ტრიალებს, ბრუნვითი მოძრაობა ატრიალებს ავტომობილის საბურავებს.