შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. არის თუ არა ელექტრო მობილები უკეთესი გარემოსათვის?

არის თუ არა ელექტრო მობილები უკეთესი გარემოსათვის?

“ელექტრო მანქანები ნამდვილად უფრო ეკო მეგობრულია, ვიდრე ტიპური ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც თავისი მავნე გამონაბოლქვით ზიანს აყენებენ გარემოს და ჯანმრთელობას.”

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ტრანსპორტს გააჩნია გარკვეული ნაკლი, ის ბევრად  უფრო ეკო მეგობრულია, ვიდრე ტიპური, ბენზინზე, ან დიზელზე მომუშავე ავტომობილი. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ელექტრო მანქანები უფრო ეფექტურია, რადგან ნაკლებად გამონაბოლქვს გამოყოფს. 

 

ელექტრომობილი დაგეხმარებათ საწვავის ეკონომიის ხარჯზე დაზოგოთ მეტი, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ელექტრომობილების ყოლით, ასევე თავიდან ავიცილებთ ტყის განადგურებასა და მწვანე საფარის შემცირებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

იმის გამო, რომ ელექტრომობილი ბატარეაზე მუშაობს და არ მოიხმარს საწვავს, ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. იგი ასევე მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხეები.

ადრე თუ გვიან ბატარეის შეცვლა საჭირო ხდება როგორც სტანდარტულ, ასევე ელექტრომობილზე, თუმცა ელექტრო ავტომობილის ბატარეა ბევრად უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვიდრე სტანდარტული ავტომობილის ბატარეა.  

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრო მანქანები უფრო ეფექტური და შესაბამისად, უფრო ეკო მეგობრულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტრომობილი წიაღისეულიდან გენერირებულ ელექტროენერგიას იყენებს,მისი საწვავის მოხმარების ეფექტურობა 4% -ით უფრო მაღალია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილის. 2020 წლისათვის, ელექტრო ავტომობილი შეძლებს გაიაროს იგივე მანძილი, რასაც საწვავზე მომუშავე ავტომობილი გადის,  მხოლოდ ენერგიის ორი მესამედის გამოყენებით.

KIA EV-ის წარდგენა: Imagine by KIA

კონცეპტ "Imagine by KIA "-ს მსოფლიო პრემიერა 2019 წლის ჟენევის ავტოშოუზე, მომდევნო თაობის კროსოვერ EV-ით შედგა.

კიას მომავალ EV-ს მოდელებში, მანქანის დიზაინი  და შესაძლებლობები სრულიად სხვა საფეხურზე გადაჰყავს და გვთავაზობს მგზავრზე მორგებულ ,სრულყოფილ ტექნოლოგიებს.

 

აღიარებული: Niro EV

ჟურნალმა „Popular Mechanics“ ,  Kia Niro EV “წლის საუკეთესო ავტომობილად“ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ  ელექტრო მობილია, Niro EV-მ ყველა კატეგორიაში უმაღლესი ქულები დააგროვა. Niro EV აღიარებული იყო როგორც საუკეთესო დიზაინის, ელეგანტური, პრაქტიკული და მაღალი ხარისხის ავტომობილი, რომელიც მოსახერხებელია ხანგრძლივი, ან ყოველდღიური მგზავრობისათვის.